სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
კრაზანა
კრაზანა

კრაზანა მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეების რიგს. ამ მცენარეს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს, რისი წყალობითაც მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

კრაზანას შესახებ

კრაზანას ადამიანები უხსოვარი დროიდან იყენებენ სამედიცინო მიზნებისთვის. მცენარეში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს მრავალ, მძიმე, ქრონიკულ დაავადებას.

ქიმიური შემადგენლობა

კრაზანას შემადგენლობაში შედის, ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედი უამრავი სასარგებლო კომპონენტი, მაგალითად:

  • ფლავანოიდები;
  • ჰიპერიცინი;
  • ეთერზეთები;
  • ქოლინი;
  • ფისი;
  • ტანინები;
  • ალკალოიდები;
  • კაროტინოიდები;
  • ვიტამინები C, P, PP;
  • საპონინები;
  • ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტები.

სასარგებლო თვისებები

ნატურალური სამკურნალო მცენარე, კრაზანა, ფლობს მოქმედების ფართო სპექტრს. მცენარეს აქვს დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ქოლეტური და ანტიბაქტერიული თვისებები.

კრაზანა ხელს უწყობს ლორწოვანი გარსისა და კანის სტრუქტურის აღდგენას, ჭრილობების სწრაფად შეხორცებას და განწყობის ამაღლებას. ბალახი დამხმარეა მოწამვლისას, ინტოქსიკაციისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებისას.

გამოყენების სპექტრი

რეკომენდირებულია მწვანე აფთიაქში შეიძინოთ კრაზანა, რომელიც სასარგებლოა შემდეგი დაავადებების მკურნალობისას:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (გასტრიტი, კოლიტი, წყლულები და ა.შ.);
  • დიზენტერია;
  • საკვებით მოწამვლა;
  • ნაღვლის ბუშტის დაზიანება;
  • თირკმლის დაავადება;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • ალკოჰოლიზმი;
  • სინუსიტი, ფარინგიტი, ანგინა;
  • კანის დაზიანება (ჭრილობები, ტრავმა, დამწვრობა, ჩირქოვანი დაზიანება);
  • ტუბერკულოზი;
  • ონკოლოგია;
  • ჰიპოტენზია;
  • გულსისხლძარღვთა დაავადებები;
  • შარდის შეუკავებლობა;
  • ცისტიტი;
  • ოსტეოქონდროზი, რევმატიზმი;
  • ჰემოროი (ბუასილი);
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.

კრაზანა ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ. ალკოჰოლიზმის დაძლევაში დაგეხმარებათ კრაზანას ნაყენი. ეს მცენარე, გროვდება ორგანიზმში და თანდათანობით იწვევს სპირტის მიმართ აუტანლობას და ზიზღს.

კრაზანას სედატიური უნარი ხელს უწყობს ამ სიმპტომების განეიტრალებას. ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ საჭიროა რეგულარულად დალიოთ მცენარის ნაყენი (მკურნალობის კურსი ერთი თვეა, ორი კვირის შემდეგ შეიძლება მისი გამეორება).

კრაზანა დეპრესიის წინააღმდეგ. კრაზანას რეგულარული მიღება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ნერვული აშლილობის, ხშირი სტრესისა და დეპრესიის უარყოფით შედეგებს. ბალახის ნაყენს გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება, მას შეუძლია განწყობის ამაღლება, დაძაბულობის, გადაღლილობის და შფოთვითი შეგრძნებების მოხსნა.

კრაზანას ნაყენის ყოველდღიური გამოყენება (დღეში სამჯერ ნახევარი ჭიქა) დაგეხმარებათ, დაივიწყოთ დაღლილობა, გაღიზიანებულობა და ცუდი განწყობა.

კრაზანას მოქმედება ღვიძლსა და კუჭზე. ეს ბალახი უკვე დიდი ხანია გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა გასტრიტი, წყლულოვანი დაავადებები, კოლიტი და სხვა. გარდა ამისა, ის ებრძვის ღვიძლის დაავადებებსაც.

ბალახის სამკურნალო ნახარში ხსნის ანთებით პროცესს, ტკივილს, აღადგენს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. კრაზანას რეგულარული მიღება (დამოუკიდებლად ან სამედიცინო პრეპარატებთან ერთად) დამხმარეა კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის პრობლემების აღმოსაფხვრელად.

