ორტილია ცალმხრივი იგივე (ბოროვაია მატკა) მიეკუთვნება ბალახოვან სამკურნალო მცენარეების რიგს. მას მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია, ასევე მდიდარი და უნიკალური ქიმიური შემადგენლობა.
ბოროვაია მატკა
ყველა ქალს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაორსულდეს და გააჩინოს ჯანმრთელი ბავშვი. მაგრამ, სამწუხაროდ ცუდი ეკოლოგია, ცხოვრების არაჯანსაღი წესი და სხვა მრავალი ფაქტორი ძალიან ცუდად მოქმედებს რეპროდუქციის უნარზე.
დარღვეული რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენა და ორსულობით გამოწვეული ბედნიერების მოტანა შეუძლია საუკუნეების განმავლობაში გამოცდილ უბრალო საშუალებას. ბალახ ორტილიას (ბოროვაია მატკა) შეუძლია განკურნოს ბევრი გინეკოლოგიური დაავადებისგან და ქალებს დაუბრუნოს ორსულობის შანსი.
გამოყენების სპექტრი
ორტილია (ბოროვაია მატკა) სამკურნალო მცენარეა. მისი სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ იყო ფართოდ ცნობილი. ხშირად, მას უნიშნავდნენ იმ ქალბატონებს, რომელთაც ჰქონდათ მცირე მენჯის არეში ანთებითი სახის დაავადებები. თუმცა, ამის გარდა ორტილიას შეუძლია გაუმკლავდეს სხვა არა ერთ დაავადებას.
ორტილიას ნაყენს შეუძლია სწრაფად მოაშთოს ანთებითი პროცესები, შეაჩეროს სისხლდენა და გააძლიეროს იმუნიტეტი. ეს სასარგებლო ბალახი ეფექტურად ებრძვის სოკოვან და ვირუსულ დაავადებებს, აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანსს და ხსნის ინტოქსიკაციას.
თუმცა, ამ სამკურანლო მცენარეს ძირითადად იყენებენ ისეთი გინეკოლოგიური დაავადებები დროს, როგორიცაა:
- უნაყოფობა.
- ანთება, საშვილოსნოს არხების გაუვალობა, ქრონიკული შეხორცებითი პროცესები.
- საშვილოსნოს ყელის ეროზია, ქრონიკული ცერვიციტი.
- მიომა, საშვილოსნოს ფიბრომა.
- ენდომეტრიოზი.
- ანთებითი პროცესები რეპროდუქციულ სისტემაში.
- ჰორმონალური დარღვევები, მენსტრუაციის არ ქონა, ციკლის დარღვევა.
- შინაგანი სისხლდენა.
ექიმმა შეიძლება ორსულს ურჩიოს ორტილიას (ბოროვაია მატკა) ნაყენის დალევა ფეხმძიმობის პერიოდში.
ბალახეული ნაყენის რეგულარული მიღება ორსულობის დროს, დაგეხმარებათ ისეთი გართულებების თავიდან არიდებაში, როგორიცაა.
- ძლიერი ტოქსიკოზი.
- საშვილოსნოს ტონუსის მატება.
- ნაყოფის მოცილების და ნაადრევი ორსულობის რისკების შემცირება.
- ინფექციის განვითარების პრევენცია შარდ-სასქესო სისტემაში.
ორტილია არ ვნებს ნაყოფს. მისი მიღებისას არ ვლინდება არანაირი გვერდითი ეფექტი. მომავალი დედა, მიღებიდან მალევე იგრძნობს საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას და ეს მის განწყობაზეც აისახება.
ქალური დაავადებების გარდა ორტილიას გამოყენება შეიძლება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:
- ქრონიკული ცისტიტი.
- პიელონეფრიტი.
- ღვიძლის პათოლოგიები.
- გასტრიტი, კოლიტი.
- ქვები შარდის ბუშტში.
- თირკმელების ჩირქოვანი ანთება.
- ქოლეცისტიტი.
- ქვები ნაღვლის ბუშტში.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევები.
- შეშუპება.
- რევმატიზმი, რადიკულიტი.
- შაქრიანი დიაბეტი.
- პროსტატის ჯირკვლის ანთება.
ორტილია (ბოროვაია მატკა) მართლაც, რომ უნიკალური მცენარეა, რომლიც გამოყენებაც შესაძლებელი არაერთი დაავადების სამკურნალოდ სხვა პრეპარატებთან ტანდემში. თუმცა, მთავარი მისი გამოყენება უკავშირდება ქალურ დაავადებებს, განსაკუთრებით კი - უნაყოფობას.
ორტილია და საკვერცხეების კისტა
ორტილიას ნახარშის რეგულარული მიღება ხელს უწყობს კისტებისა და შეხორცებების სწრაფ გაწოვას. ნახარშის მიღება რეკომენდირებულია სტანდარტული დოზებით 2-3 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი შესვენება. ორტილიას (ბოროვაია მატკა) სრული კურსი ექვს თვიანია. ამის შემდეგ, პროფილაქტიკის მიზნის რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ, 2-3 კვირიანი კურსის ჩატარება.
მიომა და საშვილოსნოს ფიბრომიომა
საუკეთესო შედეგს იძლევა ორტილიას სპირტიანი ნაყენი. მკურნალობის კურსი ორ ეტაპიანია. რეკომენდირებული დოზა არის 30 წვეთი, რომელიც უნდა მივიღოთ დღეში სამჯერ 25 დღის განმავლობაში. 12 დღიანი შესვენების შემდეგ უნდა გავიმეოროთ კურსი.
ენდომეტრიოზი
ამ დაავადები დროს, ორტილიას ნახარშის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღება, თითქმის ყველა შემთხვევაში იძლევა საშუალებას, თავიდან იქნას აცილებული ქირურგიული ჩარევა. ნახარში მიღების პარალელურად, აუცილებელია დღეში ორჯერ ჩატარდეს ოყნით გამორეცხვა.
მასტოპათია
ცნობილია, რომ მასტოპათიას, თან ახლავს ნეგატიური ცვლილებები ჰორმონალურ ბალანსში. ჰორმონალურ ფონზე ორტილიას დადებითი ზემოქმედების წყალობით, ორი სამი თვის შემდეგ შეინიშნება დადებითი ცვლილებები და ჰორმონალური ფონი მწყობრში დგება. რეკომენდირებულია ნახარშის 2-3 კურსად მიღება და შესვენების გაკეთება მენსტრუაციის დროს.
ამენორეა
ორტილიას წარმატება ამენორეის მკურნალობისას დამოკიდებულია კურსის ხანგრძლივობაზე. მნიშვნელოვანია, არ შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება დადებითი სიმპტომების გამოვლენისთანავე. კურსის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს ექვსი თვე. მენსტრუაციის დროს აუცილებელია შეისვენოთ პრეპარატის მიღებისგან. სასურველია ორტილიას სპირტიანი ნაყენის მიღება სტანდარტული კურსით.
ცისტიტი
ორტილიას (ბოროვაია მატკა) აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ეს კი თავის მხრივ აადვილებს შარდვის პროცესს. პრეპარატის მიღების სირთულე მდგომარეობის იმაში, რომ მისი მიღების დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაავადება შეიძლება გამწვავდეს. თუ გამწვავება არ ცხრება 3-4 დღის განმავლობაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.
შემადგენლობა
ორტილია (ბოროვაია მატკა) სრულიად ბუნებრივი მცენარეული საშუალებაა. მასში არანაირი ქიმიური დანამატი ან კონსერვანტი ფიზიკურად არ არის. ეს არის მხოლოდ გამომშრალი და დაფქული მცენარე, რომელიც დადებით გავლენას ახდენს, ქალურ შარდ-სასქესო სისტემაზე. ბევრმა ქალბატონმა, რომელთაც დაუსვეს ქრონიკული უნაყოფობის დიაგნოზი, შეძლეს ჯანმრთელი ბავშვების გაჩენა და ამავდროულად მოიშორეს სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადება.
ორტილიას მიღების წესი
ნახარში. 1 ს.კ. მშრალ მცენარეს დავასხათ მდუღარე წყალი. შემდეგ დავადგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 10 წუთი, გადმოვდგათ და დავაყენოთ 4 საათის განმავლობაში. მარლის გამოყენებით გადავწუროთ და მივიღოთ 1 ს.კ დღეში 5 ჯერ.
სპირტიანი ნაყენი. 5 ს.კ. მშრალ მცენარეს დავასხათ 500 მლ. სპირტი ან არაყი. შემდეგ შევინახოთ ბნელ ადგილას და გავაჩეროთ 21 დღე. მზა წამალი მივიღოთ 20-30 წვეთი წყალში გაზავებული დღეში სამჯერ ჭამის წინ.
ზეთიანი ნაყენი. ასეთი ნაყენი კეთდება ორტილიას და ნებისმიერი სახის მცენარეული ზეთის გამოყენებით. ნაზავი უნდა გავაჩეროთ ერთი თვე ბნელ ადგილას და დროდადრო ვურიოთ.
მაზი. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება საბავშვო კრემი ან ვაზელინი და ორტილიას წყლიანი ან სპირტიანი ნაყენი.
გარეგანი და შინაგანი გამოყენების გარდა, შესაძლებელია ორტილიას ნახარშებითა და ნაყენებით ოყნების გაკეთებაც.
ზემოთ მოხსენიებული რეცეპტებით ორტილიას ნაყენების გამოყენება, იძლევა დადებით შედეგებს, რაზეც მოწმობს მრავალი დადებითი გამოხმაურება.
გაფრთხილება
საშვილოსნოს არხების გაუვალობის დროს არ არის რეკომენდირებული ორტილიას გამოყენება, რადგან ასეთ დროს შეიძლება განვითარედეს საშვილოსნოს გარე ორსულობა.
გარდა ამისა, არ არის სასურველი ორტილიას მიღება, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების პარალელურად.