5-HTP ჰიდროქსიტრიპტოფანი დამზადებულია ამერიკული კომპანიის მიერ. მის დასამზადებლად გამოყენებულია საუკეთესო ხარისხის თესლები. პროდუქტი მზადდება გრიფონია სიმპლიციფორიას თესლებისგან. ამ მცენარის თესლები შეიცავს ნივთიერება ჰიდროქსიტრიფტოფანს. ეს არის ბუნებრივი ამინომჟავა რომელიც წარმოადგენს სეროტონინის წინამორბედ ნივთიერებას. რადგან ამ მჟავიდან სინთეზირდება ტვინში სეროტონინი. ეს პრდუქტი წარმოადეგნს ბუნებრივ პროდუქტს და არ იწვევს შეჩვევას.
5-HTP ბუნებრივი გზით ტვინში აღადგენს სეროტონინის დანაკლისს. ჰიდროქსიტრიპტოფანი ადვილად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. რის შედეგადაც ის ადვილად და სწრაფად გადაიქცევა სეროტონინად. სეროტონინის ჯანსაღი რაოდენობა აუმჯობესებს ემოციურ ჯანმრთელობას. რადგან სეროტონინი ხელს უწყობს სხვა აუცილებელი ნეიროტრანსმიტერების წარმოქმნას. ესენია მელატონინი, დოფამინი და ბეტა-ენდორფინი. ამ ნივთიერებებზეა დამოკიდებულია ადამიანის ემოციური ჯანმრთელობა.
მელატონინი არის ჰორმონი რომელზეც არის დამოკიდებული ჯანსაღი ძილის პროცესი. ასევე მასზეა დამოკიდებულია ადამიანის მშვიდი მდგომარეობა და ჯანსაღი დასვენება. ასევე ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. მელატონინი უზრუნველყოფს ტვინის ჯანმრთელობას, იცავს ტვინის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და ტოქსინების ზემოქქმედებისგან. ის ზრუნავს ადამიანის კონგიტიურ ჯანმრთელობაზე და დადებითად აისახება ხანდაზმული ადამიანების მეხსიერებაზე. ასევე ეხმარება ორგანიზმს არტერიული მაღალი წნევის დარეგულირებაში თუ ის გამოწვეულია მელატონინის ნაკლებობით.
დოფამინი არის ჰორმონი რომლითაც განვიცდით ბედნიერებას და ვიღებთ სიამოვნებას. მისი დახმარებით ჩვენი ცხოვრება არის სასიამოვნო. მის გარეშე შეუძლებელია ადამიანი თავს გრძნობდეს კარგად. დოფამინის ნაკლებობა იწვევს დეპრესიას და ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვას.
ჰორმონი ბეტა-ენდორფინი ზრუნავს შფოთვისა და დაძაბულობის შემცირებაზე. მის გარეშე ადამიანი მშვიდად ვერ იგრძნობს თავს.
ზრდასრული ადამიანებისთვის დღეში 1 ან 2 კაფსულა ჭამამდე 30 წუთით ადრე. უმჯობესია ძილის წინ რადგან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
არ გამოიყენოთ ალკოჰოლი ამ პრეპარათთან ერთად.
მისი მიღების შემდეგ არ მართოთ ავტომობილი.
არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.