კრაზანას ეფექტი მოწამვლის დროს. მოწამვლით გამოწვეულ სიმპტომებს სწარაფად ხსნის კრაზანას კონცენტრირებული ნაყენი. ასეთი საშუალება ახდენს კუჭის მდგომარეობის ნორმალიზებას, ხსნის გულის რევის შეტევას და ტკივილით გამოწვეულ სპაზმებს და აჩერებს ფაღარათს.

გარდა ამისა, ეს ნაყენი დამხმარეა ორგანიზმში წყალ-მარილოვანი ბალანსის შესანარჩუნებლად და იცავს ორგანიზმს გაუწყლოებისგან. კრაზანას ნაყენის მიღება უნდა დაიწყოთ მოწამვლის პირველივე ნიშნებისას და სვათ მანამ, სანამ ყველა სიმპტომი არ გაქრება.

კრაზანა და თირკმელების დაავადებები. კრაზანა დაგეხმარებათ სწარაფად გაუმკლავდეთ კენჭოვან დაავადებებს. მცენარე ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭებისა და ქვიშის გამოდენას, ხსნის ტკივილს და ანთებით პროცესს. კრაზანის ნაყენით სრული კურსის (1-1,5 თვე) ჩატარების შემდეგ შეამჩნევთ საგრძნობ გაუმჯობესებას.

კრაზანა და ნაღვლის ბუშტი. კრაზანას ჩაი ასუფთავებს ნაღვლის ბუშტს, აქვს ნაღველმდენი ეფექტი და აწესრიგებს ამ ორგანოს მდგომარეობას. კრაზანას რეგულარული გამოყენება ხელს უშლის ნაღვლის წვენის ორგანიზმში დიდი ხნით გაჩერებას, ხსნის ნაღვლის სადინარ მილებში წარმოქმნილ ტკივილს.

კრაზანას ნაყენის მიღება აუცილებელია სულ მცირე დღეში სამჯერ პატარა პორციებით. მცენარეული საშუალების მიღების კურსია 1 თვე.

კრაზანა გაციების წინააღმდეგ. გაციებისა და ვირუსების სეზონზე რეკომენდირებულია კრაზანას მარაგის ქონა სახლში. თუ გრიპი უკვე შეგვხვდა, კრაზანას ნახარშს შეუძლია გააძლიეროს ორგანიზმის თავდაცვის უნარი და დააჩქაროს გამოჯანმრთელების პროცესი. ის ამცირებს ხველის შეტევებს და აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას. მისი მიღება აუცილებელია სრულ გამოჯანმრთელებამდე.

კრაზანას ნაყენით პირის გრუს გამოვლება დამხმარეა ყელის ტკივილის დროს და აღადგენს დაზიანებულ ლორწოვან გარსს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ 2 საათში. კრაზანას გამოყენება კარგი პროფილაქტიკაა გრიპის თავიდან ასაცილებლად.

კრაზანა და ოსტეოქონდროზი. ხერხემლის პრობლემების დროს შეიძლება შინაგანად მივიღოთ კრაზანას სპირტიანი ნაყენი. ამ საშუალებას აქვს უნარი მოაშთოს სპაზმური ტკივილები და მოადუნოს ორგანიზმი. გარდა ამისა, რეკომენდირებულია კრაზანას ნახარშის კომპრესების გაკეთება.

მცენარე სწრაფად ხსნის ანთებასა და შეშუპებას და ამცირებს ტკივილს. ოსტეოქონდროზის დროს კრაზანას ნაყენის გამოყენება აუცილებელია 2 კვირის განმავლობაში. ბალახთან ერთად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები.

კრაზანა და ცისტიტი. შარდის ბუშტის მწვავე ან ქრონიკული ანთების შემთხვევაში, ქალებისთვის რეკომენდირებულია კრაზანას ნახარშის სესიური აბაზანები. ასეთი პროცედურები მოხსნის ანთებას, გამოიყვანს ინფექციას ორგანიზმიდან, დაამშვიდებს ლორწოვან გარსს და შეამცირებს ტკივილის შეგრძნებას შარდვის დროს.

თბილი ნახარში ჩავასხათ განიერ და ღრმა ჭურჭელში. გავიხადოთ და დავჯდეთ ჭურჭელზე. პროცედურა ტარდება 10-15 წუთის განმავლობაში, ნახარშის სრულ გაციებამდე. ასეთი აბაზანების ჩატარება აუცილებელია ყოველ დღე ორი კვირის განმავლობაში (გარდა მენსტრუაციის დღეებისა).

