ეთერზეთი მიიღება გრეიფრუტის ქერქისგან. ეთერზეთის მიღების მეთოდია ორთქლის დისტილაცია. პროდუქტი არის 100% ნატურალური. ზეთი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. გამოიყენება როგორც კოსმეტიკური ასევე პარფიუმერული დანიშნულებით.
ეთერზეთი ამაღლებს ორგანიზმის წინაამდეგობის უნარს ისეთი დაავადებების მიმართ რომელიც თან სდევს გაცივებას. ორგანიზმს ეხმარება ღრძილებიდან სისხლდენის დროს. აქვს შეშუპების საწინააღმდეგო, ლიმფოდრენაჟული და გამწმენდი მოქმედება. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ებრძვის ჭარბ წონას. ავიწროვებს კანის ფორებს და უბრუნებს ჯანსაღ იერს.
შემოწმება ყნოსვით:
თუ ეთერზეთის სურნელის შესუნთქვის შემდეგ არ გრძნობთ დისკომფორტს, თქვენთვის მისი სურნელი სასიამოვნოა და არ იწვევს სასუნთქი გზების სპაზმს რომელსაც თან სდევს ხველა და ქოშინი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მისი გამოყენება.
შემოწმება კანზე:
1 წვეთი ეთერზეთი გახსენით 1 / 2 ჩაის კოვზ ნებისმიერ მცენარეულ ზეთში და მიღებული мასის მცირე ნაწილი წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით ზეთი არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთი დაბრკოლების გარეშე.
გარეგანი გამოყენების მეთოდები:
გრეიფრუტის ეთერზეთი ვარდის და ლავნდის ზეთებთან შეზავებით პროპორციებით 1:1:1 ეფექტურია ცელულიტთან და ჭარბ წონასთან საბრძოლველად. ხოლო ცხიმიანი პრობლემური კანის მოვლაში დაგეხმარებათ სალბის ბერგამონტის გრეიფრუტის ზეთების კომპოზიცია 1:1:1 პროპორციებით. ასევე ამ კომპოზიციებით შეგიძლიათ გაამდიდროთ სამასაჟე საშუალებები, ვანები და გამოიყენოთ შენობის არომატიზაციისთვის.
კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება:
5 წვეთი ეთერზეთი შეურიეთ 10 – 15 მილილიტრს – კრემს, ტონიკს, ლოსიონს ან შამპუნს.
მასაჟისთვის:
5–7 წვეთი ეთერზეთი შეურიეთ 1 – 2 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს – ატმის, ნუშის, ჟოჟობის ან თქვენს მიერ შერჩეულ კრემს.
ვანის მიღება:
სავსე ვანაში რომელშიც წყლის ტემპერატურაა (36 –38 გრადუსია), დაამატეთ 6–7 წვეთი ეთერზეთი რომელიც წინასწარ იქნება შერეული 1 სუფრის კოვზ ემულგატორთან – რძე, თაფლი, ზღვის მარილთან. ვანის მიღების ხანგრძლივობა 10–20 წუთი.
შენობის არომატიზირება:
არომალამპაში დაამატეთ 6–7 წვეთი ეთერზეთი. პროცედურის ხანგრძლივობა 15 – 20 წუთი.
პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.
არ გამოიყენოთ ფეხმძიმე ქალებმა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებმა.