☏ - 597 76 09 89

შეკვეთისთვის დარეკეთ ამ ნომერზე

მცენარეული ჩაი ჩინური ანგელოზათი და ორტილიით

 

თბილისი:

რუსთავი:

გორი:

ქუთაისი:

სამტრედია:

ხონი:

წყალტუბო:

ხობი:

აბაშა:

სენაკი:

ზუგდიდი:

ბათუმი:

ქობულეთი:

რაოდენობა შეფუთვაში / წონა

შეფუთვაში არის 30 ერთჯერადი პაკეტი / 1 პაკეტში არის 1.5 გრამი მშრალი ფხვნილი.

ფასი

1 – 23.00 ლარი
2 – 39.00 ლარი
3 – 54.00 ლარი
4 – 69.00 ლარი

პროდუქტის დასახელება

მცენარეული ჩაი ორტილიით და ჩინური ანგელოზათი

მწარმოებელი / მოყვანის ადგილი

ჩინეთი / კორპორაცია ტიანდე

შეძენის პირობები

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

პროდუქტის აღწერილობა

მწარმოებელი: კორპორაცია ტიანდე "TianDe". პროდუქტი არის სერთიფიცირებული. პროდიქტს ქვს მრავალი სერთიფიკატი და პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს GMP და ISO. მისი მიღება და დამუშავება ხდება უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით. გარდა ჩინეთისა პროდუქციის წარმოება ხდება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.
კორპორაცია პროდუქციის დასამზადებლად იყენებს დღევანდელ დღეს არსებულ ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მცენარეებს და პროდუქტებს. ეს ადგილებია ტიბეტი და ალტაის მხარე.

 

ჩაიში შემავალი სამკურნალო მცენარეები

ჩაიში შემავალი ყველა მცენარე მოყვანილია ალტაიში და ტიბეტში, ამიტომ ამ პროდუქტის ხარისხი ძალიან მაღალია მისი ეკოლოგიური სისუფთავისა და სამკურნალო ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო.

1) ჩინური ანგელოზა (Дудник китайский) არის ბუნებრი ესტროგენი და E ვიტამინის წყარო. ამ მცენარეს იყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიც არის: ნერვული დაძაბულობა, წინამენსტრუალური სინდრომი, მენსტრუალური სპაზმები, კლიმაქსის დადგომა და მისით გამოწვეული უარყოფითი შედეგები, ბუასილი, სისხლდენები, ფიბრომა, კისტა, ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლილობა, ვენების ვარიკოზული გაფართოვება, მოციმციმე არითმია, საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანება.

2) ორტილია (Боровая матка) გამოირჩევა თავის ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი, შერდმდენი და გამწოვი თვისებებით. ამავე დროს აძლიერებს იმუნიტეტს. ამ მცენარეს იყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიც არის: ფიბრომა, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოდან სისხლდენები, საშვილოსნოს ყელის ეროზია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სალპინგიტი. ასევე ააქტიურებს საშვილოსნოს ფუნქციას, რითაც აუმჯობესებს რეპროდუქციულ სისტემას.

3) ოროვანდის ფესვებს აქვთ ანტიანთებითი, სადეზინფექციო, ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, სიცხისდამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული, ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება. ასევე ასუფთავებს სისხლს. მისი ერთერთი ღირსება ის არის, რომ შეიცავს ნივთიერება ინულინს, ეს არის მცენარეული ინსულინი. გარდა ამ ყველაფრისა მეცნიერების ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მისი ნაყენი წარმატებით ებრძვის სისმსივნეს.

4) ქაფურა ეს არის ნატურალური ასპირინი, აძლიერებს ორგანიზმს და მასზე ახდენს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას. აგრეთვე გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. ამ მცენარეს იყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიც არის: რევმატიზმი, ართრიტი, პოდაგრა, პლევრიტი, გაციება და სურდო, ბრონქიტი, გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰაიმორიტი, ჰიპერტონია, ძილის დარღვევა, დეზინტერია, ბუასილი. მაგრამ მისი ძირითადი თვისებაა კანისა და ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობა. ასევე გმოიყენება სისხლდენების შესაჩერებლად და ჭრილობების დეზინფექცია.

