☏ - 597 76 09 89

შეკვეთისთვის დარეკეთ ამ ნომერზე

მელატონინი 10 მილიგრამი

 

თბილისი:

რუსთავი:

ქუთაისი:

სამტრედია:

ხონი:

ხობი:

აბაშა:

წყალტუბო:

სენაკი:

ზუგდიდი:

ბათუმი:

ქობულეთი:

რაოდენობა შეფუთვაში / წონა

ფლაკონში არის 120 აბი

ფასი

30 – 19.00 ლარი
60 – 33.00 ლარი
120 – 59.00 ლარი

პროდუქტის დასახელება

მელატონინი 10 მილიგრამი

მწარმოებელი / მოყვანის ადგილი

ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

შეძენის პირობები

30, 60 ან 120 აბის შეძენის შემთხვევაში, აბები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

პროდუქტის აღწერილობა

მწარმოებელი კომპანია – Piping Rock. კომპანია არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. კომპანია 40 წელზე მეტია რაც აწარმოებს საკვებ დანამატებს და მცენარეულ ექსტრაქტებს. მისი პროდუქტების წარმოება ხდება GMP და FDA მაღალი სტანდარტების მიხედვით.

 

მსგავსი პროდუქტების ჩამონათვალი

მელატონინი 3 მილიგრამი

მელატონინი 3 მილიგრამი

19.00

მელატონინის აღწერა

ბიოშეღწეადობა: 30-50%
ბიოლოგიური ნახევარ სიცოცხლის პერიოდი: 35-50 წუთი
ექსკრეცია: თირკმლით
მოლეკულური სტრუქტურა: C13H16N2O2
მოლური მასა: 232.278 გრ/მოლი
ქიმიური სახელი: ენ-აცეტილ-5-მეტოქსი ტრიპამინი

მელატონინი ეპიფიზის ჰორმონია, რომელსაც ეპიფიზი ამინომჟავა ტრიფტოფანისგან გამოიმუშავებს. იგი მონაწილეობს ძილ-ღვიძილის პროცესში, ხელს უშლის სიმსივნეების განვითარებას. ეპიფიზი მელატონინს სიბნელეში გამოიმუშავებს, ხოლო სინათლეში მისი სინთეზი კლებულობს.

მელატონინი არის ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციების ცირკადული რითმის მარეგულირებელი. ამაში შედის ძილის დრო, არტერიული წნევის რეგულირება, სეზონური რეპროდუქცია და ა.შ ეპიფიზი ადგენს დღიურ რიტმს, რომელზეც ორიენტირდება შიდა სეკრეციის ყველა ჯირკვალი, ორგანიზმის ყველა ორგანო და ქსოვილი, უთანხმებს მას თავისი მაქსიმალური და მინიმალური აქტიურობის პერიოდებს.

ეპიფიზში სინთეზირებული მელატონინი გადადის სისხლსა და ზურგის ტვინის სითხეში — ლიკვორში, რომლის გავლის შემდეგაც ჰიპოთალამუსში გროვდება. გარდა სისხლისა და ზურგის ტვინის სითხისა, მელატონინი აღმოჩენილია შარდში, ამნიოტიკურ სითხესა და ნერწყვშიც.

თუ ადამიანი მცირე დროს ატარებს დღის საათებში მზეზე და გვიან ღამემდე იმყოფება განათებულ ოთახში, მას, შესაძლოა, მელატონინის ნორმალური გამომუშავება დაერღვეს. მელატონინის ნაკლებობის პირველი ნიშანია უძილობა, მოუსვენრობა, შიშის შეგრძნება და მაღალი არტერიული წნევა.

ზამთრის პერიოდში, როდესაც დღე მოკლეა და ღამე გრძელი, ირღვევა მელატონინის ნორმალური გამომუშავება. ეს იწვევს "ზამთრის დეპრესიას", "სეზონურ ეფექტურ არეულობას" და ა.შ

ფიზიოლოგებმა დაადგინეს, რომ 20 წლის ასაკის ადამიანში მელატონინის კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს ღამის 12 საათისთვის და 60-წლიანთა კონცენტრაციას 2-ჯერ აჭარბებს. ამასთან, 60-წლიანთათვის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღების დრო იწევს დილის 4 საათისთვის.

ორგანიზმის დაბერებასთან ერთად მცირდება ეპიფიზის მიერ მელატონინის გამომუშავების უნარი და იმავდროულად მისი მაქსიმალური კონცენტრაციის გამომუშავების პერიოდი სულ უფრო და უფრო უახლოვდება ღამის დამთავრების საათებს. როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი საფუძვლად უდევს ადამიანის დაბერების სიმპტომების გაჩენას. მელატონინი მთავარ მაინიცირებელ ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმის ორგანოებისა და სისტემების მუშაობის აღდგენაში ძილის დროს.

