კაკლის უღლის ნაყენი
კაკლის უღლის ნაყენი
ფლაკონში არის – 100 მილილიტრი
1 – 16.00 ლარი
2+1 - 32 ლ
საქართველო

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით. ფლაკონზე მითითებულია ინსტრუქცია და ვადა.
მსგავსი პროდუქტები

კაკლის უღლის ნაყენის აღწერა

ნაყენი არის ნატურალური, ის არ შეიცავს არანაირ დანამატებს. დამზადებულია მხოლოდ კაკლის უღლისაგან და ხორბლის 70% სპირტისგან. ამ საოცარი პროდუქტის სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების მოგვარება. მაგალითად უღელი ძალიან მდიდარია იოდით, რითაც ის ძალიან დიდ დახმარებას უწევს იოდის დეფიციტის მქონე ადამიანებს.

კაკლის უღლის ნაყენის სასარგებლო თვისებები

როგორც ზევით ავღნიშნეთ ნაყენი მდიდარია ბუნებრივი და ნატურალური იოდით, რაც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. თუმცა ის კიდევ შეიცავს სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც რაც კომბინაციაში ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. ქვევით ჩამოთვლილია ჯანმრთელობის პრობლემები რომლის დროსაც სასარგებლოა ამ ნაყენის გამოყენება.


  1. შაქრიანი დიაბეტი.
  2. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები თუ გამოწვეულია იოდის დეფიციტით.
  3. სახსრების დაავადებები (ტკივილი, ართროზი, რევმატიზმი).
  4. დიარეა.
  5. სიმსივნის პროფილაქტიკა.
  6. გულის დაავადებები.
  7. ანთებითი პროცესები.
  8. არეგულირებს ძილს.
  9. აძლიერებს იმუნურ სისტემას.

კაკლის უღლის ნაყენის გამოყენების ინსტრუქცია

გამოყენებამდე აუცილებლად შეანჯღრიეთ.

სახსრების დაავადების დროს.
შეიზილეთ მტკივან ადგილებში ნელი წრიული მოძრაობებით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპრესები. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.

შინაგანი გამოყენებისთვის.
5-10 წვეთი გახსენით 20 მილილიტრ ანადუღარ თბილ წყალში და მიიღეთ ყოველდღე ჭამამდე 30 წუთით ადრე. 2-4 კვირის განმავლობაში.

გაფრთხილება

შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის ნაყენი წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით ნაყენი არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები ნაყენი არ გამოიყენოთ.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ასევე იმ ადამიანებმა ვისაც აქვს კანის დაავადებები, ან მომატებული აქვს სისხლის შედედების უნარი.

მცენარის ინდივიდუალური გადაუტანლობა.

არ გამოიყენოთ 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა.