სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
კატაბალახა ვალერიანი
კატაბალახა

კატაბალახა არის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო მცენარე რომელსაც აქვს გამოყენების ფართო სპექტრი. გთავაზობთ ამ მცენარეს და მასზე დამზადებულ პროდუქციას.

კატაბალახას შესახებ

კატაბალახას სამკურნალო მიზნით უძველესი დროიდან იყენებდნენ. სამკურნალო მცენარის ფესვი ხსნის გულისა და თავის ტკივილს, იძლევა სედატიურ ეფექტს და აუმჯობესებს ძილს. ამ ბალახს პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი მოვლენები და დასაშვებია ორსული ქალებისა და ბავშვებისთვის.

შემადგენლობა

ბალახეული ნაკრების რომელშიც შედის კატაბალახას ფესვები და მიწისზედა ნაწილი არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტია. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები როგორიცაა:

  • ალკალოიდები;
  • პოლისაქარიდები;
  • ეთერზეთები;
  • სახამებელი;
  • გლიკოზიდები;
  • ფისები;
  • ტანიდები;
  • ბორნეოლი;
  • ფორმჟავა, ძმარმჟავა და ა.შ.

სასარგებლო თვისებები

კატაბალახას ფესვს აქვს სასარგებლო მოქმედება ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემაზე. გარდა ამისა, აქვს ქოლეტური, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედება, აფართოებს სპაზმის შედეგად შევიწროებულ სისხლძარღვებს და ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

მცენარე უმკლავდება კუნთების კრუნჩხვებს, ეპილეფსიის და გაღიზიანების შეტევებს, ნევროზებს და ძილის დარღვევას. აკუმულაციური ეფექტის მქონე ბუნებრივი საშუალება, ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას და აღადგენს თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობას.

გამოყენების სპექტრი

კატაბალახას ფესვი რეკომენდირებულია ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა:

  • ხშირი თავის ტკივილები;
  • ქრონიკული უძილობა;
  • ნერვული დაძაბულობა;
  • დეპრესია, ნერვული აშლილობა;
  • თირკმელებისა და ღვიძლის დარღვევები;
  • ჰიპერტონია;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები.

გარდა ამისა, კატაბალახას ფესვი ენიშნებათ ქალბატონებს მენოპაუზის პერიოდში და მათ ვინც გადაიტანა მძიმე ქირურგიული ოპერაცია, რადგან ის აჩქარებს ორგანიზმის აღდგენის პროცესს.

კატაბალახა და უძილობა

კატაბალახა სწრაფად აგვარებს უძილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. დაგროვებითი ეფექტის წყალობით ის გავლენას ახდენა ნერვულ სისტემაზე და ხსნის მის აღგზნებადობას, აქვს სედატიური ეფექტი და ხსნის გაღიზიანებულობასა და დაძაბულობას. შედეგად უძილობა უკან იხევს და ადამიანს ეძლევა საშუალება სრულფასოვნად დაისვენოს ღამის საათებში.

კატაბალახა და წნევა

კატაბალახა ეფექტიანია ჰიპერტონიის მკურნალობისას. მცენარის ჰიპოტენზიური მოქმედება ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის შემცირებას და მთლიანი ორგანიზმის მუშაობის ნორმალიზებას.

კატაბალახა თავის ტკივილის წინააღმდეგ

კატაბალახა ადვილად ებრძვის თავის ტკივილებს და ქრონიკულ შაკიკს. სამკურნალო ფესვი აფართოებს სისხლძარღვებს და ხსნის სპაზმებს, შედეგად კი მტანჯველი სიმპტომები ქრება. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ კატაბალახას მიღება აძლიერებს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მოქმედებას.

კატაბალახა და დეპრესია

ნერვული აშლილობები, ყოველდღიური სტრესი და ნერვიულობა იწვევს დეპრესიული ფონის გაჩენას. ასეთ დროს, კატაბალახას ფესვის არომატიც კი საკმარისია, რათა იგრძნოთ ძალების მომატება და განწყობის ამაღლება. ამ მცენარისგან დამზადებული სასმელის ყოველდღიური მიღება დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ დეპრესიას, დაიბრუნოთ კარგი განწყობა და მოახდენს მატონიზებელ ეფექტს.

კატაბალახა და ტაქიკარდია

კატაბალახას სამკურნალო თვისებების წყალობით შეგვიძლია გავუმკლავდეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მრავალ დაავადებას. მისი რეგულარული მიღება ხსნის სპაზმებს გულის სისხლძარღვებიდან. ამ მოქმედების წყალობით ტაქიკარდია გადის, გულისცემა კი მწყობრში დგება.

კატაბალახა და კლიმაქსი

მენოპაუზის დადგომასთან ერთად ქალბატონები გრძნობენ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს და განიცდიან მრავალ არასასიამოვნო სირთულეს. კატაბალახასგან დამზადებული სასმელი ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს ცხელ ციმციმებს, ჭარბ ოფლიანობას, გაღიზიანებას და სხვა სიმპტომებს, რომლებიც მენოპაუზის პერიოდში ჩნდება. ეს სასმელი საგრძნობლად აუმჯობესებს ქალბატონების ზოგად მდგომარეობას.

გამოყენების მეთოდები

კატაბალახასგან შეიძლება წყალზე ან სპირტზე დაფუძნებული ნაყენების დამზადება შემდეგი რეცეპტებით:

ნაყენი წყალზე. 2 ს.კ. კატაბალახას დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. ჭურჭელს დავახუროთ თავი, დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და გავაცხელოთ 20-30 წუთის მანძილზე. ამის შედეგ ბალახი გავწუროთ, სითხე გადავწუროთ და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. მიღებული კონცენტრირებული სითხე გავაზავოთ თბილ ადუღებულ წყალში ისე, რომ მივიღოთ 250 მლ. კატაბალახას ნაყენის მიღება რეკომენდირებულია დღეში 2-4-ჯერ. ერთჯერადი პორცია დიდებისთვის არის 1 ს.კ. ხოლო, ბავშვებისთვის - 1 ჩ.კ.

სპირტიანი ნაყენი. შევურიოთ კატაბალახას გამომშრალი ფესვი და სპირტი (70%) შემდეგი პროპორციით 1:5, გავაჩეროთ ხსნარი ერთი კვირის მანძილზე. ნაყენი მიღება დაშვებულია დღეში 3-ჯერ 15-30 წვეთი თითო მიღებაზე.

გაფრთხილება

კატაბალახას მიღება არ არის რეკომენდირებული მისი ინდივიდუალური აუტანლობის დროს. გარდა ამისა ქალბატონებისთვის რომლებიც იმყოფებიან ორსულობის პირველ ტრიმესტრში. კატაბალახას მიღება დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს ზოგიერთი პრეპარატის მიღების დროს. სამკურნალო მცენარემ შეიძლება გააძლიეროს საძილე, სედატიური და გამაყუჩებელი პრეპარატების მოქმედება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.