სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ყოჩივარდა
ყოჩივარდა

ყოჩივარდა არის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო მცენარე რომელსაც აქვს გამოყენების ფართო სპექტრი. გთავაზობთ ამ მცენარეს და მასზე დამზადებულ პროდუქციას.

ყოჩივარდას შესახებ

ყოჩივარდა ხარობს, როგორც ველურ ბუნებაში, ისე სახლის პირობებში. სახეობის განურჩევლად ეს ყვავილი შეიცავს ძლიერ მომწამვლელ წვენს, რომელიც მცოდნე ადამიანის ხელში შეიძლება იქცეს საკმაოდ ძლიერ სამკურნალო საშუალებად. გარდა ამისა, სამკურნალოდ გამოყენება მცენარის ბოლქვი და საკმაოდ იშვიათად - მისი ყვავილები.

მეყვავილეებს შორის საკმაოდ პოპულარულ ყვავილს არ აღიარებს ოფიციალური მედიცინა, თუმცა, საკმაოდ ფართო გამოყენება აქვს ჰომეოპათიაში, კოსმეტოლოგიასა და ხალხურ მედიცინაში.

მიუხედავად იმისა, რომ ყოჩივარდას წვენი მომწამვლელია, მისი კოსმეტოლოგიურ თუ სამკურნალო საშუალებებში დამატებისას მას შეუძლია განკურნოს საკმაოდ რთული და ქრონიკული დაავადებები, რომელთა განკურნებაც ტრადიციული პრეპარატებით ვერ ხერხდება.

სახლის პირობებში მცენარის წვენის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. უმჯობესია, გამოიყენოთ უკვე შესაბამისი ტექნოლოგიით დამზადებული მზა პროდუქტი.

გამოყენების სპექტრი

ყოჩივარდას ბაზაზე დამზადებული სამკურნალო საშუალებები დამხმარეა:

  • ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციური დაავადებებისას;
  • ჰაიმორიტისას;
  • სურდოსა და რინიტისას;
  • გაციებით გამოწვეული დაავადებებისას;
  • ადენოიდებთან დაკავშირებული პრობლემებისას;
  • პოლიპების დროს;
  • ჰიპერტონიისას;
  • ხშირი თავის ტკივილების დროს;
  • რადიკულიტის, რევმატიზმისა და პოდაგრის დროს;
  • ალერგიის დროს;
  • დიაბეტის დროს;
  • ღვიძლისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს;
  • ნაწლავის ანთებისას;
  • პირის ღრუს დაავადებების: სტომატიტისა და გინგივიტისას;
  • ცხვირის ნესტოებში ჩირქისა და ლორწოს დაგროვებისა და პარანასალური სინუსების ტკივილისას;
  • გულის დაავადებებისას;
  • კრუნჩხვების, გახშირებული ოფლიანობის, სიცხისა და ანგინის დროს;
  • სახსრების ტკივილისა და რევმატოიდული ანთებისას;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების, გულისრევის შეგრძნებისა და ღებინებისას;
  • მეტეორიზმის, ნაწლავის კოლიკისა და ყაბზობის დროს;
  • ნაწლავებში პარაზიტებისა და ჭიების არსებობისას;
  • ოტიტისას;
  • თვალის დაავადებებისას;
  • კანის პრობლემებისას: აკნეს, აბსცესის, ჭრილობებისა და პიგმენტაციისას.

სასარგებლო თვისებები

ყოჩივარდას ბაზაზე დამზადებული პრეპარატები გამოირჩევიან შემდეგი მოქმედებით:

ანტიმიკრობული. ლორწოვან გარსებთან კონტაქტისას, ყოჩივარდას ექსტრაქტი ანადგურებს პათოგენურ მიკროფლორას და აწესრიგებს მის მდგომარეობას;

ანთების საწინააღმდეგო. ყოჩივარდა ეფექტურად ებრძვის დაჩირქებას, ახორცებს ჭრილობებს კანზე და ლორწოვან გარსზე;

შეშუპების და სიმსივნის საწინააღმდეგო. ყოჩივარდა ადვილად ანეიტრალებს სიმკვრივეებს და გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე, რაც შეშუპების ძირითადი გამომწვევი მიზეზია;

დამამშვიდებელი. მცენარე ახდენს ნერვული სისტემის მდგომარეობის ნორმალიზებას და აუმჯობესებს ფსიქიკურ მდგომარეობას;

იმუნომოდულატორი. ვინაიდან ყოჩივარდა აძლიერებს იმუნიტეტს, მას ხშირად იყენებენ გაციების, ინფექციური და სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად;

დამცავი. მცენარე ეფექტურად იცავს უარყოფითი ფაქტორების გავლენისგან.

ყოჩივარდასგან დამზადებული პრეპარატები

ყოჩივარდას ზეთი მზადდება მცენარის ბოლქვების გამოწურვის შედეგად, რა დროსაც ნარჩუნდება მცენარეში არსებული ნივთიერების სრული კომპლექსი. ცხვირის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას ყოჩივარდას ზეთი კლავს ინფექციის გამომწვევ მიკრობებს და აწესრიგებს მიკროფლორას. ამის წყალობით შესაძლებელია მწვავე რესპირატორული ინფექციების სიმპტომების სწრაფად მოხსნა და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება.

ყოჩივარდას ზეთის მოქმედებას აძლიერებენ ყურძნის წიპწის ზეთის დამატებით. წიპწის ზეთს გააჩნია ორგანიზმში შეღწევადობის მაღალი მაჩვენებელი, შედეგად ეს ორის ზეთის ერთობლივად უფრო სწრაფად იძლევა შედეგს ვიდრე ცალ-ცალკე.

ყოჩივარდას ცხვირის წვეთები განკუთვნილია ჰაიმორიტის სწრაფი მკურნალობისთვის. ისინი ხელს უწყობენ ჩირქის და ლორწოს სინუსებიდან აღმოფხვრას, შედეგად შაკიკი უკან იხევს, ძილი უმჯობესდება, არითმია და ქოშინი ქრება. ყოჩივარდას წვეთები კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ნებისმიერი რესპირატორული ინფექციისა თუ ანთებისას.

კრემები და ბალზამები. ყოჩივარდასა და სხვა მცენარეული ექსტრაქტების საფუძველზე შექმნილ ბალზამებსა და კრემებს გააჩნიათ ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება, ახდენენ სისხლძარღვების შეკუმშვას და ხსნიან შეშუპებას. ასეთი საშუალებები ძალიან მოსახერხებელია გამოსაყენებლად, ისინი მოქმედებენ კომპლექსურად, აღმოფხვრიან რესპირატორული დაავადების ყველა ნიშანს და იცავენ ორგანიზმს სხვადასხვა გართულებისგან.

კოსმეტიკა. კოსმეტიკურ საშუალებებში ყოჩივარდას შემცველობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე სამკურნალო პრეპარატებში, თუმცა ამ შემთხვევაში ყოველგვარი შიში გარეშე შეიძლება მისი ხანგრძლივი გამოყენება. კოსმეტიკური საშუალებები რომლებიც შეიცავს ყოჩივარდას კარგად წმენდენ სახეს და აშორებენ პიგმენტაციას.

გაფრთხილება

მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული: ინდივიდუალური აუტანლობისას, წყლულოვანი დაავადებებისას, ორსულობისას, ლაქტაციისას და 10 წლამდე ბავშვებისთვის.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.