სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ყოჩივარდას ბოლქვები
ყოჩივარდას ბოლქვები - ნედლი
შეკვეთის მიხედვით
100 – 19.00 ლარი
200 – 34.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

ყოჩივარდას ბოლქვები მოგეწოდებათ ნედლი სახით.

ყოჩივარდას ბოლქვები

ყოჩივარდას ბოლქვები მოპოვებულია საქართველოში, ტყეში ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში. ბოლქვები ინახება მაცივარში, ოღონდ არ შეინახოთ საყინულეში.

ბოლქვის სასარგებლო თვისებები

მიუხედავად იმისა, რომ ყოჩივარდას წვენი მომწამვლელია, მისი კოსმეტოლოგიურ თუ სამკურნალო საშუალებებში დამატებისას მას შეუძლია განკურნოს საკმაოდ რთული და ქრონიკული დაავადებები, რომელთა განკურნებაც ტრადიციული პრეპარატებით ვერ ხერხდება.

ყოჩივარდას ბაზაზე დამზადებული სამკურნალო საშუალებები დამხმარეა:

  1. ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციური დაავადებებისას;
  2. ჰაიმორიტისას;
  3. სურდოსა და რინიტისას;
  4. გაციებით გამოწვეული დაავადებებისას;
  5. ადენოიდებთან დაკავშირებული პრობლემებისას;
  6. პოლიპების დროს;
  7. ჰიპერტონიისას;
  8. ხშირი თავის ტკივილების დროს;
  9. რადიკულიტის, რევმატიზმისა და პოდაგრის დროს;
  10. ალერგიის დროს;
  11. დიაბეტის დროს;
  12. ღვიძლისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს;
  13. ნაწლავის ანთებისას;
  14. პირის ღრუს დაავადებების: სტომატიტისა და გინგივიტისას;
  15. ცხვირის ნესტოებში ჩირქისა და ლორწოს დაგროვებისა და პარანასალური სინუსების ტკივილისას;
  16. გულის დაავადებებისას;
  17. კრუნჩხვების, გახშირებული ოფლიანობის, სიცხისა და ანგინის დროს;
  18. სახსრების ტკივილისა და რევმატოიდული ანთებისას;
  19. საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების, გულისრევის შეგრძნებისა და ღებინებისას;
  20. მეტეორიზმის, ნაწლავის კოლიკისა და ყაბზობის დროს;
  21. ნაწლავებში პარაზიტებისა და ჭიების არსებობისას;
  22. ოტიტისას;
  23. თვალის დაავადებებისას;
  24. კანის პრობლემებისას: აკნეს, აბსცესის, ჭრილობებისა და პიგმენტაციისას.

ყოჩივარდას ბაზაზე დამზადებული პრეპარატები გამოირჩევიან შემდეგი მოქმედებით:

ანტიმიკრობული. ლორწოვან გარსებთან კონტაქტისას, ყოჩივარდას ექსტრაქტი ანადგურებს პათოგენურ მიკროფლორას და აწესრიგებს მის მდგომარეობას;

ანთების საწინააღმდეგო. ყოჩივარდა ეფექტურად ებრძვის დაჩირქებას, ახორცებს ჭრილობებს კანზე და ლორწოვან გარსზე;

შეშუპების და სიმსივნის საწინააღმდეგო. ყოჩივარდა ადვილად ანეიტრალებს სიმკვრივეებს და გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე, რაც შეშუპების ძირითადი გამომწვევი მიზეზია;

დამამშვიდებელი. მცენარე ახდენს ნერვული სისტემის მდგომარეობის ნორმალიზებას და აუმჯობესებს ფსიქიკურ მდგომარეობას;

იმუნომოდულატორი. ვინაიდან ყოჩივარდა აძლიერებს იმუნიტეტს, მას ხშირად იყენებენ გაციების, ინფექციური და სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად;

დამცავი. მცენარე ეფექტურად იცავს უარყოფითი ფაქტორების გავლენისგან.

გაფრთხილება

ყოჩივარდას ბოლქვები არის შხამიანი მცენარე ამიტომ მათი გამოყენება დაკავშირებულია დიდი სიფრთხილესთან.

სანამ დაიწყებთ ბოლქვის გამოყენებას შეამოწმეთ კანზე ხართ თუ არა ალერგიული. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მისი მიღება ან გარეგანი გამოყენება.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქცია.

ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, ან თუ იღებთ რაიმე პრეპარატებს კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს

არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის დროს.

არ გამოიყენოთ 18 წლამდე მოზარდებმა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული: წყლულოვანი დაავადებებისას და 10 წლამდე ბავშვებისთვის.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.