შავბალახა მიეკუთვნება ბალახოვან სამკურნალო მცენარეების რიგს. მას მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია, ასევე მდიდარი და უნიკალური ქიმიური შემადგენლობა.
შავბალახას აღწერა
შავბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან 0,5-1,5მ-მდე სიმაღლის, გამერქნებული ვერტიკალური ფესურით. ღეროები სწორმდგომი, დატოტვილი, მოწითალო, ოთხწახნაგოვანი ღრუა. ფოთლები კაშკაშა მწვანეა, ქვემოდან მონაცრისფრო, ყვავილები ვარდისფერი. იგი ფოთლების უბეში რგოლებადაა შეჯგუფებული ნაყოფში სამწახნაგოვანი ოთხი თესლია. ყვაყის ივნის ივლისში, მწიფდება ივლის აგვისტოში. ნედლეულს აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში.
ქიმიური შემადგენლობა
შეიცავს ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, მინერალურ მარილებს, მღებავ ნივთიერებებს, კაროტინს, შაქარს და გლიკოზიდებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
საგულე, სედატიური, ამცირებს არტერიულ წნევას, ანელებს გულის კუმშვათა რიტმს, არის საშვილოსნოს მასტიმულირებელი, ორგანიზმის მომადუნებელი, გაზების გამომყოფი, ანტისპაზმური ოფლმდენი საშუალება.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
- ნერვული აგზნებადობა.
- უძილობა.
- ისტერია.
- გულ-სისხლძარღვთა ნევროზი.
- მიოკარდიტი.
- გულის მანკი.
- გაძლიერებული გულის ცემა.
- თავის ტვინის კონტუზია.
- შარდის ბუშტის დაავადებები.
- თავის ტკივილი.
- ბაზედოვის დაავადება.
- ხველება.
- ეპილეფსია.
- ნევრალგია.
- კრუნჩხვები.
გამოყენების სპექტრი
შავბალახა არის ფართო სპექტრის გამოყენების მცენარე. მისი მიღება შეგიძლიათ როგორც კაფსულების, სპირტიანი ნაყენის და ჩაის სახით. ქვევით შეგიძლიათ იხილოთ ცხელი ნაყენის დამზადების ინსტრუქცია. რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ.
- აქვს დამამშვიდებელი მოქმედება.
- გამოიყენება ნევროზის სამკურნალოდ.
- შფოთვის მოსახსნელად.
- მენოპაუზით გამოწვეული პრობლემები (წამოხურება, ემოციურობა, გულის ცემის აჩქარება).
- სტენოკარდია, გულის სისუსტე.
- გულის ცემის გაძლიერება.
- მაღალი არტერიული წნევა.
- კრუნჩხვები.
- აკნე.
- თმის ცვენა და ქერტლი.
- კუჭ-ნაწლავის და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის სტიმულირება.
- სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტოზი.
ცხელი ნაყენი. 1 ჩაის კოვზი შავბალახას ფხვნილი ჩაყარეთ ჭურჭელში და დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი. გააჩერეთ გაგრილებამდე. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3 ჯერ 1/3 ჭიქა. ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამ ნაყენის გამოყენება შეგიძლიათ ყველა პრობლემის მოსაგვარებლად.
გაფრთხილება
მოერიდეთ შავბალახას გამოყენებას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
გულის რიტმის შენელების დროს არ უნდა გამოიყენოთ.
ჭარბი მენსტრუაციული სისხლდენა.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მცენარის ინდივიდუალური აუტანლობა.
შავბალახა იწვვევს მოდუნებას, დაძაბულობის მოხსნას და ძილისკენ მიდრეკილებას, ამიტომ ვინც ზის საჭესთან სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მის გამოყენებას.
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო საშუალებებს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.