პროპოლისის მაზი დამზადებულია ცივი დაწურვის მეთოდით მიღებული სელის თესლის ზეთისგან, საუკეთესო ხარისხის ფუტკრის სანთლისგან და პროპოლისისგან. მალამო დამზადებულია შერევის საუკეთესო მეთოდით, მას არ გაუვლია თერმული დამუშავება, რის შედეგადაც მას შენარჩუნებული აქვს ყველა სასარგებლო ნივთიერება. დიდნგელის მალამოში არის სამკურნალო ნივთიერებების ბუკეტი. მალამოს აქვს მოყავისფრო მოყვითალო ფერი და სასიამოვნო, დინდგელის და სანთლის სურნელი.
დინდგელი (პროპოლისი) არის ანტი მიკრობული უძლიერესი ბუნებრივი ნივთიერება. დინდგელი არის ნივთიერება რომლის გარემოშიც ვერ ვითარდება ვერცერთი მიკრობი და პარაზიტი. ის ორგანიზმს ეხმარება: მოტეხილობების სწრაფ შეხორცებაში, კანის დაზიანებული ქსოვილების აღდგენაში და ჭრილობების შეხორცებაში. არბილებს დამწვარი კანის ნაწიბურებს, ასუფთავებს უჯრედის მემბრანას, მწყობრში მოჰყავს უჯრედის სუნთქვა და ებრძვის პათოლოგიურ უჯრედებს.
ფუტკრის სანთელი (ცვილი) აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. სანთლის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები. სანთელი ქსოვილებს ამარაგებს სამკურნალო და საშენი ნივთიერებებით, რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენითი პროცესები.
სელის ზეთი მდიდარია უჯერი ცხიმებით როგორიც არის ომეგა 3. ომეგა 3 არის ცხიმმჟავა რომელიც ებრძვის ქსოვილებში მიმდინარე ანთებით პროცესებს. ეხმარება უჯრედებს მემბრანის განახლებაში, რადგან მემრანის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება არის ომეგა 3. გარდა ამისა სელის ზეთი ძალიან მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. სწორედ მათი წყალობით ის ამარაგებს დაზიანებულ კანს და ეხმარება ქსოვილებს სწრაფ რეგენერაციაში.
როგორც ავღნიშნეთ ჩვენი მალამო არის უნიკალური, რადგან ყველა მასში შემავალი კომპონენტი, მაგალითად სელის ზეთი არის ჩვენი წარმოებული და არის ცივი გამოწურვის მეთოდით მიღებული, რასაც ვერ ვიტყვით სხვა მწარმოებლებზე. ხშირ შემთხვევაში მათი ზეთები არ არის ნატურალური, ან არის რაფინირებული, ასეთი სახის ზეთებს არ გააჩნიათ სამკურნალო თვისებები. დინდგელი და სანთელიც მაქსიმალურად ახალია და სავსეა ყველა სამკურნალო ნივთიერებით.
მისი გამოყენება შესაძლებელია ფურუნკულოზის, დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარების, ნეიროდერმიტების, ტროფიკული წყლულის, სოკოვანი დაავადებების, პროქტიტის, ვაგინიტისა და საშვილოსნოს ეროზიების სამკურნალოდ.
შეიზილეთ კანის დაზიანებულ ნაწილზე, ასევე შესაძლებელია დაზიანებულ კანზე დოლბანდით დადება, პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ. მკურნალობის კურსი 14-21 დღე.
მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია მაშინ ეს პროდუქტი არ გამოიყენოთ. გამოყენებამდე კანზე შეამოწმეთ ალერგიულობა. მცირე დოზით შეიზილეთ მაჯის შიდა მხარეზე და დაელოდეთ 20-40 წუთი, თუ არ აღინიშნა რაიმე ალერგიული გამოვლინება შეგიძლიათ გამოიყენოთ.
თუ გამოყენებისას განვითარდა კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი. მაშინ ასეთ შემთხვევებში დინდგელის მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს.