სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ყვავილის მტვერი კაფსულებში
ფუტკრის ყვავილის მტვერი კაფსულებში
120 კაფსულა / 1 კაფსულა არის 500 მილიგრამი
60 – 21.00 ლარი
1 – 38.00 ლარი
2 – 67.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ყვავილის მტვერი ( ფეხგუნდა ) აღწერა

ყვავილის მტვერი არის მამრობითი სქესის ყვავილოვანი მცენარეების სასქესო უჯრედები. შეხედულებით მტვერი ჰგავს ძალიან წმინდა ფხვნილს. ფუტკარი როდესაც ჯდება ყვავილზე თავისი ბეწვებით იკრავს ამ მტვერს, შედეგად როდესაც ფუტკარი ყვავილიდან ყვავილზე გადაფრინდება გადააქვს ეს მტვერი ერთი ყვავილიდან მეორეზე. ყვავილის მტვერი განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ზომით ასევე ფერით და მარცვლების ზომით.

ყვავილის მტვერის ფერი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის და შეფერილობის. მის ფერს განაპირობებს მცენარეული პიგმენტები – ფლავონოიდები და კაროტინოიდები.

ყვავილის მტვერს ანუ ფეხგუნდას აგროვებენ ფუტკრები. ფუტკრებს მტვერი სჭირდებათ მომავალი თაობის გამოსაკვებად. მართალია ეს მცირე ზომის ბურთულები არც ისე გემრიელად გამოიყურებიან, მაგრამ ისინი სინამდვილეში არიან, ძვირფასი საკვები ნივთიერებების საგანძურები.

თაფლის შემდეგ მათი საყვარელი მეორე კერძი რომელსაც ისინი მიირთმევენ არის ყვავილის მტვერი. ფუტკრები მას იყენებენ ფუტკრის რძის დასამზადებლად. ასევე სანთლის დასამზადებლად და ახალი თაობის გამოსაკვებად.

ყვავილის მტვრის ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი ყვავილის მტვერი ამინომჯავების შემადგენლობის მიხედვით შეესაბამება 500 გრამ ძროხის ხორცს, ან 7 ცალ ქათმის კვერცხს.

ვიტამინები: A, B1, B2, B3, B5, B6, B8, B9, H

მიკრო და მაკრო ელემენტები სპილენძი, რკინა, ტიტანი, ვერცხლი, ოქრო, პალადიუმი, ვანადიუმი, ვოლფრამი, ირიდიუმი, ცინკი, პლატინა, ქრომი, ტყვია და ა. შ.

კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, გოგირდი, ქლორი, კობალტი

სულ შეიცავს 200 – ზე მეტ ნივთიერებას. ესენი არიან ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების სტიმულატორები ორგანიზმში. მათ გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ორგანიზმის ფუნქციონირება. ასევე შეიცავს 50 – ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას რომლებიც ორგანიზმს ეხმარებიან დარღვეული ფუნქციის აღდგენაში.

ყვავილის მტვერი შეიცავს ფენოლურ ნაერთებს - ფლავონოიდებს და ფენოლის მჟავებს. ესენი არიან ბიოლოგიურად აქტიური ჯგუფები. ამ ნივთიერებებს აქვთ მკვეთრად გამოხატული სისხლის კაპილარების გამაძლიერებელი მოქმედება. ასევე ანტი ანთებითი და ანტი ათეროსკლეროზული. აქვს ასევე ნაღველმდენი, შარდმდენი და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

ყვავილის მტვერის ფარმაკოლოგიური თვისებები

ანემია. ყვავილის მტვრის მიღება აუმჯობესებს ერითროციტების, ლეიკოციტების და ჰემოგლობინის რაოდენობას სისხლში. თავისი ეფექტით ის რამდენჯერმე აღემატება ტრადიციულ მედიკამენტოზურ საშუალებებს.

გულ–სისხლძარღვთა სისტემა. ყვავილის მტვერში არის ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ნივთიერება რომელიც საჭიროა კაპილარების გასამაგრებლად, განსაკუთრებით კი თავის თვინის კაპილარების. აგრეთვე სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ამის გამო მას იყენებენ ათეროსკლეროზის, არტერიული წნევის და გულის იშემიური დაავადების სამკურნალოდ.

გული. ყვავილის მტვერი სასარგებლოა მიკრო ცირკულაციის დარღვევისა და გულის რიტმის შემცირების დროს.

ღვიძლი. ყვავილის მტვერში არსებული აქტიური ნივთიერებები მონაწილეობას იღებენ ღვიძლის დაზიანებული უჯრედების აღდგენაში, რომლებიც დაზიანებულია ქრონიკული დაავადების შედეგან ან წამლების დიდი რაოდენობის მიღების შედეგად.

უჯრდედი და ქსოვილი. ყვავილის მტვერი ეხმარება ორგანიზმს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციაში, ამავე დროს არის ძლიერი სტიმულატორი და აჩქარებს დაზიანებული უჯრედების და ქსოვილების ზრდას. ის კარგად ეხმარება ორგანიზმს დაზიანებული ღვიძლის ფუნქციის აღდგენაში.

კუჭ–ნაწლავი. ყვავილის მტვერი არეგულირებს და ნორმაში მოჰყავს კუჭ–ნაწლავის ფუნქცია. ის დადებითად მოქმედებს დეზინტერიის დროს, კურნავს გაუვალობას, კოლიტებს და ენტეროკოლიტებს.

დიაბეტი. ყვავილის მტვერს იყენებებ დიაბეტის სამკურნალოდ, რადგან ის ააქტიურებს ინსულინის გამოყოფის პროცესს კუჭქვეშა ჯირკვალში.

იმუნური სისტემა. ყვავილის მტვერი აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს და მთლიანობაში აძლიერებს მის დაცვით ფუნქციებს. უმატებს მადას, ასევე აღადგენს და უმატებს ორგანიზმს წონას, ამაღლებს ორგანიზმის როგორც ფიზიკურ ასევე გონებრის შრომის უნარიანობას. აძლიერებს სქესობრივ პოტენციას.

დეტოკსიკაცია. ყვავილის მტვერში არსებული ნივთიერებები ორგანიზმს ეხმარება ნაკლები ზიანი მიაყენოს ორგანიზმს მავნე ქიმიურმა ნივთიერებებმა. იცავს ღვიძლის ქსოვილს ტოქსიკური ნივთიერებების მოწამვლისაგან, მოწმვლის შემთხვევაში კი ამსუბუქებს ტოქსინების გამოყვანის პროცესს.

ყვავილის მტვერი სასარგებლოა ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

მიღების წესი

1 კაფსულა 2 - ჯერ დღეში ჭამის დროს წყალთან ერთად.

გაფრთხილება

ინდივიდუალური გადაუტანლობა.

არ მიიღოთ ორსულობის დაწყებით სტადიაში და არ გამოიყენოთ ლაქტაციის პერიოდში.

დოზების არ დაცვის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ავიტამინოზი.

აკრძალულია იმ ადამიანებისთვის ვინც დაავადებულია სეზონური ალერგიით. ასევე არ გამოიყენოთ თუ ვერ იტანთ ფუტკრის პროდუქტებს.

შეიძლება აღინიშნოს: გამონაყარი, თვალების სიწითლე, სურდო, უჰაერობის შეგრძნება, პულსის მომატება.

ყვავილის მტვერი შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, ამიტომ თუ სისხლში დიდი რაოდენობით დაგროვდა ეს ვიტამინი, შეიძლება პრობლემები შეუქმნას იმ ადამიანებს ვისაც პრობლემები აქვს სისხლის შედედებასთან დაკავშირებით.

არ მიიღოთ თირკმელების მძიმე დაავადებების დროს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.