წყლის მარწყვა-ბალახი იგივე საბელნიკი. აქ განთავსებულია ამ მცენარეზე დამზადებული პროდუქცია და მათი ანოტაციები.
საბელნიკის შესახებ
წყლის მარწყვა-ბალახი (საბელნიკი, Comarum palustris L.) არის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, ვარდისებრთა ოჯახიდან. ბუჩქი იზრდება 30-100 სმ. მას აქვს მიწისკენ დახრილი და გართხმული ღეროები. ფოთლები ზედა მხრიდან აქვს მუქი მწვანე, ხოლო ქვედა მხრიდან ნაცრისფერი. ზედა ფოთლები გრძელყუნწიანია, ხოლო ქვედა კენტფრთისებურია. ფოთლები მოგრძო კვერცხისებური ფორმისაა. ყვავილები მუქი წითელია. ნაყოფი მრავალთესლოვანი. ხარობს მაის-ივლისში. სამკურნალოდ გამოიყენება მისი ღერო და ფესვები. მარწყვა-ბალახი შეიცავს ორგანულ მჟავებს, ვიტამინ C, კაროტინს, საპონიზებს, ტანინებს, კატეხინებს, ფლავონოიდებს, ფენოლ კარბოქსილის მჟავებსა და მის წარმოქმნილ პროდუქტებს. აგრეთვე ეთერზეთებს, ლორწოს, ფისს და რეზინს.
საბელნიკის სამკურნალო თვისებები
- აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
- კურნავს რევმატიზმს.
- ეხმარება ორგანიზმს დაზიანებული ქსოვილების აღდგენაში.
- ებრძვის კუჭ-ნაწლავის და გრიპის ვირუსებს.
- სახსრებიდან გამოდევნის მარილებს.
- ფაღარათის დროს გამოიყენება, როგორც შემკვრელი.
უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრები ხალხი მარწყვა-ბალახის ფოთლებისა და ფესვებისგან აკეთებენ ჩაის, რომელიც უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, მაგალითად აქვს ქსოვილების აღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო, დიაფორეზული და ჰემოსტატიკური ეფექტი. კურნავს რევმატიზმს, ებრძვის კუჭ-ნაწლავისა და გრიპის ვირუსებს და აქვს სიცხის დამწევი ეფექტი. მარწყვა-ბალახის სპირტიანი ნაყენი და მასზე დამზადებული მალამოები გამოიყენება სახსრებში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩასაქრობად და მარილების მოსაშორებლად.
თავად ცოცხალ მცენარეს იყენებენ გარეგანი დაზიანებების დროს, როგორც ჭრილობის მოსაშუშებელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. დაფქულ და მოხარშულ ბალახს კომპრესების სახით იყენებენ ტრავმების, რევმატიზმის, რადიკულიტის, მასტიტის და ბუასილის სამკურნალოდ. ყვავილების, ფოთლების, ღეროებისა და ფესვების ნახარშს იყენებენ ღრძილების სხვადასხვა პრობლემებისა და კბილის ტკივილის დროს.
წყალზე დაყენებულ ფოთლების და ფესვების ნაყენს იყენებენ ფაღარათის, სისხლდენის, რევმატიზმის. ნივთიერებათა ცვლის დარღვევის და სიმძიმეების აწევით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.
მთლიანი მცენარის ნაყენის გამოყენება რეკომენდირებულია ტუბერკულოზის, თრომბოფლებიტის, ბოტკინის, ნევრალგიური ტკივილების, ჰიპოტენზიის, ქოლეცისტიტის დროს. ამავე ნაყენის გამოყენება შეიძლება ყელში სავლებად ანგინის დროს.
საბელნიკს იყენებენ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ცოფიანი ძაღლის კბენის ან საშვილოსნოდან სისხლდენის დროს. გარეგანი მოხმარებისთვის მზადდება მარწყვა-ბალახის სავლები ხსნარი, რომელიც გამოიყენება ღრძილების დაავადებების სამკურნალოდ და კბილის ტკივილის დროს, ხოლო ახლად შეგროვილი და დაფქული ბალახს დაჩირქებულ ჭრილობაზე ადებენ.
მარწყვა-ბალახის ფესურა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ძვლებისა და სახსრების დაავადებების სამკურნალოდ. ფესურა გამოიყენება მაგალითად ხელისა და ფეხის სახსრებში დაგროვილი მარილების მოსაშორებლად, სახსრის ამოვარდნისას და დაჭიმვისას. გარდა ამისა ის გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ან სხვა შიდა სისხლდენის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კიბოს დროს, ბუასილის სამკურნალოდ და იყენებენ როგორც შემკვრელს ფაღარათის დროს. აქვს ნაღვლმდენი და შარდმდენი ეფექტი. აქვს ასევე, სიცხის დამწევი და გამაყუჩებელი ეფექტი. გარეგანი გამოყენებისას საბელნიკი გამოიყენება როგორც ჭრილობის შემხორცებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ხოლო, როგორც სავლები საშუალება უხდება სუსტ ღრძილებს და პირის ღრუში მიმდინარე ანთებით პროცესებს.