მელატონინი გვხვდება მთლიან ცხოველურ სამყაროში. იგი გამოუმუშავდება როგორც მცენარეებს, ისევე უმარტივესებსაც.

მელატონინის გამოყენება მედიცინაში

მელატონინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რადგან მას შეუძლია მარტივად გადალახოს უჯრედის მემბრანა. იგი ასევე ეხმარება და ასტიმულირებს სხვა ანტიოქსიდანტების მოქმედებას.

მელატონინი გამოიყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად. იგი ასტიმულირებს ციტოკინების სინთეზს და ამით ეწინააღმდეგება იმუნოდეფიციტს.

მელატონინი გამოიყენება ძილის პრობლემების სამკურნალოდ. იგი არეგულირებს არტერიულ წნევას და ეხმარება ღამის ჰიპერტენზიით დაავადებულ ადამიანებს ღამით ძილში. მელატონინი ეხმარება ორგანიზმს სწრაფად დაძინებაში.

ასევე ეფექტურია საათობრივი სარტყლების სწრაფი ცვლის დროს. ეხმარება ორგანიზმს ადგილობრივ დროსთან შეგუებაში და ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულაციაში.

მელატონინი ამცირებს კუნთების აქტიურობას ძილის განმავლობაში და ამით ეხმარება მთვარეულ ადამიანებს მშვიდად ძილში.

მელატონინი იცავს ორგანიზმს რადიაციისგან და უჯრედული დაზიანებისგან. მელატონინი წმენდს ორგანიზმს, რადიაციული ზემოქმედების დროს წარმოქმნილი რეაქტიული ჟანგბადისგან, რომელიც იწვევს ოქსიდაციურ სტრესს.

მაიონებელი რადიაცია ქმნის თავისუფალ რადიკალებს (მაგ: ჰიდროქსილის რადიკალი), რომლებიც აზიანებენ დნმ-ს, ცილებს და უჯრედულ მემბრანას.

მელატონინი 10 მილიგრამიანი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც შთანთქავს თავისუფალ რადიკალებს.

სასარგებლო თვისებები:
  1. გამოიყენება ინსომნიას სამკურნალოდ;
  2. გამოიყენება რადიაციისგან დასაცავად;
  3. ამცირებს კასეტურ თავის ტკივილს;
  4. ხელს უშლის მეტასტაზების გავრცლებას;
  5. აუმჯობესებს იმუნურ სისტემას;
  6. იცავს ორგანიზმს ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადებისგან;
  7. გამოიყენება ნაღვლის ბუშტში კენჭის სამკურნალოდ;
  8. იცავს ბირთვულ და მიტოქონდრიულ დნმ-ს;
  9. ამცირებს ტკივილს მენსტრუალური ციკლის და სქესობრივი აქტის დროს;
  10. ნორმაში აყენებს არტერიულ წნევას;
  11. გამოიყენება თრომბოციტოპენიის- სისხლში თრობმოციტების დაბალი რაოდენობის სამკურნალოდ;
  12. ამცირებს ასაკთან ერთად გამწვეულ მხედველობის პრობლემებს;
  13. გამოიყენება დეპრესიის, გადაღლოლობის ,სტრესის, კონცენტრაციის ნაკლებობის სამკურნალოდ;
  14. აუმჯობესებს სექსუალურ აქტიურობას;
  15. არეგულირებს ორგანიზმის ბიოლოგიურ რიტმს;
  16. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები;
  17. ამცირებს ძილის პრობლემებს მენოპაუზის -" კლიმაქსის" პერიოდში;

მელატონინის მიღების წესი

მიიღეთ 10 მილიგრამი ანუ ერთი აბი მელატონინი დაძინებამდე 30 წუთით ადრე.

არ გამოიყენოთ 2 თვეზე დიდხანს. 2 თვის მერე დაისვენეთ 1 კვირა საჭიროების შემთხვევაში კვლავ გააგრძელეთ მისი მიღება.

უკუჩვენება

გამოყენებამდე – აუცილებლად გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება.

არ გამოიყენოთ ორსულობის დროს.

თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.

არ გამოიყენოთ ალკოჰოლთან ერთად.

არ გამოიყენოთ 2 თვეზე დიდხანს. 2 თვის მერე დაისვენეთ 1 კვირა და კვლავ გააგრძელეთ.

არ გამოიყენოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მოგვწერეთ: Contact@mwvane-aftiaqi.com.
დაგვირეკეთ: ☏ - 597 76 09 89

დაგვირეკეთ ნებისმიერ დროს, ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით გაგცემენ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დეგეკისრებათ პასუხისმგებლობა.