სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
დინდგელის პროპოლისის სპირტიანი ნაყენი
დინდგელის (პროპოლისის) 15% სპირტიანი ნაყენი
ფლაკონში არის – 100 მილილიტრი
1 – 16.00 ლარი
2+1 - 32 ლ
საქართველო

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით. ფლაკონზე მითითებულია ინსტრუქცია და ვადა.

პროპოლისის აღწერა

პროპოლისი არის მუშა ფუტკრების მიერ მცენარეების კვირტებიდან, ფოთლებიდან, ტოტებიდან და ზოგიეთი ბალახიდანაც აღებული ფისისებრი ნივთიერება რომელსაც მცენარეები დაცვის მიზნით გამოიმუშავებენ. შემდეგ ფუტკრები ამ წებოვან ნივთიერებებას გადაამუშავებენ თავისი ზედა ყბის სეკრეტით და უმატებენ სანთელს სხვადასხვა დოზებით. ასევე დინდგელს ფუტკრები უმატებენ ყვავილის მტვერს მცირე დოზებით. შედეგად იღებენ რთულ ფისოვან ნივთიერებას. მიღებული პროდუქტი არის წებოვანი. ფუტკრები დინდგელს იყენებენ სკაში ღრიჭოების ამოსავსებად. გარდა საშენი მასალისა ასევე ის არის სადეზინფექციო საშუალება. ფუტკრები სანამ თაფლს მოათავსებენ ფიჭაში მას ფარავნ თხელი დინდგელის ფენით მისი დეზინფექციის მიზნით. ცნობილია, რომ თუ სკაში შეაღწია მავნებელმა (შეიძლება მღრღნელიც იყოს), ფუტკრემი მას თავს ესხმიან და კლავენ თავისი შხამით. შემდეგ მას გარეთ აგდებენ. თუ მოხდა ისე, რომ მისი გადაგდება ფუტკრების ძალებს აღემატება. ასეთ შემთხვევაში მას ფარავენ პროპოლისით და სანთლით. ეს იცავს სკას ბაქტერიებისგან და მავნებლის სხეული აღარ იხრწნება წლების განმავლობაში.

პროპოლისს აქვს მომწარო გემო. აქვს თაფლის და სანთლის სუნი. ის შეიძლება იყოს ოქროს ფერი, ყავისფერი ან მუქი მწვანე და ა. შ. მისი ფერი დამოკიდებულია იმ მცენარეებზე რომლისგანაც მას იღებენ ფუტკრები.

პროპოლისის ქიმიური შემადგენლობა

პროპოლისში არის ათეულობით სხვადასხვა ნივთიერება და ნაერთი. ისინი იყოფა 4 ჯგუფად: 1) ფისები, 2) ბალზამები, 3) ცვილი, 4) ზეთები. მასში არის 30% – მდე ცვილი, მცენარეული ფისოვანი ნივთიერებები - 50-55%, ეთერ ზეთები - 8-10%, 5-10% სხვა ნაერთები. ასევე ის შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, გოგირდს, ქლორს, რკინას, ალუმინს, ვანადიუმს, თუთიას, მანგანუმს, სპილენძს, სილიკონს, სელენს, ცირკონიუმს, ფთორს, სტიბიუმს, კობალტს, სტრონციუმს და სხვა აუცილებელი მიკროელემენტებს.

ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით სხვადასხვა ვიტამინებს: B1, B2, B6, A, E, ნიკოტინმჟავა და ა. შ.

ასევე ცოტა აზოტოვან ნივთიერებებს - ცილებს და ამინომჟავებს როგორიცაა გლუტამინის, ცისტეინის, მეთიონინის, სერინის, გლიცინის, ტრეონინის, ალანინის, ლიზინის და სხვა მჟავებს.

პროპოლისის ფარმაკოლოგიური თვისებები

პირველად პროპოლისი მოიხსენიება ძველ ეგვიპტეში. მოგვიანებით მისი გამოყენება დაიწყეს საბერძნეთში. ძველ დროში დინდგელს იყენებდნენ გაცივების დროს. კანის დაჩირქების, კუნთების და სახსრების სამკურნალოდ. ასევე არის ჩანაწერები, რომ მას იყენებდნენ ეგზემის, ჭრილობების და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

პროპოლისის ერთერთი ძირითადი თვისებაა ვირუსებითან ბრძოლა. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მისი ეს უნიკალური თვისება უფრო ძლიერდება თუ მას გამოიყენებთ თაფლთან და ფუტკრის რძესთან ერთად.

ადამიანის ორგანიზმში ასუფთავებს უჯრედების მემბრანებს. შლის უარყოფით ქოლესტერინს, მწყობრში მოჰყავს უჯრედის სუნთქვა, ებრძვის პათოლოგიურ უჯრედებს, აღადგენს დაზიანებულ ქსოვილს.

დინდგელი ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას მაიონებელი გამოსხივებისადმი. ასევე ორგანიზმზე მოქმედებს როგორც მატონიზირებელი საშუალება. დადებითად მოქმედებს ფსიქოფიზიკურ პროცესებზე. აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს შფოთვას და დეპრესიას.

პროპოლისი არის ჩართული ენდოკრინული სისტემის რეგულაციაში. აქვს ანტიოქსიდანტური თვისება რაც ძალიან დიდ როლს თამაშობს ონკოლოგიაში, ის ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას და ამავე დროს არ არის ტოქსიკური.

პროპოლისს აქვს სწრაფი მოქმედება ანთების საწინააღმდეგდ. ასევე ის აქტიურად გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ რომლებსაც თან ახლავს ინტოქსიკაცია. ეს დაავადებებია ტუბერკულოზი, დიფტერია, ქუნთრუშა და ა. შ.

ძალიან კარგად აღადგენს ქსოვილებს, ეხმარებე ორგანიზმს ჭრილობების შეხორცებაში, არბილებს დამწვარი კანის ნაწიბურებს. ეხმარება ორგანიზმს მოტეხილობის სწრაფად შეხორცებაში.


  1. მსხვილი ნაწლაავის ანთება.
  2. გასტრიტი.
  3. ნაწლავების შებერილობა.
  4. გაცივება.
  5. გრიპი.
  6. ბრონქიტი.
  7. ყელის ანთება.
  8. სინუსიტი.
  9. ყურის დაავადებები.
  10. კონიუქტივიტი.
  11. თავის ტკივილები.
  12. პაროდონტოზი.
  13. ეგზემა.
  14. კიდურების მოყინვა.
  15. მიკოზები.
  16. საშარდე გზების ინფექცია.
  17. პოდაგრა.
  18. ართრიტი.
  19. სიმსივნე.

გამოყენების წესი

შინაგანი მიღების წესი. 15 – 20 წვეთი გახსენით 100 მილილიტრ ანადუღარ თბილ წყალში ან რძეში. მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 3 – 4 კვირა.

გარეგანი გამოყენების წესი. კანის ჩირქოვანი დაავადებების, ჭრილობების და დაზიანებების დროს, სპირტიანი ნაყენით უნდა დაასველოთ ტამპონი და წაისვათ დაზიანებულ ადგილებზე დღეში 1 – 3 ჯერ. სრულ განკურნებამდე.

გაფრთხოლება

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

თუ არასოდეს მიგიღიათ ფუტკრის პროდუქტები შესაძლოა იშვიათ შემთხვევაში აღინიშნოს ალერგია. ამიტომ თავიდან მიიღეთ მცირე დოზა, რომ გაიგოთ ხართ თუ არა ალერგიული პროდუქტზე.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.