დამსკდარი ქუსლების მალამო დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე. მის შემადგენლობაში შედის:
დახეთქილი ქუსლების მალამო დამზადებულია შერევის საუკეთესო მეთოდით, მას არ გაუვლია თერმული დამუშავება, რის შედეგადაც შენარჩუნებული აქვს ყველა სასარგებლო ნივთიერება. მალამოს აქვს მუქი ფერი. აქვს თაფლის სანთლის სასიამოვნო სურნელი. პროდუქტი არის ნატურალური რადგან არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს! ზუსტად ამით გამოირჩევა ჩვენი პროდუქცია.
კაკაოს კარაქი შეიცავს D, A და E ვიტამინებს. კაკაოს ცხიმს იყენებენ კოსმეტოლოგიაში. კაკაოს ცხიმი კარგად აღადგენს გამომშრალ, დახეთხილ, გაღიზიანებულ და დანაოჭებულ კანს. ის გამოიყენება ასევე ფრჩხილებისთვის სიმტკიცის და ჯანმრთელი იერის დასაბრუნებლად.
შის კარაქი კარგად ატენიანებს გაუწყლოებულ და გამომშრალ კანს. ეხმარება დახეთქილ კანს დაიბრუნოს ელასტიურობა და სირბილე. გარდა ამისა ის შეიცავს მრავალ საკვებ ნივთიერებას რომლითაც ამარაგებს კანის ქსოვილს.
გულყვითელას (კალენდულა) აქვს ჭრილობის შეხორცების ძლიერი უნარი. ასევე ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ასეთი სამკურნალო თვისებების გამო ის კარგად მკურნალობს კანის დაავადებებს.
ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები. ცვილი ამარაგებს კანის ქსოვილს აღმდგენი და სამკურნალო ნივთიერებებით, რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და შეხორცების პროცესი.
კულმუხოს ფესვი ძალიან კარგად მოქმედებს კანის ქსოვილზე და ამარაგებს მას საკვები და სამკურნალო ნივთიერებებით. მისი უნიკალური ქიმიური შემადგნლობის წყალობით ის ებრძვის ანთებით პროცესებს და ხელს უშლის კანის დაავადებების განვითარებას. ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს რითაც აჩქარებს შეხორცების და აღდგენით პროცესებს.
ოროვანდის ფესვი გამოიყენება ისეთი ჭრილობების შესახორცებლად რომლებიც დიდი ხნის მანძილზე არ ხორცდება. ის ხელს უწყობს კანის აღდგენითი პროცესების სტიმულირებას.
მალამო თვისებები:
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით კანის პრობლემურ ადგილზე, მალამო უნდა შეიზილოთ იმდენ ხანს სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ ან 3-ჯერ. განსაკუთრებით კარგია მისი გამოყენება ძილის წინ. გაიკეთეთ ფეხის აბაზანა 10 - 15 წუთი, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ და შეიზილეთ მალამო.
არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია თაფლის სანთელზე ან ზევით ჩამოთვლილი რომელიმე მცენარეზე, გამოიყენებამდე შეამოწმეთ კანზე ხართ თუ არა ალერგიული.
შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანზე არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქცია.
არ გამოიყენოთ 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.