სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
მოგესალმებით ძვირფასო სტუმარო. ეს არის ინტერნეტ მწვანე აფთიაქი (ონლაინ აფთიაქი). ყველა პროდუქტი რომელიც განთავსებულია აფთიაქში არის საქართველოში და მოგეწოდებათ კურიერის მეშვეობით. ადგილზე ანუ საწყობში მომსახურების სერვისი არ გვაქვს. მოწოდების დეტალები იხილეთ განყოფილებაში კურიერული მომსახურება. მადლობა რომ ესტუმრეთ ჩვენ აფთიაქს.

რას წარმოადგენს მწვანე აფთიაქი

მწვანე აფთიაქი არის ეკოლოგიურად სუფთა და არაგენმოდიფიცირებული პროდუქტების მარკეტი. აფთიაქში განთავსუბული პროდუქციის ძირითადი ნაწილი არის მცენარეული და ბუნებრივი წარმოშობის. ჩვენმა გუნდმა იზრუნა თავის ერთგულ მომხმარებლებზე და შეკრიბა ასეთი პროდუქტები. დღევანდელი რეალობა საკმაოდ მძიმეა პროდუქტების ნატურალურობასთან დაკავშირებით, მაგრამ წლების გამოცდილებამ და პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა ადამიანების ნდობა. ეს განაპირობა მუშაობის გამჭვირვალობამ და მიღებულმა შედეგებმა, რომლებითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ჩვენ აფთიაქს ყავს უამრავი კმაყოფილი ადამიანი რომელიც აქტიურად იყენებს ჩვენ პროდუქციას ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად. დროთა განმავლობაში აფთიაქის პროდუქცია ახლდება და ასევე იზრდება მისი ასორტიმენტი.

მწვანე აფთიაქის შესახებ

მწვანე აფთიაქი გაიხსნა 2014 წლის 15 დეკემბერს. აფთიაქის გახსნის გადაწყვეტილება მივიღეთ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესებული იყო ბუნებრივი საშუალებებით რომლებიც გამოიყენება სამკურნალოდ. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი გაგვეხადა ყველა ბუნებრივი პროდუქტი ადამიანისთვის. რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება ადამიანების ინტერესიც მოთხოვნილებაც და შესაბამისად მატულობს გამოცდილება მცენარეებით მკურნალობის დარგში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველი ჩვენი პროდუქტი რომელსაც გთავაზობთ იყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, რადგან ჩვენთვის სულერთი არ არის თქვენი ჯანმრთელობა.

რატომ ირჩევენ მწვანე აფთიაქს?

დღეს იმდენად ბევრი აფთიაქი არსებობს, რომ გებადება კითხვა: რომელი აფთიაქი უნდა ავირჩიო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად? დღეს უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ ეკოლოგიუად და გენეტიკურად სუფთა მცენარეები და ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებები გაცილებით ეფექტური და სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, ვიდრე ქიმიური წამლები. ზუსტად ამ ფაქტორმა განაპირობა ის თუ რატომ ირჩევს ბევრი ადამიანი მწვანე აფთიაქს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტრადიციული მედიცინის მიერ შემუშავებული წამლები, პრეპარატები და მკურნალობის მეთოდები რიგ შემთხვევებში აუცილებელია და მათი უგულებელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სამკურნალო მცენარეები და მათზე დამზადებული პროდუქტები სხვადასხვა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომ სანამ გამოიყენებთ რომელიმე საშუალებას კარგი იქნება თუ კარგად გამოიკვლევთ მის ქიმიურ შემადგენლობას და იმას თუ რა გავლენას ახდენს ის ორგანიზმზე.

სად არის მწვანე აფთიაქი?

ბევრი ადამიანი გვეკითხება თუ სად არის ჩვენი აფთიაქი. პირველ რიგში გვინდა გითხრათ, რომ ეს არის ინტერნეტ მწვანე აფთიაქი. ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ ტელეფონზე განხორციელებული ზარის მეშვეობით. ან გააკეთოთ შეკვეთა პირდაპირ საიტიდან. ასევე ძალიან ხშირია კითხვა აფთიაქის ქსელის შესახებ. სინამდვილეში არანაირი მწვანე აფთიაქების ქსელი არ არსებობს. უბრალოდ არის ცალკეული აფთიაქები რომლებიც არსებობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თუმცა ჩვენთვის ცნობილი არ არის მათი მისამართები და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია.

როგორ მარაგდება მწვანე აფთიაქი?

პროდუქცია რომელიც განთავსებულია ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში მოპოვებულია როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამის გარკვევა ძალიან ადვილია. შედით ნებისმიერი პროდუქტის გვერდზე და წაიკითხეთ ქვესათაური: "მწარმოებელი / მოყვანის ადგილი" ქვეშ განთავსებული ინფორმაცია. იქ ამომწურავი პასუხია გაცემული ამ კითხვაზე. ყველა პროდუქტი არის ნამდვილად ხარისხიანი, რადგან ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობა ვიდრე უხარისხო პროდუქტიდან მიღებული შემოსავალი. ამის თქმა ჩვენ გუნდს თამამად შეულია რადგან წლებმა დაამტკიცა ჩვენი კეთილსინდისიერება.
პროდუქცია დაავადებების მიხედვით
ზეთი, ეთერზეთი, კარაქი, ფისი
ვიტამინები და ვიტამინისმაგვარი ნივთიერებები
კოსმეტიკა
მცენარეული და ბუნებრივი დანამატები
მცენარეები კატეგორიების მიხედვით
მცენარეები
პროდუქციის სრული ჩამონათვალი
12345678910
 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.