ბაობაბი არის ხე რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა აღწევს 5 000 წელს.ბაობაბი ბუნებაში არსებობს 6 ენდემური სახეობა. ის არ მიეკუთვნება მარადმწვანე ხეთა რიგს, ამიტომ ზამთარში ანუ გვალვიან პერიოდში ცვივა ფოთლები, სწორედ ამ დროს ის ემსგავსება ამოტრიალებულ ხეს.
სამშობლო – ის ძირითადად იზრდება აფრიკის ტროპიკულ სავანებში და ნახევარ უდაბნოებში.
ზომები – მისი გარშემოწერილობა აღწევს 10 მეტრს, ხოლო სიმაღლე 30 მეტრომდე აღწევს. ის არის გიგანტური ხე და ამავე დროს ძალიან ეგზოტიკური.
ყვავილები – მას ყვავილები გამოაქვს გაუფოთლავ ტოტებზე ოქტომბერ – დეკემბერში და ყვავილობს მხოლოდ 1 დღე. მისი ყვავილები არის თეთრი და საკმაოდ დიდი, ყვავილის დიამეტრი აღწევს 20 სანტიმეტრამდე. ყვავილები იხსნება ანუ ყვავდება საღამოს პირზე და ყვავიან მხოლოდნ 1 ღამე. ის თავისი მიმზიდველი სურნელით იზიდავს ღამურებს რომლებიც მას მტვერავენ. დილით კი ისინი ჭკნებიან და ცვივიან.
ნაყოფი – ბაობაბის ნაყოფი ჰგავს ნესვს, ნაყოფი დაფარულია ხავერდოვანი ბუსუსებით. ნაყოფს შიგნიდან აქვს თეთრი ფერის რბილობი, რბილობი საკმაოდ მჟავეა, მაგრამ მისი ჭამა შესაძლებელია. გარდა რბილობისა ასევე აქვს დიდი რაოდენობით შავი ფერის კურკები. მისი რბილობი კვებითი ღირებულებით უტოლდება ხბოს ხორცს, ხოლო მისი გემო ჰგავს კოჭას (იმბირი, ჯანჯაფილი).
სპეციფიკური თვისებები – ბაობაბს აქვს ერთი გასაოცარი თვისება, როდესაც წვიმიანი სეზონია ის თავის გიგანტურ მერქანში ინახავს ტონობით წყალს, ამიტომ მისი მერქანი იბერება. ხოლო როცა დგება გვალვიანი სეზონი ის იწყებს ამ წყლის მარაგის გამოყენებას და თანდათანობით ვიწროვდება.
ბაობაბი არის ძალიან სიცოცხლის უნარიანი ხე. მეცნიებმა აღმოაჩინეს 5 000 წლის ბაობაბის ხე. გარდა იმისა, რომ დიდი ხანი ცოცხლობს ამავე დროს ის უძლებს ხანძრებს, დაავადებებს, მერქნის და ქერქის დაზიანებებს. მოჭრის შემთხვევაშიც კი ის უშვებს ახალ ფესვებს და უბრუნდება სიცოცხლეს.
ვიტამინები: А, B, C, F, K
მიკრო და მაკრო ელემენტები: რკინა, ცინკი, სელენი, ფოსფორი მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი
მკურნალობის მიზნით - 6 გრამი დღეში. შეგიძლიათ გამოიყენოთ კოქტეილებში. ნატურალურ წვენებთან ერთად და ა. შ. ასევე შეგიძლიათ გახსნათ 200 მლ წყალში და ასე მიიღოთ. რეკომენდირებულ დოზას არ გადააჭარბოთ.
უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.
გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ალერგიული ან სხვა სიმპტომები.