სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ჩაის ხის ეთერზეთი
ჩაის ხის ეთერზეთი
ფლაკონში არის 15 მილილიტრი
1 – 35.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ჩაის ხის ეთერზეთის აღწერა

ჩაის ხის ეთერზეთი მიიღება მცენარის ფოთლებისგან და ღეროებისგან. ეთერზეთის მიღების მეთოდია ორთქლის დისტილაცია. პროდუქტი არის 100% ნატურალური. ზეთი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. გამოიყენება როგორც კოსმეტიკური ასევე პარფიუმერული დანიშნულებით.

აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. ასევე დამწვრობების, ნაკაწრების და მუწუკების შეხორცებას. ეფექტური საშუალებაა ტუჩის ჰერპესის სამკურნალოდ. ეხმარება ორგანიზმს მეჭეჭებთან და პაპილომასთან ბრძოლაში. აძლიერებს თმას და აქრობს ქერტლს.

ეთერზეთის ფარმაკოლოგიური თვისებები

    მოქმედება ორგანიზმზე

  1. ანტისეპტიკური.
  2. სოკოს საწინააღმდეგო.
  3. ბაქტერიოციდული.

ეთერზეთის გამოყენების რეცეპტები

შემოწმება ყნოსვით:
თუ ეთერზეთის სურნელის შესუნთქვის შემდეგ არ გრძნობთ დისკომფორტს, თქვენთვის მისი სურნელი სასიამოვნოა და არ იწვევს სასუნთქი გზების სპაზმს რომელსაც თან სდევს ხველა და ქოშინი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მისი გამოყენება.

შემოწმება კანზე:
1 წვეთი ეთერზეთი გახსენით 1 / 2 ჩაის კოვზ ნებისმიერ მცენარეულ ზეთში და მიღებული მასის მცირე ნაწილი წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით ზეთი არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთი დაბრკოლების გარეშე.

გარეგანი გამოყენების მეთოდები:
ჩაის ხის ეთერზეთი ძირითადად გამოიყენება სუფთა სახით ან სხვა ეთერზეთებთან შერევით თანაბარი პროპორციებით. მაგალითად ლავანდის, სალბის და როზმარინის. ასევე ეს კომპოზიცია გამოიყენება კრემების შამპუნების და სხვა სახის კოსმეტიკური საშუალებების გასამდიდრებლად. ტუჩის ჰერპესის სამკურნალოდ გამოიყენეთ გაუზავებელი ჩაის ზეთი.

კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება:
2–3 წვეთი ეთერზეთი შეურიეთ 10 – 15 მილილიტრს – კრემს, ტონიკს, ლოსიონს ან შამპუნს.

სპირტიანი ხსნარი:
3–5 წვეთი ეთერზეთი გახსენით 8 მილილიტრ 70–90% ეთილის სპირტში. გამოიყენეთ კანის სოკოთი დაზიანების შემთხვევაში.

ვანის მიღება:
სავსე ვანაში რომელშიც წყლის ტემპერატურაა (36 –38 გრადუსი), დაამატეთ 4–5 წვეთი ეთერზეთი რომელიც წინასწარ იქნება შერეული 1 სუფრის კოვზ ემულგატორთან – რძე, თაფლი, ზღვის მარილთან. ვანის მიღების ხანგრძლივობა 10–20 წუთი.

შენობის არომატიზირება:
არომალამპაში დაამატეთ 6–7 წვეთი ეთერზეთი. პროცედურის ხანგრძლივობა 15 – 20 წუთი.

გაფრთხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.
არ გამოიყენოთ ფეხმძიმე ქალებმა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებმა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.