ქოქოსის კარაქი დამზადებულია საქართველოში უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან. მისი დანიშნულება არის კოსმეტიკური სახის. გამოიყენება მხოლოდ გარეგანი გამოყებისთვის. ქოქოსის კარაქის სასარგებლო თვისებები ცნობილია მრავალი ადამიანისთვის და აქტიურად გამოიყენება კანის უძლიერეს დამატენიანებლად და მისთვის ახალგაზრდობის დიდი ხნის მანძილზე შესანარჩუნებლად.
ქოქოსის კარაქი არის მკვრივი შემადგენლობის ღია ფერის მასა. აქვს სასიამოვნო ქოქოსის კაკლის სურნელი. მისი გამოყენება შეგიძლიათ ხსეულის ნებისმიერ ნაწილზე. კანზე, თმაზე და ფრჩხილზე. ის უბრუნებს კანს პირვანდელ სახეს. იცავს გამოშრობისგან რაც ძალინ მნიშვნელოვანია კანის ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად და კვებავს სასარგებლო ნივთიერებებით. მისი დახმარებით თქვენი კანი დაცული იქნება ნაადრევი ნაოჭების გაჩენისგან.
მართალია ქოქოსის კარაქი არის მყარ მდგომარეობაში, მაგრამ ის დნება სხეულის ტემპერატურაზე. საკმარისია ხელით შეეხოთ მას და ის მალევე გადნება ხელზე. გამდნარი კარაქი უნდა შეერიოს უკვე მზა კოსმეტიკურ საშუალებებს. მისი კონცენტრაცია უნდა იყოს 10 – 20%. პირდაპირ მისი წასმა კანზე არ შეიძლება რადგან ის წარმოქმნის თხელ ფენას რომელიც ეკვრის კანს და კეტავს ფორებს.
უკუჩვენება გამოვლენილი არ არის.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქცია.