სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ვარდისფერი როდიოლა იგივე ოქროს ფესვი
ოქროს ფესვი - ვარდისფერი როდიოლა

ვარდისფერი როდიოლა (ოქროს ფესვი) მიეკუთვნება ბალახოვან სამკურნალო მცენარეების რიგს. მას მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია, ასევე მდიდარი და უნიკალური ქიმიური შემადგენლობა.

ოქროს ფესვის აღწერა

ალტაის მხარეში დღემდეა გავრცელებული გამოთქმა „ვინც ვარდისფერი როდიოლას ფესვი იპოვა, მას ელის სიცოცხლის, ბედნიერების და სიმდიდრის 120 წელი“. მართლაც, ვარდისფერი როდიოლას აღმოჩენა ველურ ბუნებაში ძალიან რთულია. ამიტომ, ამ ველურ მცენარეზე უხსოვარი დროიდან მიდის გაცხოველებული ნადირობა. მდიდარი ჩინელი იმპერატორები, მთელ ექსპედიციებს გზავნიდნენ ალტაის მხარეში მხოლოდ ერთი მიზნით, მოეძებნათ როდიოლა, იგივე ოქროს ფესვი, როგორც მას ხალხი უწოდებს. ბევრს კონტრაბანდულად შეჰქონდა როდიოლა ჩინეთში. მცენარე დაფასებული იყო თავის სამკურნალო თვისებებით, გარდა ამისა ის საგრძნობლად აუმჯობესებდა ფიზიკურ და გონებრივ უნარებს.

ვარდისფერი როდიოლას მოქმედი ნივთიერებები პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემასა და კუნთოვანი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლის პროცესზე. ის ბუნებრივი სტიმულატორი და ენერგეტიკია. ის ზრდის ამტანობის უნარს და აუმჯობესებს კონცენტრირების უნარს.

შემადგენლობა

ვარდისფერ როდიოლაში (ოქროს ფესვი) ქიმიური ნაერთების საერთო რაოდენობა 140 აჭარბებს. მათ შორისაა: ორგანული მჟავები, ეთერზეთები, ტანინები, ალკალოიდები, ფლავონოიდები, კუმარინები და არომატული ნაერთები. ხოლო მდიდარი მიკროელემენტური შემადგენლობა წარმოდგენილია სპილენძით, მაგნიუმით, ვერცხლით, მანგანუმით, თუთიით, ფოსფორით და ქრომით.

მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ფესვის ცინამოილ გლიკოზიდებს - როზავინსა და როზავიდინს. ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აძლიერებენ მის რეზისტენტულობას სტრესის მიმართ, აუმჯობესებენ ქსოვილების გამძლეობას მექანიკური დაზიანებების მიმართ. ფენოლის გლიკოზიდის სალიდროზიდი ძლიერ მოქმედებს გონებრივ მუშაობაზე და ფიზიკურ გამძლეობაზე. პრეპარატის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში შეინიშნება კონცენტრაციის მკვეთრი გაუმჯობესება და დაშვებული შეცდომების შემცირება. სალიდროზიდი ანელებს კუნთებში გლიკოლიზის პროცესს. ეს ნიშნავს რომ კუნთებში ნელდება სარძევე მჟავის დაგროვება. როდიოლას გლიკოზიდები დამხმარეა დიდი ფიზიკური დატვირთვების ატანაში დაღლილობის დროსაც.

ვარდისფერი როდიოლას სასარგებლო თვისებები და გამოყენების სპექტრი

ვარდისფერ როდიოლას ხშირად ადარებენ ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის აზიურ სიმბოლოს - ჟენშენს. ისინი გვანან სამკურნალო ძალის მხრივ, თუმცა განსხვავდებიან ორგანიზმზე ზემოქმედების მექანიზმით. თუ ჟენშენის ფასეულობა მის შემადგენლობაში არსებულ ნივთიერებებშია, ვარდისფერ როდიოლას შეუძლია, გაააქტიუროს ორგანიზმის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და ამის წყალობით გამოაყენებინოს ორგანიზმს საკუთარი ენერგიის სრული პოტენციალი. ამის წყალობით ხდება ერთიანად სამი საკითხის მოგვარება: დაავადების მკურნალობა, ფიზიკური გამძლეობის მომატება და გონებრივი უნარების გაძლიერება.

დაავადებების მკურნალობა

ვარდისფერი როდიოლას (ოქროს ფესვი) ნაყენს, ნახარშს და ფიტოჩაის, შეუძლია ფართო სპექტრის დაავადებების განკურნება, მაგალითად:

  1. გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები (ჰიპოტენზია, ვეგეტატიური სისხლძარღვოვანი დისტონია, ათეროსკლეროზი, ტვინის სისხლით მომარაგების დარღვევა).
  2. ნერვული სისტემის დაავადებები და ფსიქიკური აშლილობა (ნევროზები, ნევრასთენია, შიზოფრენია, ისტერიკა, ნერვული დაღლილობა).
  3. ინფექციური დაავადებები მათ შორის, ტუბერკულოზი.
  4. საჭმლის მომნელებელი და ენდოკრინული სისტემის დაავადებები (დიარეა, კუჭის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, ანემია).
  5. შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემის დაავადებები (კაცებში: იმპოტენცია, პროსტატის ჰიპერპლაზია; ქალებში: პოლიკისტოზური დაავადება, ადრეული მენოპაუზა, მასტოპათია).
  6. ონკოლოგიური დაავადებები (პროსტატის კიბო, მელანომა, ლეიკემია). როდიოლას კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება ეფექტურად ებრძვის სიმსივნური წარმონაქმნების ორგანიზმში გავრცელებას და აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას დაავადების ნებისმიერი სტადიის დროს.

ენერგეტიკული რეზერვების გააქტიურება

სპორტსმენებში ვარდისფერი როდიოლა კარგადაა ცნობილი. მას იყენებენ, როგორც ბუნებრივ და რაც მთავარია, დაშვებულ, ენერგეტიკს და სტიმულატორს. ის საგრძნობლად ზრდის მაჩვენებლებს ძალოვან სპორტში და მძლეოსნობაში. სალიდროზიდი, რომელსაც შეიცავს როდიოლა, ანელებს ლაქტური მჟავის სინთეზს კუნთებში. ეს კი ზრდის ფიზიკური დატვირთვის ეფექტურ პერიოდს იმ მომენტამდე, როცა ორგანიზმში ჟანგვითი პროცესები იწვევს კუნთების დაჭიმვას. როდიოლას ეს თავისებურება დამხმარეა ფიზიკური სამუშაოს შესრულების დროსაც. ძლიერი დაღლილობის ფონზეც კი, როდიოლას შეუძლია, კუნთები აქტიურ რეჟიმში შეინარჩუნოს.

ფსიქოემოციური ფონის მოწესრიგება

სპეციალისტები გვირჩევენ მივიღოთ როდიოლას ბაზაზე დამზადებული პრეპარატები, ორგანიზმის სტრესისადმი რეზისტენტულობის გასაზრდელად. როდიოლას კომპონენტები ასტიმულირებენ ერითროციტების დაცვით ფუნქციას, შედეგად კი ისინი ანეიტრალებენ სისხლში უამრავი სახის ტოქსინებს. ოქროს ფესვი ზრდის სისხლში ჟანგბადის და გლუკოზის რაოდენობას, რომლებიც თავის მხრივ კვებავენ ტვინის უჯრედებს. კარგი კვების დროს, მას შეუძლია დიდი ხნის მანძილზე შეუნარჩუნოს ორგანიზმს კონცენტრაციის უნარი და არ დაუშვას დაღლილობის სიმპტომების გამოვლენა.

მიღების წესები

როდიოლას სპირტიანი ნაყენის მიღება რეკომენდირებულია 30 დღიანი კურსებით. საკმარისია დღეში ორჯერ (სასურველია სადილამდე) 2 ჩ.კ. ნაყენის ჩაიში, წვენში ან წყალში გაზავება და მიღება.

გამომშრალი ნედლეულის გამოყენებით შეიძლება დამზადდეს:

ფიტოჩაი. 1 ლიტრ მდუღარე წყალში ჩავყაროთ 1 ჩ.კ. როდიოლას ფესვი და განვაგრძოთ დუღილი 10 წუთი. შემდეგ, დავაყენოთ სითბოში ნახევარი საათი და გადავწუროთ. მივიღოთ დღეში ორჯერ (სასურველია სადილამდე) თითო ჭიქა, ორი კვირის განმავლობაში.

ნაყენი. გამომშრალ ნედლეულს დავასხათ 40% სპირტი ან არაყი, პროპორცია 1:5. გავაჩეროთ 14 დღე ბნელ და გრილ ადგილას. გადავწუროთ და მივიღოთ 20 წვეთი დღეში 3-ჯერ. ნაყენის მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე 4-5 საათით ადრე.

უკუჩვენება

ვარდისფერ როდიოლას (ოქროს ფესვს) აქვს მკვეთრად გამოხატული მასტიმულირებელი ეფექტი, ამიტომ, მისი მიღება არ არის რეკომენდირებული:

ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

ძლიერი აღგზენბადობის და ძლიერი ემოციური დაძაბულობის მქონე ადამიანებისთვის.

ფსიქოლოგიური დაავადებების გამწვავებისას და ნერვული სისტემის პათოლოგიებისას.

ვარდისფერი როდიოლა აკრძალულია ორსული და მეძუძური დედებისთვის და მათთვის ვისაც აქვს ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.