1) ბეგქონდარა, მარალია, კულმუხოს ფესვები, კრაზანა, ფარსმანდუკი, მინდვრის შვიტა, სელის თესლი, ასისთავა, ასევე შედის გლიცინი, აეროსილი და C ვიტამინი.
ეს არის ბიოლოგიურად აქტიური მცენარეული საკვებდანამატი, მას აქვს დამატებული C ვიტამინი და გლიცინის ამინომჟავები. მისი მოქმედება გამოწვეულია მცენარეების თვისებებით და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით რომლებიც მოქმედებენ როგორც ანტიდეპრესიული, სედატიური და ნივთიერებათა ცვლის დამარეგულირებლები.
მცენარეული კომლექსი უზრუნველყოფს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას არა მხოლოდ იმ ადამიანებში რომლებსაც აქვთ ფსიქო–ფუნქციონალური დარღვევები რომლებიც გამოწვეულია ნარკოტიკების და ალკოჰოლის გამოყენებით, არამედ ჯანმრთელ ადამიანშიც რომელმაც მიიღო გადაჭარბებული დოზა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების. (ეს აჩვენა ამ პრეპარატის კლინიკურმა კვლევებმა)
ააქტიურებს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფის პროცესს რომელიც დაგროვდა სპირტიანი სასმელებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების სისტემატიური გამოყენების დროს. ნარკოლოგიური კვლევის ცენტრში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ალკოჰოლისა და ნარკოტიკებით გამოევეული ფუნქციური მოშლილობის დროს. ალკოჰოლზე დამოკიდებულების მსუბუქი და საშუალო ფორმების დროს. ასევე ნარკოტიკზე დამოკიდებულების ოპიატებზე, ჰეროინზე და ყაყაჩოზე დამოკიდებულების დროს.
1 აბი დღეში 3 – ჯერ ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა 2 კვირა. არ მიიღოთ სხვა წამლებთან ერთად.
შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური გადაუტანლობა.
ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენოთ.
არ მიიღოთ სხვა წამლებთან ერთად.