სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
მცენარეული კარაქები
მცენარეული კარაქები

გთავაზობთ მცენარეული კარაქების ფართო არჩევანს. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა მცენარისგან დამზადებული როგორც სამკურნალო ასევე კოსმეტიკური კარაქი.

მცენარეული კარაქების შესახებ

მცენარეული კარაქები მრავალი საუკუნეა გამოიყენება როგორც საკვებად ასევე სხვადასხვა სახის დაავადების სამკურნალოდ. თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში კარაქმა დიდი პოპულარობა მოიპოვა კოსმეტიკის ინდუსტრიაში. თითქმის არ არსებობს კრემი ან მაზი რომლის შემცველობაშიც არ შედის მცენარეული კარაქი.

ყველა კარაქები არის განსხვავებული ქიმიური შემადგენლობის რაც ძალიან კარგია, რადგან მათი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით. ამიტომ თუ გაეცნობით მათ ანოტაციას ადვილად შეძლებთ დაადგინოთ რომელი ცხიმის გამოყენება მოუხდება თქვენ კანს ან ორგანიზმს.

კარაქის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრი ადამიანისთვის ცნობილია, რადგან თითქმის არ არსებობს ადამიანი რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გამოუყენებია ის. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ყველა სამკურანალო მცენარეს აქვს თავისი უარყოფითი თვისებები ასევე ყველა კარაქს აქვს თავისი უკუჩვენებებიც, ამიტომ, სანამ გამოიყენებთ რომელიმე მათგანს უმჯობესია გაეცნოთ მის ანოტაციას.

ზოგიერთ შემთხვევაში, ალერგიული ადამიანები აღნიშნავენ, რომ მათ შემთხვევაში კარაქვს ჰქონდა ალერგიული რეაქცია. ეს გასაკვირი არ არის რადგან დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ალერგიული მრავალი საკვები პროდუქტის მიმართაც კი. ამიტომ სანამ გამოიყენებთ რომელიმე მათგანს, დაზღვევის მიზნით ყოველთვის უნდა შეამოწმოთ კანზე, შემხვევით ხომ არ ხართ ალერგიული რომელიმე კომპონენტის მიმართ.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.