კრაზანა პირის ღრუს სუნის მოსაცილებლად. ნებისმიერი უსიამოვნო სუნის გაჩენისას შესაძლებელია კრაზანას ნახარშის გამოყენება. ხსნარი უნდა გამოვივლოთ პირის ღრუში (პროცედურის ჩატარება აუცილებელია ყოველი ჭამის შემდეგ). ნახარში ასუფთავებს პირის ღრუს საჭმლის ნარჩენებისა და ბაქტერიებისგან, რომლებიც იწვევენ სუნს პირის ღრუში. ხოლო მცენარეში არსებული ეთერზეთები, სუნთქვას უფრო ჯანსაღს გახდის.

კრაზანას მოქმედება ჭრილობისა და დამწვრობის დროს. ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედების წყალობით კრაზანას შეუძლია გაუმკლავდეს კანის ნებისმიერი სახის დაზიანებას. მცენარის ზეთი დაარბილებს კანს, ჩააქრობს ანთებას და ტკივილის შეგრძნებას. მისი გამოყენება შეიძლება ძლიერი დამწვრობის, ღრმა ჭრილობებისა და ტრავმების დროსაც კი. ზეთი უნდა დავასხათ ბამბას (მცირე რაოდენობით) და მსუბუქი მოძრაობებით გავწმინდოთ დაზიანებული კანის მონაკვეთი.

გარდა ამისა, კრაზანას ნახარშის გამოყენება შეიძლება კანის დაავადებების, ჩირქოვანი დაზიანებების, აბსცესებისა და ჭრილობების განსაკურნავად. მას აგრეთვე, გააჩნია ანტიბაქტერიული და დამამშვიდებელი მოქმედება. გარდა ამისა ნახარშისგან შეიძლება კომპრესებისა და საფენების გაკეთება. ამისათვის საჭიროა სუფთა ქსოვილი დავალბოთ ნახარშში და დავიდოთ დაზიანებულ ადგილას დიდი ხნით.

გამოყენების მეთოდები

კრაზანასგან შეიძლება სხვადასხვა სახის სამკურნალო პრეპარატების დამზადება:

სამკურნალო ზეთი. საჭიროა 20 გ. მცენარე და 200 მლ. ზეთი (ზეითუნის, სელის ან მზესუმზირის). მისი დაყენება აუცილებელია ორი თვის განმავლობაში და დროდადრო საჭიროა მორევა. მზა ზეთი უნდა გაიწუროს. შინაგანად მივიღოთ მცირე დოზებით (დღეში მხოლოდ 1 კოვზი). გარდა ამისა შეგვიძლია გამოვიყენოთ კანის გარეგანი დამუშავებისთვის.

სპირტიანი ნაყენი. 4 ს.კ. მცენარეს დავასხათ 100 მლ. სპირტი და გავაჩეროთ 10-14 დღე, შემდეგ კი გავწუროთ. დავლიოთ დღეში 2-3-ჯერ 30-40 წვეთი (ნაყენი უნდა გავაზაოთ სუფთა თბილ წყალში).

ნაყენი. 1 ს.კ. კრაზანა გავხსნათ 1 ჭიქა მდუღარე წყალში. მივცეთ ხსნარს დაყენების საშუალება 30-40 წუთი და გადავწუროთ. ნაყენის მიღება ნებადართულია ჭამამდე, ნახევარი ჭიქის ოდენობით. აუცილებელია 3-4 პორციის მიღება დღეში.

ნახარში. შევურიოთ ჭიქა-ნახევარი მდუღარე წყალი და 3 ს.კ. გამომშრალი და დაღერღილი კრაზანა. მასა ვადუღოთ 3-5 წუთი და შემდეგ გადავწუროთ. გამოიყენება შინაგანი მიღებისთვის (ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ), კომპრესების, საფენების და აბაზანების გასაკეთებლად.

გაფრთხილება

კრაზანას მიღება დაუშვებელი ორსული და მეძუძური დედებისთვის (ნებისმიერი ტრიმესტრის დროს), ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცებისთვის და ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისთვის.

კრაზანას მიღება აკრძალულია ნებისმიერი ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ და მაღალის ტემპერატურის დროს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.