მარწყვბალახას (ლაპჩატკა) ფესვების ნაყენი არის აბსოლუტურად ნატურალური, არ შეიცავს დანამატებს. მის შემადგენლობაში შედის მხოლოდ მცენარის ეკოლოგიურად სუფთა ფესვი და 70% ნატურალური ხორბლის სპირტი. ნაყენი უკვე დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში და ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.
ამ მცენარის დადებითი თვისებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და სამკურნალოდ გამოიყენება მისი როგორც ზედა ნაწილი ასევე ფესვი. ჩვენ გთავაზობთ ამ მცენარის ფესვის ნაყენს. ქვემოთ არის ჩამონათვალი თუ რომელ დაავადებებთან განმკლავებაში დაგეხმარებათ ეს ნაყენი.
გამოყენებამდე აუცილებლად შეანჯღრიეთ.
გარეგანი გამოყენებისთვის.
შეიზილეთ მტკივან ადგილებში ნელი წრიული მოძრაობებით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპრესები. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.
შინაგანი გამოყენებისთვის.
30-35 წვეთი გახსენით 50 მლ თბილ ანადუღარ წყალში. შესაძლებელი გაიხსნას რძეშიც. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის ნაყენი წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით ნაყენი არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები ნაყენი არ გამოიყენოთ.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
მცენარის ინდივიდუალური გადაუტანლობა.
არ გამოიყენოთ 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა.
თუ გაქვთ სხეულის მაღალი ტემპერატურა, კუჭის დაბალი მჟავიანობა, ჰიპერტონია. მარწყვბალახას ნაყენი არ გამოიყენოთ.