სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
მცენარე ქრისტესისხლა
ქრისტესისხლა

ქრისტესისხლა მიეკუთვნება ბალახოვან სამკურნალო მცენარეების რიგს. მას მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია, ასევე მდიდარი და უნიკალური ქიმიური შემადგენლობა.

ქრისტესისხლას აღწერა

ქრისტესისხლა მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახისა, სიმაღლით 80- 100 სმ აღწევს, ფესვი დატოტვილია, მოკლე ფესურით. ღერო წიბოიანია, დატოტვილი, ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, ფოთლები ზემოდან მწვანეა, ქვემოდან უფრო ბაცი, ყვითელი ყვავილები ქოლგა ყვავილედებადაა შეკრებილი და ღეროების კენწეროზეა განლაგებული, ნაყოფი 5 სმ სიგრძის კოლოფაა. თესლი კვერცხისებრია, 1-2 მმ სიგრძის. ყვავილობს მაისიდან შემოდგომამდე, ნაყოფი ივნის-სექტემბერში მწიფდება. სამკურნალო მიზნით იყენებენ მიწისზედა ნაწილს, ფესვებს, წვენს.

ბალახს ყვავილობის დროს აგროვებენ, ფესვებს შემოდგომაზე. მცენარე შხამიანია, ამიტომ შეგროვების დროს არ შეიძლება სახეს ან თვალებს შეეხოთ. ნედლეულად გამოიყენება მხოლოდ გამხმარი.

ქიმიური შემადგენლობა

ქრისტესსისხლას შემადგენლობაში შედის ალკალოიდები: ბერბერინი, პროტოპინი, ხელიდონინი, ჰემოხელიდონინი, კოპტიზინი, სტილოპინი, სანგვინარინი. საპონინები, ფლავონოიდები, ასკორბინის მჟავა, ვითამინი A, ეთერზეთები, ორგანული მჟავეები: ვაშლის, ლიმნის, ქარვის და სხვა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას, იწვევს პულსის შენელებას, არტერიული წნევის შემცირებას. აქვს ნაღვლმდენი მოქმედება. გააჩნია ფუნგისტატიკური და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება ტუბერკულოზის ჩხირის მიმართ.

გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

  • სტენოკარდია.
  • ჰიპერტონული დაავადები.
  • კანის სიმსივნე.
  • მეჭეჭები, კოჟრები.
  • კანზე მუქი ლაქები და გამონაყარი.
  • ძნელად შეხორცებადი ჭრილობები.
  • ფურუნკულოზი.
  • კანის ტუბერკულოზი.
  • ეგზემა.
  • კუნთის სპაზმი.
  • ხორხის პაპილომატოზი.
  • ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
  • ფაღარათი.
  • სიყვითლე.
  • რევმატიზმი.
  • დიზენტერია.
  • კუჭის კიბო.
  • მუნი.
  • ფსორიაზი.
  • მიკოზები.
  • გაცივება.
  • ბრონქიტი.
  • ტრაქეიტი.
  • ლარინგიტი.
  • ანგინა
  • პნევმონია.
  • ყივანახველა.
  • პოდაგრა.
  • ოსტეოქონდროზი.
  • გასტრიტი.
  • კუჭის წყლული.
  • ნევროზები.
  • ქოლეცისტიტი.
  • ენტეროკოლიტი.
  • ვაგინიტი.
  • კოლპიტი.
  • ენდომეტრიოზი.
  • საშვილოსნოს ყელის ეროზია.

რეცეპტები

ქრისტესსისხლას ნაყენის მოსამზადებლად 1 ს/კ გამხმარი მცენარე მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ცხელი ანადუღარი წყალი და დადგით წყლის აბაზანაზე 15 წთ. შემდეგ გააცივეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ და სითხე შეავსეთ საწყის მოცულობამდე. შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2 ან 1/3 ჭიქა 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ 30 წუთით ადრე.

სიცხის დამწევი საშუალება ქრისტესსისხლას ყვავილის ნაყენი - 1 ჩ/კ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალს და მიიღება 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თორმეტგოჯა ნაწლავის, შარდის ბუშტის დაავადების დროს: 1 ჩ/კ მშრალ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი გააჩერეთ 15 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 5-7 დღეა.

ფსორიაზის სამკურნალოდ. კანზე წაისვით ქრისტესსისხლას ახლად გამოწურული წვენი, დილა საღამოს. მკურნალობის კურსია 10-14 დღე. თუ დაზიანებული კანის ზედაპირი დიდია მოცულობით 10-14 დღის განმავლობაში იღებენ აბაზანებს. 25 გრ დაჭრილ მცენარეს ასხამენ 3 ლ მდუღარე წყალს, და ხარშავენ. შემდეგ აგრილებენ მისაღებ ტემპერატურამდე.

ფსორიაზის დროს ასევე ეფექტურია ქრისტესსისხლას ფესვების ნახარში, ჯერ აჩერებენ ფესვებს ცხელ წყალში დარბილებამდე, შემდეგ ადუღებენ 30 წთ, აცივებენ, წურავენ და დოლბანდის საფენებს ასველებენ ნახარშში და იდებენ კანზე ყოველ 2-3 საათში.

ეგზემის დროს 20 გრ მშრალ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, თავდახურული დადგით წყლის აბაზანაზე 15 წთ, შემდეგ 45 წთ გააცივეთ, ნახარში 2 დღე-ღამეზე მეტ ხანს არ შეინახოთ, მიღებული ნახარში წაისევით ან დოლბანდით დაიდეთ კანის ზედაპირზე.

პროსტატის ადენომის დროს მწვავე ანთებითი პროცესის შესაჩერებლად ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ ნახევარ ჭიქა წყალში გახსნილი ქრისტესსისხლას 2 ს/კ წვენი, მიიღეთ ხშირად დღის განმავლობაში.

ოსტეოქონდროზი და რევმატიზმის დროს აიღეთ ნახევარი ჭიქა ქრისტესსისხლას წვენი, შეურიეთ 1 ჭიქა სპირტი ან არაყი, გააცხელეთ მაგრამ არ აადუღოთ, დაასველეთ მასში დოლბანდი და გაიკეთეთ კომპრესები, შეიხვიეთ თბილი შალით, შეგიძლიათ გაიჩეროთ მთელი ღამის განმავლობაში.

ართრიტი და ართროზი. თუ სახსარში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს მაშინ არ შეიძლება ცხელი სპირთანი კომპრესებით მკურნალობა, მაგრამ შესაძლებელია 2-3 სთ-ით საფენების დადება სპირტისა და ქრისტესსისხლას წვენის.

კიბოს მკურნალობის დროს 1 ს/კ მშრალ ნედლეულს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი თერმოსში, გააჩერეთ 1,5 სთ, გადაწურეთ, მიიღეთ 2 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20-30 წთ ადრე.

ცხვირის, ხახის და წიაღების პათოლოგიის დროს 2-3 წვ, ჯერ ერთ ნესტოში, როდესაც წვის შეგრძნება გაივლის, შემდეგ ჩაიწვეთეთ მეორე ნესტოში აუცილებლად მწოლიარე მდგომარეობაში.

ღრძილების სამკურნალოდ დღეში 2-3 ჯერ წვენი შეიზილეთ ღრძილებში ან დაიგუბეთ პირში 20-25 წთ.

ძილის, მადის, ნერვული სისტემის დარეგულირება, 7 დღის განმავლობაში რეგულარული გამოყენების შემდეგ 2 დღიანი შესვენება, რეკომენდირებულია დღეში ერთხელ მიიღოთ პარალელურად 1 ს/კ სტაფილოს წვენი, ნაყენი შემდეგნაირად მოამზადეთ აიღეთ 500 მლ ქილა ჩაყარეთ ახალმოკრეფილი ნედლეული ნახევრამდე, დაასხით მდუღარე წყალი დაახურეთ თავსახური, გააცივეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ ჭამამდე 10-15 წთ -ადრე. ნაყენს მუქი ფერი და მწარე გემო აქვს.

მეტასტაზების ზრდას ამცირებს ერთნაირი რაოდენობით აიღეთ ქრისტესსისხლა, ჭინჭარი და გულყვითელა, დააქუცმაცეთ კარგად აურიეთ. მიღებული ნარევის 1 ს/კ აიღეთ, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 1-2 საათი გააჩერეთ, მიიღეთ ნახევარი ჭიქა დილით უზმოზე, მეორე ნახევარს კი ვახშმამდე 20 წთ ადრე.

გაფრთხილება

ქრისტესისხლა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენის და გამონაწვლილის არასწორმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია ( ძლიერი წყურვილის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი). ამიტომ მისი გამოყენების დროს, საჭიროა სიფრთხილე და ექიმის მეთვალყურეობა. დიდი სიფრთხილით მიიღეთ ბრონქული ასთმის დროს, სტენოკარდიის, ნევროლოგიური პათლოგიების დროს, არ უნდა მიიღონ ბავშვებმა, ორსულებმა და ეპილეფსიით დაავადებულებმა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.