მცენარე ძირტკბილას მიწის ქვედა ნაწილი ანუ ფესვი არის დაფქვილი, გაცრილი და მოთავსებულია კაფსულებში. ასეთი სახით მცენარის მიღება ორგანიზმს უადვილებს მის მონელებას და შეწოვას. კაფსულების სახით მისი მიღება გაცილებით პრაქტიკულია და ამავე დროს აღარ არის საჭირო მისი დოზირების განსაზღვრა რადგან ყველა კაფსულა დოზირებულია.
ძირტკბილას გააჩნია მდიდარი შემადგენლობა:
გლიცირიზინის მჟავა. ეს სპეციფიკური ნაერთი არეგულირებს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციას. მჟავას გააჩნია ანტივირუსული, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ის აძლევს ფესვს გამოხატულ ტკბილ გემოს. მჟავა შედის რეაქციაში ქოლესტერინთან და ქმნის ურღვევ კავშირს.
საპონინები. საპონინებისა და გლიცირიზინის თანამშრომლობის წყალობით ტკბილძირა ასტიმულირებს ამოხველებას და ბრონქებიდან ნახველის გამოდენის პროცესს. ეს გლიკოზიდები აჩერებენ მშრალი ხველის შეტევას და აუმჯობესენბენ სასუნთქი გზების მდგომარეობას მწეველებში და იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ასთმა, ბრონქიტი და ტუბერკულოზი. საპონინებს აქვთ უნარი აპკივით გადაეკრან შინაგან ორგანოებს და დაიცვან ისინი დაზიანებისგან.
გლიკოზიდი. ეს არის ორგანიზმში ინსულინის გამომუშავების ბუნებრივი რეგულატორი. ის ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციას. გლიკოზიდს იყენებენ ბუნებრივ შაქრისშემცვლელად დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ფლავანოიდები. ამ ჩამონათვალში არის ნაერთები, რომელთა გამომუშავებაც არ ხდება ორგანიზმში, ამიტომ ისინი ორგანიზმისთვის შეუცვლელია. ფლავანოიდები მონაწილეობენ ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ წმენდაში და ანეიტრალებენ გისტამინების მოქმედებას, რომლებიც წარმოიქმნება ანთების შედეგად დაზიანებულ ქსოვილებში.
ძირტკბილა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც დამატებითი კომპონენტი სამკურნალო საშუალებებში, აგრეთვე კოსმეტოლოგიასა და კულინარიაში. მკურნალობისას მისი გამოყენების დროს შეიმჩნევა სიმპტომების მკვეთრი მოხსნა მრავალი დაავადების დროს. პროფილაქტიკის მიზნით მიღების დროს კი, ორგანიზმი უფრო ძლიერდება და ებრძვის დაავადების გამომწვევ მიზეზებს.
ხველის მკურნალობა. ძირტკბილა დამხმარეა როგორც ამოსახველებელი საშუალება, გარდა ამისა შვებას ჰგვრის მშრალი ხველის დროს. ეს ძირტკბილას ორი კომპონენტის ურთიერთთანამშრომლობის დამსახურებაა - საპონინების და გლიცირიზინის მჟავის. ეს კომბინაცია აჩქარებს სასუნთქი გზებიდან ნახველის გამოდენას და აპკივით ეკვრება სასუნთქ ორგანოებს რათა დაიცვას გაღიზიანებისგან.
ლიმფის გაწმენდა. ორგანიზმში წყლის ნაკლებობა იწვევს ლიმფური სითხის მოძრაობის შეჩერებას და ტოქსინებით მის დაბინძურებას. ამას ხელს უწყობს ორგანიზმისთვის აუცილებელი სუფთა წყლის ნაცვლად ყავის, ჩაის, წვენების და სხვა სასმელების მიღება. ძირტკბილას ფესვს აქვს უნარი, ორგანიზმში შეაკავოს წყალი, რითაც აბალანსებს წლის უკმარისობას და წმენდს ლიმფურ სითხეს. ეს კი ორგანიზმს თავიდან არიდებს პრობლემებს სახსრებში, გამონაყარს კანზე და იმუნური სისტემის ჰიპერმგრძნობელობას ალერგენებზე.
წონის კორექცია. ძირტკბილას ფესვი აქტიურად გამოიყენება ცხიმისმწველ პროგრამებში. მის შემადგენლობაში არსებული გლიცირიზინის მჟავა ორგანიზმს ეხმარება, შეკრას თავისუფალი ქოლესტერინი, რაც თავის მხრივ, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების და ცხიმოვანი გროვების დაგროვებას. ამავდროულად ეშვება ლიპოლიზის პროცესი, რაც ორგანიზმს აძლევს საშუალებას ენერგიის წყაროდ დაგროვილი ცხიმი გამოიყენოს.
შლაკების გამოდევნა ორგანიზმიდან. ძირტკბილა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მცენარეულ სორბენტად, რომელსაც აქვს უნარი შეიწოვოს და ორგანიზმიდან გამოიტანოს ტოქსინები. ის დამხმარეა, ნაწლავების შლაკებისგან გაწმენდის დროს და ამავდროულად, ზრდის ნაწლავების უნარს შეითვისოს სასარგებლო ნივთიერებები საკვებიდან. ძირტკბილა აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის პრობლემების წარმოქმნას.
კაცური ძალაძირტკბილას პირდაპირი ზემოქმედების უნარს ლიბიდოსა და პოტენციაზე ახლა აქტიურად შეისწავლიან. თუმცა, მისი ირიბი ზემოქმედება კაცურ ძალაზე უკვე დადასტურებული ფაქტია. ეს განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. ძირტკბილას ფესვი ხსნის სტრესს, ათავისუფლებს ნერვული დაძაბულობისგან და დეპრესიის სიმპტომებისგან. ის აშთობს ანთებით პროცესებს შარდ-სასქესო სისტემაში, შარდმდენ სისტემაში და სწორნაწლავში. აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი ცხიმისა და შაქრისგან სისხლში. ყოველივე ეს დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე.
ძირტკბილას ფესვი ეხმარება ორგანიზმს იმუნური სისტემის გაძლიერებაში და სასარგებლოა ნებისმიერ ასაკში. ბავშვებისთვის მისი მიცემა შეიძლება უკვე ორი წლიდან, თუმცა აუცილებელია მიჰყვეთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზირებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდირებული. ამის ძირითადი მიზეზია მისი უნარი შეაკავოს წყალი ორგანიზმში. ამან შეიძლება გამოიწვიოს დასიება და წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა.
მიიღეთ 1 ან 2 კაფსულა დღეში 2 ჯერ ჭამის დროს, სასურველია მცირე წყალთან ერთად.
ძირტკბილას მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ღვიძლის მწვავე ფორმის დაავადებების დროს (ჰეპატიტი, ცეროზი),
პაციენტებმა ქრონიკული ჰიპერტენზიით.
დასიებისკენ მიდრეკილების დროს.
ადამიანებმა, რომლებიც იღებენ შარდმდენ და გულის უკმარისობის პრეპარატებს.