5) სალბი ეს არის ბუნებრივი ესტროგენი, ასევე ორგანიზმს უკეთებს დეზინფექციას, ასუფთავებს სისხლძარღვებს, არეგულირებს წყალმარილოვან ბალანსს. ამ მცენარეს იყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიც არის: ხველა, ზედა სასუნთქი გზების ანთება, ანგინა, უნაყოფობა. ასევე აჩერებს დაზიანებული სისხლძარღვებიდან სისხლდენას, აჩქარებს ჭრილობების, წყლულების და მუწუკების შეხორცების პროცესს, სისხლში ამცირებს გლუკოზის კონცენტრაციას, აქვს ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება. ამავე დროს ორგანიზმზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებლი და ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერება. მკვეთრად არის გამოხატული მისი ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

6) თავშავა შეიცავს ანთებისსაწინააღმდეგო, დამამშვიდებელ და ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებებს. ასევე მას აქვს ამოსახველებელი, შარდმდენი და ნაღველმდენი მოქმედება. აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და ბრონქული ჯირკვლების სეკრეციას, აძლიერებს კუჭ–ნაწლავის პერესტალტიკას და ამაღლებს ტონუსს. გამოიყენება ქალური დაავადბების დროს როგორც სისხლის შემდედებელი განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ. ასევე ლაქტაციის გასაძლიერებლად, ქალის მდგომარეობის შესამსუბუქებლად კლიმაქტერულ პერიოდში. მენსტრუაციის დროს ტკივილების ასაცილებლად.

7) ძირტკბილა არის ბუნებრივი იმუნომოდულატორი. ძირტკბილა შეიაცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას მათ შორის საპონინებს, საპონინები აღიზიანებენ ლორწოვან გარსს რის გამოც მას იყენებენ როგორც ამოსახველებელ, საფაღარათო და შარდმდენ საშუალებად. მედიცინაში ის გამოიყენება: ზედა სასუნთქი გზების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ასევე გამოიყენება ბრონქული ასთმის, დერმატიტის და ეგზემის დროს.

8) ჭინჭარი არის ვიტამინების ბუნებრივი საწყობი. ორგანიზმს ეხმარება ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში. არის კარგი სისხლწარმომქმნელი. ტონუსში მოჰყავს ორგანიზმი. აძლიერებს იმუნიტეტს. ასევე ის გამოიყენება: სისხლის გასაწმენდად, საჭმლის მონელების დასარეგულირებლად, სისხლში შაქრის შემცველობის დასარეგულირებლად, სისხლის შედედების უნარის გასაძლიერებლად, ლაქტაციის გასაზრდელად, ლიპიდური ცვლის დასარეგულირებლად, დაზიანებული ქსოვილების სტიმულაციისა და რეგენერაციისთვის.

ჩაის ფარმაკოლოგიური თვისებები

ჩაი გამოიყენება ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით. ჩაის შემდგენლობაში შემავალი სამკურნალო მცენარეები ორგანიზმს ეხმარება "მიკროაგრესორებისთვის" წინააღმდეგობის გაწევაში, რომლებიც ქალის სასქესო სფეროს ანთებითი დაავადებების მიზეზია.

  1. მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს.
  2. სალპინგიტი – საშვილოსნოს მილების ანთება.
  3. ენდომეტრიოზი.
  4. საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები.
  5. მენორაგია – მძიმე მენსტრუაცია.
  6. საშვილოსნოს ფიბრომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე.
  7. საშვილოსნოს მიომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე.
  8. საშვილოსნოს ყელის ეროზია.
  9. ნორმაში მოჰყავს მენსტრუალური ციკლი.

ჩაის დყენების და მიღების წესი

აიღეთ 1 ჩაის პაკეტი და დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ 3 – 5 წუთი და მიიღეთ დღეში 2 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 3 – 4 კვირა. საჭიროების შემთხვევაში 10 დღიანი პაუზის შემდეგ გაიმეორეთ კურსი.

უკუჩვენება:

მცენარეების ინდივიდუალური გადაუტანლობა.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

არ გამოიყენოთ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.

რეკვიზიტები / კონტაქტი

მცირე მეწარმის ს/კ: 4900 1002 393

საქართველოს ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიში: GE30BG0000000101415613

ტელ: +995 597 76 09 89

ელ. ფოსტა: Contact@mwvane-aftiaqi.com

მიწოდება: ქალაქები სადაც ვაწვდის პროდუქციას

დაგვირეკეთ ნებისმიერ დროს, ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით გაგცემენ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დეგეკისრებათ პასუხისმგებლობა.