ბაყაყურას თესლის ზეთი დამზადებულია საქართველოში. ზეთი არის ცივად დაწურული და არის არარაფინირებული და გაუფილტრავი. ამიტომ შეიძლება აღინიშნოს ნალექი. ამ მეთოდის წყალობით ზეთს უნარჩუნდება ყველა სასარგებლო ნივთიერება რომელიც საჭიროა ორგანიზმის გამოსაჯანმრთელებლად. ბაყაყურას თესლი არის მდიდარი ქიმიურ შემადგენლობის მქონე უნიკალური მცენარე. შესაბამისად ის ორგანიზმზე ახდენს თავის სპეციფიკურ გამომაჯანსაღებელ მოქმედებას. რაც განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი 400 მდე ნივთიერებით.
ბაყაყურას ზეთს ძირითადად იყენებენ ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ. ამ კუთხით ის არის ერთ-ერთი უძლიერესი მცენარე. ზეთის შემადგენლობაში შედის ნივთიერება სილიმარინი. სილიმარინი განსაკუთრებულად სასრგებლოა ღვიძლის დასაცად და ღვიძლის დაზიანებული უჯრედების აღსადგენად. მისი დახმარებით ხდება დაზიანებული უჯრედების ზრდის სტიმულაციია. გარდა ამისა, ეხმარება ორგანიზმში უჯრედების დამცავი გარსის (მემბრანის) აღდგენაში. ასევე კარგია სისხლძარღვების ქოლესტერინისგან დასაცავად.
1 ჩაის კოვზი დღეში 2 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში 2 კვირიანი პაუზის შემდეგ შეგიძლიათ კურსის გაიმეორება.
პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა. არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.