სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
მანდარინის ეთერზეთი
მანდარინის ეთერზეთი
ფლაკონში არის 15 მილილიტრი
1 – 35.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

მანდარინის ეთერზეთის აღწერა

მანდარინის ეთერზეთი მიიღება მანდარინის ქერქისგან. ეთერზეთის მიღების მეთოდია ორთქლის დისტილაცია. პროდუქტი არის 100% ნატურალური. ზეთი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. გამოიყენება როგორც კოსმეტიკური ასევე პარფიუმერული დანიშნულებით.

ეთერზეთი ეფექტურად აშორებს კანს სტრიებს ნაწიბურებს და ნაიარევებს. ასევე ნორმაში მოჰყავს პრობლემური ცხიმიანი კანი. კანს აშორებს აკნეს და პიგმენტურ ლაქებს.

ეთერზეთის ფარმაკოლოგიური თვისებები

    მოქმედება ორგანიზმზე

  1. ანტისეპტიკური.
  2. ანთების საწინააღმდეგო.
  3. ანტიცელულიტური.

ეთერზეთის გამოყენების რეცეპტები

შემოწმება ყნოსვით:
თუ ეთერზეთის სურნელის შესუნთქვის შემდეგ არ გრძნობთ დისკომფორტს, თქვენთვის მისი სურნელი სასიამოვნოა და არ იწვევს სასუნთქი გზების სპაზმს რომელსაც თან სდევს ხველა და ქოშინი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მისი გამოყენება.

შემოწმება კანზე:
1 წვეთი ეთერზეთი გახსენით 1 / 2 ჩაის კოვზ ნებისმიერ მცენარეულ ზეთში და მიღებული მასის მცირე ნაწილი წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით ზეთი არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთი დაბრკოლების გარეშე.

გარეგანი გამოყენების მეთოდები:
მანდარინის ეთერზეთი კარგად ერწყმის სალბის და სანდალოზის ეთერზეთებს, მათი შერევა ხდება პროპორციებით 1:1:1. ეს კომპოზიცია განსაკუთრებით ეფექტურია პრობლემური კანის შემთხვევაში. ამ ეთერზეთების კომპოზიცია შეგიძლიათ გამოიყენოთ დამჭკნარი განის გასაახალგაზრდავებლად, მას ამ კუთხითაც კარგი შედეგები აქვს. ასევე ამ კომპოზიციით შეგიძლიათ გაამდიდროთ სამასაჟე საშუალებები, ვანები და გამოიყენოთ შენობის არომატიზაციისთვის.

კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება:
5 წვეთი ეთერზეთი შეურიეთ 10 – 15 მილილიტრს – კრემს, ტონიკს, ლოსიონს ან შამპუნს.

მასაჟისთვის:
5–7 წვეთი ეთერზეთი შეურიეთ 1 – 2 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს – ატმის, ნუშის, ჟოჟობის ან თქვენს მიერ შერჩეულ კრემს.

ვანის მიღება:
სავსე ვანაში რომელშიც წყლის ტემპერატურაა (36 –38 გრადუსი), დაამატეთ 6–7 წვეთი ეთერზეთი რომელიც წინასწარ იქნება შერეული 1 სუფრის კოვზ ემულგატორთან – რძე, თაფლი, ზღვის მარილთან. ვანის მიღების ხანგრძლივობა 10–20 წუთი.

შენობის არომატიზირება:
არომალამპაში დაამატეთ 6–7 წვეთი ეთერზეთი. პროცედურის ხანგრძლივობა 15 – 20 წუთი.

გაფრხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.
არ გამოიყენოთ ფეხმძიმე ქალებმა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებმა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.