Красота и Здоровье

ბიოაქტიური კონდიციონერი კოლაგენით და პროვიტამინით B5 „ცხენის ძალა“

500 მლ
მარაგშია
35 ₾

ბიოაქტიური კონდიციონერი „ცხენის ძალა“ - კოლაგენითა და პროვიტამინით B5, 500 მლ

მოკლე აღწერა

აჩუქეთ თქვენს თმას პროფესიონალური სალონური მოვლა სახლიდან გაუსვლელად! ლეგენდარული ბრენდის, „ცხენის ძალის“ (Horse Force)  ბიოაქტიური კონდიციონერი კოლაგენითა და პროვიტამინით B5  „ცხენის ძალა“ წარმოადგენს უნიკალურ ფორმულას, რომელიც ხელს უშლის ბოლოების გაყოფას. ეს არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვისაც აწუხებს თმის ცვენა, ბოლოების გაყოფა და ბზინვარების ნაკლებობა. პროდუქტი უზრუნველყოფს „ლამინირების ეფექტს“ და თმას ხდის მორჩილს, მძიმესა და ჯანსაღს.

პროდუქტის დეტალები

  • მწარმოებელი: შპს სამრეწველო კომპანია „სილამაზე და ჯანმრთელობა“ (უკრაინა). კომპანია აღიარებულია საერთაშორისო ბაზარზე თავისი მაღალტექნოლოგიური და ნატურალური პროდუქციით.
  • გამოშვების ფორმა: 500 მლ ბოთლი დოზატორით, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ გამოყენებას.
  • ძირითადი ჩვენება: თმის ინტენსიური აღდგენა და ბიოლამინაციის ეფექტი - ის ამაგრებს, ატენიანებს და აძლევს თმას ელასტიურობასა და ბზინვარებას.

შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი

კონდიციონერის ეფექტურობა დაფუძნებულია ბიოაქტიური კომპონენტების, ამინომჟავებისა და პოლიმერების კომპლექსზე AMINOPLEX, რომელიც ინტენსიურად ზრუნავს თმის სტრუქტურაზე, აღადგენს დაზიანებულ უბნებს და ქმნის პროფესიული მოვლის ეფექტს:

  • AMINOPLEX კომპლექსი: უნიკალური ამინომჟავებისა და პოლიმერების სისტემა, რომელიც აღწევს თმის ღეროს სიღრმეში და აღადგენს მის დაზიანებულ სტრუქტურას. კომპლექსი აჯერებს თმას აუცილებელი ამინომჟავებით, ზრდის თითოეული ღერის სიმკვრივესა და ელასტიურობას. ის ახდენს თმის ბიოლამინაციის ეფექტს - ხურავს კუტიკულას, ამცირებს ბოლოების გაყოფას და იცავს თმას მექანიკური დაზიანებისგან.
  • კოლაგენი: კოლაგენი ხელს უწყობს თმის სტრუქტურის გამაგრებას და მოცულობის ვიზუალურ გაზრდას. ის ავსებს დაზიანებულ უბნებს, არბილებს თმის ზედაპირს და ანიჭებს მას სიგლუვესა და ბუნებრივ ბზინვარებას. კოლაგენი ასევე ქმნის დამცავ ფენას, რომელიც იცავს თმას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.
  • პროვიტამინი B5 (D-პანთენოლი): პროვიტამინი B5 ინტენსიურად ატენიანებს თმას და ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას თმის ღეროში. ის ამცირებს სიმშრალესა და მტვრევადობას, ამშვიდებს თავის კანს და იცავს თმას თერმული ზემოქმედებისგან - ფენის, უთოსა და სხვა ცხელი იარაღების გამოყენების დროს. შედეგად თმა ხდება უფრო რბილი, ელასტიური და ადვილად სამართავი.

გამოყენების წესი

  • დაიტანეთ კონდიციონერი სუფთა, ნესტიან თმაზე.
  • გაიჩერეთ 1 - 2 წუთი.
  • ჩამოიბანეთ კარგად
  • რეკომენდაცია: განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის, ყოველდღიური და რეგულარული გამოყენებისთვის.

აირჩიეთ „მწვანე აფთიაქის“ რჩეული პროდუქტი — ბიოაქტიური კონდიციონერი კოლაგენით და პროვიტამინით B5  „ცხენის ძალა“, თუ გსურთ გქონდეთ ვარსკვლავური, მბზინავი და ჯანსაღი თმა.