სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
წითელი ჯაგრისი იგივე როდიოლა ოთხნაწილიანი, Красная щетка
წითელი ჯაგრისი

წითელი ჯაგრისი იგივე Красная щетка. ამ განყოფილებაში გთავაზობთ როგორც თავად ამ მცენარეს ასევე ამ მცენარეზე დამზადებულ სამკურნალო სხვადასხვა ფორმას. გაეცანით მათ ფორმებს და გამოყენების წესებს. სრული ინფორმაციის მისაღებად დააწკაპეთ ღილაკზე ინფორმაცია და გაეცანით მის სრულ ანოტაციას.

მცენარის აღწერა

წითელი ჯაგრისი (როდიოლა) – მრავალწლოვანი მცენარეა მსუქანასებრთა ოჯახიდან. ის ალტაის მხარის ენდემური მცენარეა. ხარობს ალტაის სარტყელში, კლდოვან ნიადაგზე, მდინარის პირას და ქვიან ფერდობებზე. სამკურნალოდ იყენებენ მცენარე როდიოლას ფესურას და ფესვებს. წითელი ჯაგრისის ძირითადი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა გლიკოზიდ სალიდროზიდი, რომლის მოცულობაც მცენარეში არის 1,5 %. როდიოლას ფესურა და ფესვები შეიცავს პიროგალური ჯგუფის ტანინებს (20%), ანტრაგლიკოზიდებს, ეთერზეთებს და ორგანულ მჟავებს. ასევე მასში საგრძნობი რაოდენობით არის ნახშირწყლები, ცილა, ცხიმები, ცვილი, სტერინები და მარგანეცი რომელიც განსაკუთრებულ დიდ როლს თამაშობს სქესობრივი ჯირკვლების ფუნქციონირებაში.

წითელი ჯაგრისის (როდიოლას) სამკურნალო თვისებები

როდიოლას მრავალფუნქციურობას განსაზღვრავს მისი მრავალკომპონენტური ქიმიური შემადგენლობა. ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერება – გლიკოზიდ სალიდროზიდი მცენარეში წარმოქმნის ანთების საწინააღმდეგო, ინფექციის საწინააღმდეგო და ადაპტოგენურ თვისებებს. ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას და აძლიერებს ადამიანის იმუნურ რეაქციას. მცენარის შემადგენლობაში არსებული ტანინები, ფლავონოიდები და ანტოციანიდები მას სძენს ანტიოქსიდანტურ და ბაქტერიოციდულ თვისებებს.

წითელ ჯაგრისს აქვს მკვეთრად გამოხატული დადებითი და ფარმაკოლოგიური მოქმედება ქალის სქესობრივ ფუნქციაზე. მის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს გააჩნიათ მასტიმულირებელი ეფექტი და აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აუმჯობესებენ კუნთებსა და ტვინში ენერგიის ცვლის პროცესს.

წითელი ჯაგრისის (როდიოლას) გამოყენება

წითელი ჯაგრისის ფესურას და ფესვებს აზიაში ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ როგორც ადაპტოგენს, ანტიოქსიდანტს, მატონიზირებელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. ალტაის მხარეში წითელ ჯაგრისს ქალები იყენებენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ისეთის როგორიცაა:

  • უნაყოფობა (ქალი და კაცი).
  • საშვილოსნოს მიომა.
  • ეროზიები.
  • კისტა.
  • ენდომეტრიოზი.
  • მასტოპათია.
  • მტკივნეული და არარეგულარული მენსტრუაცია.
  • საშვილოსნოს ფიბროიდები, პოლიპები, სხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნები.
  • საშვილოსნოს სისხლდენა.
  • კოლპიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია.
  • ჰორმონალური დისბალანსი.
  • მენსტრუალური ციკლის არევა.
  • ენდომეტრიტი.
  • ცისტიტი.
  • პროსტატის ადენომა, პროსტატიტი.
  • ერექციული დისფუნქცია.
  • მენოპაუზის სინდრომი.
  • ნერვული დარღვევები.
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
  • უძილობა.
  • იმუნიტეტის დასუსტება.

წითელი ჯაგრისის გამოყენება

წითელი ჯაგრისის გამოყენება მასტოპათიის დროს. ქალის სხეულში ესტროგენის მომატებული დონე ხშირად იწვევს მასტოპათიის განვითარებას. ამის შედეგად, მკერდის ქსოვილი იზრდება, ხდება მისი გამკვრივება და შეშუპება, აღინიშნება გამონადენი მკრდიდან. წითელი ჯაგრისის ინფუზია (ნაყენი) ხელს უწყობს, ესტროგენისა და პროგესტერონის ჰორმონების რაოდენობის ნორმალიზებას, ამსუბუქებს ტკივილს და ხსნის სარძევე ჯირკვლებში სიმძიმის შეგრძნებისგან. როდიოლას გამოყენება დაგეხმარებათ სრულად განკურნოთ მასტოპათიისაგან და აღმოფხვრათ მისი ყველა სიმპტომი. სასურველი შედეგის მისაღწევად რეკომენდირებულია 2 ან 3 კურსის ჩატარება.

მენსტრუაცია უხვი სისხლდენით. მენსტრუალური ციკლის პერიოდში შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი ჯაგრისი. მცენარის ჰემოსტატიკური მოქმედება ხელს შეუწყობს მენსტრუაციის დროს ძლიერი სისხლდენის შემცირებას. გარდა ამისა, როდიოლა აყუჩებს ტკივილს და მთლიანობაში აუმჯობესებს ქალის ორგანიზმის მდგომარეობას. მცენარის მიღება უნდა დაიწყოთ მენსტრუაციის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე და გააგრძელოთ მთელი პერიოდის განმავლობაში.

გინეკოლოგიური დაავადებების დროს. წითელი ჯაგრისის ქალის სხეულზე სასარგებლო გავლენა უზარმაზარია. მცენარე ხელს შეუწყობს ენდომეტრიოზის, ეროზიის, ფიბროიდების, საკვერცხეების ცისტების და სხვა გინეკოლოგიური პათოლოგიების განკურნებას. როდიოლა ხსნის ანთებას, ებრძვის ინფექციას და აღადგენს ჰორმონალურ ფონს. წითელი ჯაგრისი ასევე ეფექტურია საკვერცხის დისფუნქციის, საშვილოსნოს სისხლდენის და კოლპიტის დროს.

კარგი თერაპიული შედეგის მისაღწევად, ქალმა რეგულარულად უნდა მიიღოს ამ მცენარის სამკურნალო ნებისმიერი ფორმა. ასევე როდიოლა ნაყენი შეიძლება გამოყენებულ იქნას დუჟენისთვის. გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში.

უნაყოფობის შემთხვევაში. უშვილობის პროფილაქტიკისთვის წითელი ჯაგრისი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორ მცენარეულ ნაკრებებში ასევე ცალკე სხვა დანამატების გარეშეც. მცენარის რეგულარული მოხმარება ასტაბილურებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციას და აბალანსებს ჰორმონალურ ფონს, უმკლავდება არსებულ პათოლოგიებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის ღრუში, ამაღლებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს მამაკაცის სპერმის ხარისხს.

ქალმაც და მამაკაცმაც წითელი ჯაგრისის გამოყენება უნდა დაიწყონ ბავშვის ჩასახვამდე. ამ მცენარის სამკურნალო ფორმები შეგიძლიათ შეარჩიოთ ჩვენთან მწვანე აფთიაქში და შეიძინოთ სახლიდან გაუსვლელად.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.
მომატებული არტერიული წნევა.
მომატებული ფსიქიკური აღგზებულობა.
არ გამოიყენოთ ჰორმონალურ და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მცენარის ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.