სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
კოლიტის და ენტეროკოლიტის სამკურნალო ჩაი
კოლიტის და ენტეროკოლიტის სამკურნალო ჩაი
კოლოფში არის 30 ფილტრ-პაკეტი / 1 პაკეტი არის 3 გრამი.
1 – 25.00 ლარი
2 – 45.00 ლარი
3 – 65.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

კოლიტის და ენტეროკოლიტის სამკურნალო ჩაი

ჩაი დამზადებულია ქვევით მითითებული ინგრედიენტების ნაზავით. ნედლეული დოზირებულად არის შერეული ერთმანეთთან რის შედეგადაც გაძლიერებულია მათი როგორც ფარმაკოლოგიური ასევე გემოვნური თვისებები. გარდა ამისა ასეთი სახის ნაკრები მიზანმიმართულად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ამათუიმ პრობლემაზე და დაავადებაზე.

შემადგენლობა

მარწყვა-ბალახი

მარწყვა-ბალახი გამოიყენება: კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. კუჭ-ნაწლავის კატარი (კუჭისა და წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭის წყლული, ფაღარათი, დეზინტერია. რეკომენდირებულია ყვითელას და ღვიძლის დაავადებების დროს. იყენებენ პოდაგრის (ნიკრისის ქარი) და რევმატიზმის სამკურნალოდ. აქვს სისხლის აღმდგენი მოქმედება სისხლჩაქცევების დროს.

მცენარე ლაშქარა

ლაშქარას ფესვი ასტიმულირებს უჯრედების ზრდის და ქსოვილების აღდგენის პროცესს. იყენებენ ძვლების მოტეხილობის, ჭრილობების, ტრავმების, ძვლების ჩირქოვანი ანთებითი პროცესების. ვენების ანთების, ქსოვილების ჩირქოვანი ანთების, მტკივნეული ამპუტირებული კიდურების, ნაღრძობის, ტრავმული ნევრალგიების, ძველი და ძნელად შესახორცებელი ღრმა ჭრილობების დროს. ასევე გამოიყენება პაროდონტოზის და ჩირქოვანი პაროდონტოზის სამკურნალოდ, ფურუნკულოზის, ფაღარათის, დეზინტერიის, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული კატარის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ხველის, ტუბურკულოზის საწყისი სტადიის და კუჭ-ნაწლავის ტუბერკულოზის დროს.

სელის თესლი, Льняное семя, Linum L.

სელის თესლი გამოიყენება: კუჭ-ნაწლავის ანთებითი პროცესების, ქრონიკული შეკრულობის, სასუნთქი გზების, შარდ-სასქესო გზების და თირკმლის ანთებითი პროცესების შემთხვევაში. ასევე მშრალი ხველის, ბრონქიალური კატარის და თირკმლის ანთების დროს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კოლიტის ჩაის გააჩნია შემკვრელი, დამარბილებელი, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემდედებელი თვისებები. ასევე ასტიმულირებს უჯრედების ზრდის და ქსოვილების აღდგენის პროცესს. აქვს მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

• ანთების საწინააღმდეგო • ანტიბაქტერიული • ტკივილგამაყუჩებელი • სისხლდენის შემაჩერებელი

გამოყენება მედიცინაში

კოლიტის ჩაი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის შემდეგი დაავადებების დროს: კოლიტი და ენტეროკოლიტი (წვრილი და მსვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ფაღარათი, დეზინტერია, ქრონიკული შეკრულობა. ასევე ასტიმულირებს ახალი უჯრედების და ქსოვილების წარმოქმნის პროცესს.

• კოლიტი • ენტეროკოლიტი • კუჭის წყლული • თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული • ფაღარათი • დეზინტერია

დოზირება

ჩაის პაკეტი მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი, ცხელ წყალში გააჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში, თუ გსურთ უფრო ძლიერი ნაყენის მიღება შეგიძლიათ გააჩეროთ უფრო დიდხანს. მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მიიღეთ 14 დღის განმავლობაში შემდეგ დაისვენეთ 10-14 დღე და კურსი გაიმეორეთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ჩაიტარეთ 3 კურსი.

უკუჩვენებები

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, გამოყენებამდე მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს.

თუ გამოყენების დროს აღინიშნა რაიმე უკუჩვენება სასწრაფოდ შეწყვიტეთ მისი გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

არ მიიღოთ თუ სისხლში მომატებულია შედედების უნარი, ან სისხლის სიბლანტე.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.