სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
იონჯა კაფსულებში
იონჯა კაფსულებში
ფლაკონში არის 120 კაფსულა / 1 კაფსულა არის 300 მილიგრამი
60 – 16.00 ლარი
1 – 24.00 ლარი
2 – 44.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

იონჯა კაფსულებში

იონჯა არის მრავალწლიანი მცენარე და მიეკუთვნება ბალახისებრთა ოჯახს და არის პარკოსანთა ჯიშის. მსოფლიოში არსებობს იონჯას 83 სახეობა. მისი სიმაღლე არ აღემატება 1 მეტრს. ის არის როგორც ველური ასევე კულტურული ჯიშები. მას აქვს მსხვილი ბოლქვი და არის ღრმად მიწაში. აქვს მუქი მწვანე ელიფსის ფორმის ფოთლები. მისი ყვავილები არის ღია იასამნისფერი. მისი ნაყოფი არის სპირალისებურად დახვეული. იონჯა ძირითადად იზრდება ამერიკის, ჩინეთის, იტალიის, საფრანგეთის კანადის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. რათქმაუნდა საქართველოშიც. მას იყენებენ სოფლის მეურნეობაში საქონლის გამოსაკვებად. მაგრამ უძველესი დროიდან მას სამკურნალოდაც იყენებენ.

იონჯას ქიმიური შემადგენლობა

ვიტამინები: ბეტა-კაროტი, B1, B2, B3, B9, B12, C, D, E, K

მიკრო ელემენტები: რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, მარგანეცი, კალციუმი, კალიუმი, სპილენძი, ცინკი, გოგირდი.

ასევე შეიცავს: ქლოროფილს, ცილებს, ამინომჟავებს, ორგანულ მჟავებს, ფლავონიდებს, სტეროიდებს, ეთერ ზეთებს, ალკალოიდებს, გლიცინს, ცხიმმჟავებს, ანტოციანიდებს.

უნდა აღინიშნოს, რომ საპონინები კუჭში მოხვედრის შემდეგ ხელს უშლის ლიპიდების და ქოლესტერინის შეწოვას. ხოლო სისხლში მოხვედრის შემდეგ ამცირებს ცხიმების დონეს.

იონჯას ფარმაკოლოგიური თვისებები

ლუცერნას ექსტრაქტი არ ებრძვის მხოლოდ სიმპტომებს, ის ასევე ებრძვის დაავადებების გამომწვევ მიზეზებს. ის ერთდროულად აკეთებს 3 საქმეს: 1) გამოჰყავს ტოქსინები ორგანიზმიდან. 2) ხსნის ყაზბობას. 3) ორგანიზმს ეხმარება საკვები ნივთიერებების შეწოვაში.

  1. უწესრიგო და არეული კვების დროს.
  2. ავადმყოფური მდგომარეობის დროს.
  3. მოდუნებულ და ცუდ განწყობაზე ყოფნის დროს, რომელიც გამოწვეულია ტოქსინების ხანგრძლივი ზემოქმედებით.
  4. ხანგრძლივი ყაზბობის (კუჭის არ მოქმედების) და ნაწლავებში ფეკალური ქვების დაგროვების დროს.
  5. ჰეპატიტის, ჰიპერლიდემიისა და ჰიპერგლიკემიის დროს.
  6. სისტემატიური ძილის უკმარისობის დროს, რასაც ღვიძლისთვის მოაქვს დიდი ზიანი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. არეგულირებს ცირკულარულ სისტემას და აწესრიგებს მის შიდა გარემოს. ასევე არბილებს და გამოჰყავს ფეკალური ქვები. ასევე ასუფთავებს ნაწლავებს ტოქსიკური ნარჩენებისგან. რაც ხსნის ყაზბობის პრობლემას. ასევე ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეწოვას.

ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები. ტოქსინები გამოჰყავს სისხლიდან, ლიმფიდან და კანიდან.

ამცირებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წარმოქმნის რისკს. როგორიც არის: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადებები, ინსულტი. ამცირებს სისხლის წნევას, სისხლში ამცირებს ქოლესტერინის და შაქრის დონეს. ასევე ამცირებს სისხლის სიბლანტეს.

ალკოჰოლი. კუჭშივე შლის ალკოჰოლს და ხელს უშლის, რომ ზიანი მიაყენოს ღვიძლს.

საშუალებას არ აძლევს ზედმეტი ცხიმების შეწოვას მიღებული საჭმლიდან, რაც ხელს უწყობს კარგი ფიგურის შენარჩენებას.

იონჯას მიღების წესი

მიიღეთ 1 ან 2 კაფსულა დღეში 3 ჯერ, ჭამის დროს, მცირე წყალთან ერთად.

გაფრთხილება

მცენარის ინდივიდუალური აუტანლობა.

არ არის რეკომენდირებული ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.