სამეფო: სოკოსებრნი. კლასი: ასკომიცეტები. ოჯახი: ოფიკორდიცეფსისებრნი. სახეობა: კორდიცეფსი.
კორდიცეპსი იზრდება საკმაოდ მკაცრ კლიმატურ ზონაში. ზღვის დონიდან 2500- 4000 მეტრზე. ამ სოკოს სპორები აღწევენ ფეხსახსრიან მწერთა სხეულში, ნელნელა კლავენ მათ და უკეთებენ მუმიფიცირებას. მომწიფებული სოკო გამოიყურება, როგორც გამომშრალი ყვითელ-ყავისფერი 5-15 სმ სიგრძის, 1-2 სმ სიგანის, 300–500 მგ წონის მატლი. მისი მოპოვება ხდება ძირითადად ტიბეტში, ნეპალში, ბუტანსა და ჩრდილოეთ ინდოეთში.
ვიტამინები: A, B1 , B2 , B12 , E, K, C.
მიკრო ელემენტები: თუთია(Zn), სელენი(Se), რკინა( Fe), მანგანუმი( Mn), ალუმინი(Al), სილიციუმი(Si), ტიტანი(Ti), ქრომი(Cr), გალიუმი(Ga), ვანადიუმი(V).
მაკრო ელემენტები: კალციუმი(Ca), მაგნიუმი(Mg), კალიუმი(K), ნატრიუმი(Na).
ასევე შეიცავს: ცილებს, პეპტიდებს, პოლიამინებს, საქაროზას, ცხიმოვნ მჟავებს, კორდიპინს, კორდიმინს, კორდიცეპინის მჟავას, საპონინებს, მანიტოლს, ერგოსტეროლს, უბიქინონს, პროლინს, ტრეონინს, მონო და პოლისაქარიდებს, უჯერ ცხიმოვან მჟვებს, გლიკოზიდებს, ბეტა კაროტინს და ა.შ
შეიცავს ნუკლეოზიდებს: ადენინს, ადენოზინს, ურცილს, ურიდინს, გუანიდს, გუანოზინს, ინოქსინს, თიმინს, თიმინიდინს.
სისხლი: ამცირებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს ტრომბოციტების რაოდენობას სისხლში. რითიც ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას და ხელს უწყობს მათ დაშლას.
გულ–სისხლძარღვა სისტემა: კორდიცფსი ამცირებს სიბლანტეს სისხლის პლაზმაში, აფართოებს სისხძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კიდურებში. იცავს გულს სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებისაგან.
თავის ტვინი: აფართოვებს სისხლძარღვებს თავის ტვინში, რაც ხელს უწყობს ჟანგბადის მიწოდებას ტვინის უჯრედებში. აუმჯობესებს მეხსიერებასა და აზროვნებას. გამოიყენება იშემიური ინსულტის პრევენციისათვის.
კორდიცეფს აქვს ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური თვისებები, რაც ამციებს არითმიას და მისი განვითარების რისკებს.
ამფ: კორდიცეპინი ააქტიურებს ცილა კინაზას, რომელიც ააქტიურებს ამფ-ს. ამფ კი ეწინააღმდეგება ჰიპერლიპიდემიას - სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მაღალ რაოდენობას.
სასუნთქი სისტემა: კორდიცეფსი აუმჯობესებს სუნთქვის ფუნქციას. ადუნებს ბრონქების კედლებს. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ზრდის ადრენალინის წარმოებას რომელსაც აქვს ბუნებრივი ასთმის საწინააღმდეგო ეფექტი. კორდიცეფსი ეფექტურია ხველის დროს, ქრონიკული ბრონქიტისას, ლორწოვან გამონადენთან, ასთმასთან და ა.შ.
კორდიცეფსი ასტიმულირებს გაზთა ცვლას. აუმჯობესებს ჟაგბადის შთანთქმის ფუნქციას.
კორდიცეფსი ზრდის უჯრედებში ატფ-ს აქტივობას, ამაღლებს ენერგიის რაოდენობას, ეხმარება ორგანიზმს ენერგიის წვაში და აწვდის ამ პროცესისათვის საჭირო რაოდენობის ჟანგბადს. წინააღმდეგობას უწევს დაღლილობას რომელიც გამოწვეულია ჟანგბადის უკმარისობით. ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის დროს. ზრდის გამძლეობას და შრომის უნარს.
აწესრიგებს ღვიძლის მუშაობას. აუმჯობესებს ჰეპატიტითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობას. ხელს უწყობს თირჯმლის ქსოვილების რეგენერაციას. იცავს თირკმელებს ტოქსიკური ქიმიკატებისაგან.
სისმსივნე: კორდიცეფსი მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმის უარყოფით რეაქციებს სიმსივნით დაავადებულთა სხივებით და ქიმიო თერაპიით მკურნალობისას (როგორიცაა გულისრევა და ღებინება).
კორდიცეფსი ხელს უწყობს ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების დიფერენციასა და ზრდას.
ეფექტიურად გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, მათ შორის სამკურნალო პრეპარატებისაგან დარჩენილი უვარგისი ნაშთები.
პროფილაქტიკის მიზნით: 1 კაპსულა 2 - ჯერ დღეში ჭამის დროს.
მკურნალობის მიზნით: 2 კაპსულა 2 - ჯერ დღეში ჭამის დროს.
გამოყენებამდე – აუცილებლად გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ალერგიული რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მიღება და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.