მელისას ეთერზეთი მიიღება მცენარის ფოთლებისგან და წვერებისგან. ეთერზეთის მიღების მეთოდია ორთქლის დისტილაცია. პროდუქტი არის 100% ნატურალური. ზეთი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. გამოიყენება როგორც კოსმეტიკური ასევე პარფიუმერული დანიშნულებით.
ბარამბოს ეთერზეთი გამოიყენება ცხიმიანი და პრობლემური კანის მოსავლელად. ასევე კარგია აკნეს სამკურნალოდ. ასუფთავებს თმებს ქერტლისგან. ნორმაში მოჰყავს თმების ცხიმის სეკრეტი. ამაღლებს თმების ტონუსს. კარგია კუტიკულის მოსავლელად.
შემოწმება ყნოსვით:
თუ ეთერზეთის სურნელის შესუნთქვის შემდეგ არ გრძნობთ დისკომფორტს, თქვენთვის მისი სურნელი სასიამოვნოა და არ იწვევს სასუნთქი გზების სპაზმს რომელსაც თან სდევს ხველა და ქოშინი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მისი გამოყენება.
შემოწმება კანზე:
1 წვეთი ეთერზეთი გახსენით 1 / 2 ჩაის კოვზ ნებისმიერ მცენარეულ ზეთში და მიღებული მასის მცირე ნაწილი წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით ზეთი არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთი დაბრკოლების გარეშე.
კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება:
3–5 წვეთი ეთერზეთი შეურიეთ 10 – 15 გრ – კრემს, ტონიკს, ლოსიონს ან შამპუნს.
მასაჟისთვის:
4–5 წვეთი ეთერზეთი შეურიეთ 1 – 2 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს – ატმის, ნუშის, ჟოჟობის ან თქვენს მიერ შერჩეულ კრემს.
ვანის მიღება:
სავსე ვანაში რომელშიც წყლის ტემპერატურაა (36 –38 გრადუსი), დაამატეთ 3–5 წვეთი ეთერზეთი რომელიც წინასწარ იქნება შერეული 2–4 სუფრის კოვზ ემულგატორთან – რძე, თაფლი, ზღვის მარილთან და ა. შ. ვანის მიღების ხანგრძლივობა 15–30 წუთი.
შენობის არომატიზირება:
არომალამპაში დაამატეთ 2–3 წვეთი ეთერზეთი. პროცედურის ხანგრძლივობა 15 – 30 წუთი.
პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.
არ გამოიყენოთ ფეხმძიმე ქალებმა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებმა.