კოჭა არის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო მცენარე რომელსაც აქვს გამოყენების ფართო სპექტრი. გთავაზობთ ამ მცენარეს და მასზე დამზადებულ პროდუქციას.
კოჭას შესახებ
გამომშრალი კოჭას (ჯანჯაფილის) შეძენა რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებების და ორგანოების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის:
- ართრიტი, ართროზი;
- დიაბეტი;
- წნევები;
- პოტენციისთვის და პროსტატიტის დროს;
- კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლისთვის;
- წონის კორექციისა და ნივთიერებათა ცვლისთვის;
- თმების გაძლიერებისა და ზრდისთვის;
- ალერგიისას;
- ძირმაგარას დროს;
- პარაზიტებისა და ჭიების დროს;
- იმუნიტეტისთვის;
- გრიპის, გაციების, ხველისა და ანგინის დროს.
კოჭას გააჩნია მკვეთრად მწველი გემო და ლიმონის მსგავსი არომატი. კოჭას სამშობლო ინდოეთი და აზიაა. არაბულ ქვეყნებში ის იმდენად პოპულარული იყო, რომ მის გარეშე მომზადებული კერძები არასწორად მომზადებულად ითვლებოდა. თავის სამეცნიერო და სამედიცინო ტრაქტატებში ავიცენა წერდა, რომ კოჭა უფრო ძლიერ ათბობდა ვიდრე წიწაკა, აძლიერებდა მახსოვრობას, აადვილებდა ამოხველებას და აჩქარებდა საჭმლის მონელებას. კოჭას გამოყენების ათასწლიანი ისტორიის განმავლობაში აღმოჩენილ იქნა მისი არაერთი სასარგებლო თვისებები.
კოჭას ძირითადი თვისებები:
- ამოსახველებელი;
- ბაქტერიოციდული;
- კარმინატიული და ქოლეტური;
- აშორებს ქოლესტერინს, ხელს უშლის სკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას;
- ამცირებს სისხლში შაქრის დონეს;
- ხსნის სპაზმს;
- აძლიერებს სისხლის მიმოქცევას;
- ჭრილობებისა და ნახეთქების დეზინფექციის და შეხორცების უნარი;
- ოფლმდენი;
- აუმჯობესებს გულის კუნთის ტონუსს;
- ზრდის პოტენციას;
- აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, გათბობით;
- მატონიზირებელი;
- აძლიერებს სხვა სამკურნალო მცენარეების მოქმედებას;
- პარფიუმერიული;
- ხსნის გაღიზიანებას და აუმჯობესებს განწყობას;
- ებრძვის სუნს პირის ღრუში.
კოჭას შემადგენლობა
ვიტამინები: А ( ბეტა-კაროტინი), В1, В2, В3 და С,
მიკო და მაკრო ელემენტები: კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი, ცინკი და მაგნიუმი.
ასევე შედის ეთერზეთები, კურკუმინი და ამინომჟავები.
სწორედ ეს შემადგენლობა განაპირობებს კოჭას გასაოცარ სამკურნალო ეფექტს.
კოჭა და იმუნიტეტი. კოჭა ატონიზირებს სხეულს, აჯერებს მას სასარგებლო ვიტამინებით, მინერალებით და ამინომჟავებით. კოჭას ნახარშის რეგულარული მიღება განაპირობებს, ორგანიზმის მდგრადობის გაზრდას სეზონური და რესპირატორული დაავადებების მიმართ.
ართრიტი და ართროზი. კოჭას გამოყენება ამცირებს ტკივილს სახსრების დაავადებების დროს და შეშუპებისა და კუნთების დაჭიმვისას. ამისათვის საკმარისია დავუმატოთ ცოტა კოჩა ჩაის ან საჭმელს.
გრიპი, გაციება, ხველა და ანგინა. თავისი ამოსახველებელი, ოფლმდენი და იმუნომასტიმულირებელი მოქმედების წყალობით კოჭა უნივერსალური სამკურნალო მცენარეა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. კოჭას ნაყენს შეგვიძლია დავუმატოთ თაფლი და ლიმონი. ასეთი ნაყენის მიღება რეკომენდირებულია დღეში სამჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე.
ძლიერი ხველის სამკურნალოდ რეკომენდირებულია, დანის წვერის ოდენობა კოჭას ფხვნილი შევურიოთ 1 ს.კ. გახეხილ ხახვს ან ხახვის წვენს. მივიღოთ ეს საშუალება დღეში სამჯერ ნახევარი ჩაის კოვზი.
პარატიზები და ჭიები. კოჭა შესანიშნავი საშუალებაა ჭიების წინააღმდეგ. ის კლავს ასკარიდას და ნაწლავის სხვა ჭიების ჭუპრებს. საკმარისია დანის წვერი ოდენობით დავამატოთ კოჭას ფხვნილი ჩაის ან საჭმელს და მივიღოთ ყოველდღე.
ძირმაგარა. კოჭას ფხვნილი შეურიეთ წყალს რათა მიიღოთ სქელი ფაფის მასა და დაიტანეთ ძირმაგარაზე. რამდენიმე პროცედურის შემდეგ დიდი ძირმაგარა მომწიფდება და გასკდება, ხოლო ახალი - გაიწოვება.
ალერგია. კოჭას (ჯანჯაფილი) ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება. თუმცა მათ შემთხვევაში ვისაც ალერგია ყვავილის მტვერსა და სანელებლებზე აქვთ, კოჭას მიღება არ არის რეკომენდირებული.
თმები. კოჭა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ამიტომ ყოველდღიურად ცოტა კოჭას ფხვნილის დამატება თმის ნიღაბში, შესაძლებელს გახდის თმის ცვენის შეჩერებას და ხელს შეუწყობს ახალი თმის ზრდას. გარდა ამისა, კოჭა შეიცავს თმებისთვის მნიშვნელოვან ვიტამინებს – А და С-ს და მრავალ მინერალს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ თმის სტრუქტურაზე და აძლიერებენ ძირიდან თმის ბოლომდე.
დანის წვერის ოდენობის კოჭას ფხვნილის დამატება შეიძლება თმის ნიღაბსა ან ფიტონაკრებში. გავიჩეროთ საშუალება 10-15 წუთი და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. თუ იგრძნობთ წვას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ ნიღაბი.
გულისრევის შეგრძნება და ღებინება. 1-1,5 გ. კოჭა გავხსნათ წყალში და დავლიოთ. ეს მოგიხსნით გულისრევის შეგრძნებას. ორსულებს შეუძლიათ ტოკსიკოზის დროს კოჭას მიღება თუმცა ძალიან მცირე დოზებით (0,5 გ. კოჭა ერთ მიღებაზე).
წონის კორექცია და ნივთიერებათა ცვლა. კოჭა ცხიმების აქტიური მწველია. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს, ამცირებს მადას და ორგანიზმიდან გამოჰყავს ზედმეტი წყალი. ჩაი კოჭას დამატებით შეგვიძლია მივიღოთ დღეში სამჯერ. ღამით ასეთი ჩაის დალევა არ არის რეკომენდირებული, რადგან: კოჭა აფხიზლებს ორგანიზმს და აღაგზნებს ნერვულ სისტემას, რის გამოც შეიძლება ძილი დაგიფრთხეთ.
კუჭი და კუჭქვეშა ჯირკვალი. კოჭა ზრდის მადას და ხელს უწყობს საჭმლის უკეთეს მონელებას, აჩერებს გულძმარვას და შებერილობას, ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და არეგულირებს კუჭისა და ნაწლავების მუშაობას.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ნაღვლის ბუშტის მუშაობაზე და აჩქარებს ნაღვლის წვენის გამოდენას, რაც ნაღვლის წვენის ორგანიზმში დაგროვების კარგი პროფილაქტიკაა. დაამატეთ კოჭას ფხვნილი საჭმელში (1/4 ჩ.კ. პორციაზე) და მონელება საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. დანის წვერი ოდენობის კოჭას ფხვნილის დამატება საჭმლის კეთებისას კუჭ-ნაწლავის დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაა.
მამაკაცებისთვის: პოტენცია და პროსტატა. კოჭა ძლიერი აფროდიზიაკია. აძლიერებს რა სისხლის მიმოქცევას, ტონუსში მოჰყავს სხეული და დადებითად მოქმედებს პოტენციაზე. სხვა მედიკამენტებთან ერთად, დამხმარეა პროსტატიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს.
რეკომენდირებულია ყოველდღიურად კოჭას დამატება ჩაიში ან მეოთხედი ჩაის კოვზი კოჭას დამატება საჭმელში.
წნევა. კოჭას (ჯანჯაფილი) შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და მის უკეთეს ცირკულაციას. მისი ეს თვისება დადებით გავლენას ახდენს დაწყებითი სტადიის ჰიპერტენზიის დროს. დაბალი წნევის მატარებელ ადამიანებზე კოჭა ახდენს მასტიმულირებელ და მატონიზირებელ ეფექტს.
ძალიან მაღალი წნევების დროს კოჭას გამოყენება უნდა შევამციროთ. წნევის დასარეგულირებლად მიიღეთ ჭიქის 2/3 დღეში სამჯერ.
კოჭას გამოყენება
1-2 გ კოჭას ფხვნილი 10 გ. ნედლი პროდუქტის ეკვივალენტია.
კოჭას მომზადების ძირითადი მეთოდია: აიღეთ ჩაის კოვზის 1/3 კოჭას ფხვნილი და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. ადუღეთ 1-2 წთ. აცალეთ ჩაის დაყენება.
გაფრთხილება
მომატებული აღგზნებადობის მქონე ადამიანებისთვის, ჰიპერტონიული პაციენტებისთვის და კუჭის წყლულითა და პანკრეატიტით დაავადებული ადამიანებისთვის, კოჭას ფესვის გამოყენება უკუნაჩვენებია. კოჭას გამოყენება არ არის რეკომენდირებული ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს. ანთებითი პროცესების დროს და მაღალი ტემპერატურისას არ არის რეკომენდირებული კოჭას მიღება.