ოდიდგანვე, ზღვისპირა ქალაქებში მცხოვრები ხალხი, ამურის ხავერდის ქერქს იყენებდა როგორც ანტისეპტიკურ, ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ საშუალებად სოკოს დაავადების, დერმატომიკოზის, კანის დაავაღებების და ჰერპესის ღროს. კრემ–ბალზამის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ პირველად იქნა გამოყენებული ორი მძლავრი ანტისეპტიკის კომბინაცია, როგორიცაა ზვიგენის ქონი და ამურის ხავერდი. ლავანდის, ღვიის და ჩაის ხის ეთერზეთები უფრო აძლიერებენ ამ კომბინაციის ეფექტს, რადგანაც თვითონაც ფლობენ ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდულ თვისებებს. ასევე ამ ეთერზეთებს აქვთ ძლიერი რეგენერაციული თვისებები. კრემ–ბალზამს ძლიერი ანტისეპტიკური თვისებების წყალობით, შეუძლია წარმატებით გაუმკლავდეს ტერფის მიკოზს, შეახორცოს საშუალო ზომის ნახეთქები ფეხებზე, მოაწესრიგოს საოფლე ჯირკვლების მუშაობა და შეამციროს ოფლიანობა რითაც ხელს უშლის სოკოვანი ინფექციის შეჭრას. ამაღლებს კანის დაცვით უნარს და იცავს კანს არახელსაყრელ პირობებშიც კი ინფექციის შეჭრისგან. ასევე სპობს ფეხის არასასიამოვნო სუნს.
სოკოს და ოფლიანობის სამკურნალო კრემი ფეხისთვის ასევე გამოიყენება სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკისთვის. მას ახასიათებს ანტისეპტიკური, ბაქტერიოციდული და ანთების საწინააღმღეგო მოქმედება. ზვიგენის ქონი, მის შემადგენლობაში შემავალი სკვალენის ღა სკვალამინის წყალობით, წარმოადგენს ძლიერ ბუნებრივ ანტიბიოტიკს. სწორედ ამიტომ ის არის ძლიერი ეფექტური საშუალება სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების და ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
პროფილაქტიკის მიზნით. სანაპიროზე, აბაზანაში ან საცურაო აუზში შესვლამდე, ან ნებისმიერ სხვა ადგილას სადაც არსებობს სოკოს ინფექციით დაინფიცირების რისკი, სანამ შეხვალთ ასეთ ადგილას, შეიზილეთ კრემი ფეხის სუფთა კანზე. კრემი დაგიცავთ სოკოვანი ინფექციის შეჭრისგან.
მკურნალობის მიზნით. სოკოს ინფექციის ან მომატებული ფეხის ოფლიანობის დროს, ყოველ დილას და საღამოს ფეხის სუფთა კანზე შეიზილეთ კრემი გამოჯანმრთელებამდე.
უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.
რომელიმე კომპონენტის ინდივიდუალური აუტანლობა.