სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
დამამშვიდებელი მცენარეული კომპლექსი
დამამშვიდებელი მცენარეული კომპლექსი
ფლაკონში არის - 180 კაფსულა
60 – 45.00 ლარი
120 – 69.00 ლარი
1 – 99.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

60 ან 120 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

დამამშვიდებელი მცენარეული კომპლექსი

დამამშვიდებელი მცენარეული კოპლექსი დამზადებულია ამერიკული კომპანიის მიერ. მის დასამზადებლად გამოყენებულია ნარჩევი მცენარეები. კომფორტული გამოყენებისთვის მცენარეების ექსტრაქტები მოთავსებულია კაფსულებში. ქიმიური დამამშვიდებლებისგან განსხვავებით ეს პრეპარატი არ იწვეწვს შეჩვევას და არ აქვს საზიანო უკუჩვენებები. დანამატის შემადგენლობაში შედის:


  1. ვალერიანის ფესვები (კატაბალახა).
  2. პასიფლორა (ვნების ყვავილი).
  3. ნიახურის თესლები.
  4. გვირილა სააფთიაქო.
  5. სვიის ყვავილი.
  6. ციტრუსის ბიოფლავონოიდები.

დამამშვიდებლის სასარგებლო თვისებები

როგორც ნახეთ დამამშვიდებლის შემადგენლობაში შედის 6 მცენარის ექსტრაქტი. ისინი სპეციალური ფორმულით არის შეზავებული და საუკეთესო თანაფარდობით მიეწოდება ორგანიზმს. მცენარეების ერთობლივი მოქმედება ორგანიზმზე იძლევა საუკეთესო შედეგებს.

ვალერიანის ფესვები ხსნის ნერვულ სტრესს და დაძაბულობას, ხელს უწყობს ჯანმრთელ ძილს, აჩქარებს ჩაძინების პროცესს. ის არის კუნთების მსუბუქი მოსადუნებელი საშუალება. შეიცავს გამა ამინოზეთის მჟავას. ეს არის ქიმიური ნივთიერება რომელიც არის ტვინში და აქვს ორგანიზმის დამამშვიდებლი ფუნქცია. მეცნიერები თვლიან, რომ ეს მჟავა არის პასუხისმგებელი ორგანიზმის მოდუნებაზე. ასევე მეცნიერები თვლიან, რომ მასში არის 150 აქტიური ნივთიერება რომელიც ერთობლივად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ხელს უწყობენ მის ჯანსაღ ფუნქციონირებას.

პასიფლორა ცნობილია თავისი დამამშვიდებელი მოქმედებით. ეს მცენარე განსაკუთრებით მათთვის არის სასარგებლო ვინც შფოთავს, წუხს ან არის გაღიზიანებული. პასიფლორა ხელს უწყობს, რომ ადამიანი იყოს მშვიდად და პოზიტიურ ხასიათზე. მეცნიერები მის დამაშვიდებელ მოქმედებას უკავშირებენ მასში შემავალ ფლავონოიდ ქრიზინს.

ქრიზინი არის ნივთიერება რომელიც ხელს უწყობს გამა-ამინომჟავის მოდულირებას. ეს ნივთიერება არის ტვინსა და ნერვულ სისტემაში. ის თამაშობს ნეიორო-ტრანსმიტერის როლს. ეს ნივთიერება არეგულირებს ძილს და სიმშვიდეს. აგრეთვე განაპირობებს ადამიანის მშვიდ მდგომარეობაში ყოფნას, თანაც ისე, რომ არ მოქმედებს უარყოფითად მეხსიერებაზე და გონებრივ შესაძლებლობებზე. მისი სედატიური მოქმედება ასევე გამოკვლეული იყო როგორც ძილის დამხმარე საშუალება. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ის უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას და მშვიდ ძილს. ის აჩქარებს ჩაძინების პროცესს და ახანგრძლივებს ძილის ხანგრძლივობას. ასევე კვლევებმა დაამტკიცა, რომ ის აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

სააფთიაქო გვირილა მთელ ორგანიზმზე მოქმედებს როგოც დასამშვიდებელი და სარელაქსაციო საშუალება.

სვიის გირჩები გამოიყენება ძილის გასაუმჯობესებლად.

ციტრუსის ბიოფლავონოიდები არის უძლიერესი ანტიოქსიდანტები. ისინი იცავენ ორგანიზმსს თავისუფალი რადიკალებისგან. რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას მათი დამაზიანებელი მოქმედებისგან. ასევე ფლავონოიდები ხელს უწყობს სისხლის ჯანსაღ ცირკულაციას. რაც თავისთავად აუმჯობესებს ადამიანის დადებით განწყობას.


  1. ხსნის ნერვულ დაძაბულობას, გაღიზიანებას და სტრესს.
  2. ხსნის შფოთვას და ამშვიდებს გონებას.
  3. ადუნებს დაძაბულ კუნთოვან სისტემას.
  4. ხელს უწყობს სწრაფ ჩაძინებას, ახანგრძლივებს ძილის დროს და არეგუირებს ძილის პროსესს.
  5. უზრუნველყოფს ჯანმრთელ და მშვიდ ძილს .
  6. ხელს უწყობს მშვიდ და პოზიტიურ ხასიათს.
  7. ხსნის გაღიზიანებას და ხელს უწყობს რომ ადამიანი იყოს მშვიდ მდგომარეობაში.
  8. აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

დამამშვიდებელი კომპლექსის მიღების წესი

ზრდასრული ადამიანებისთვის დღეში 2 ან 4 კაფსულა. ძილის წინ, ან საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ როგორც დასამშვიდებელი.

გაფრთხილება

არ რის რეკომედირებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტომობილის მართვაზე.

არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.