

პილპილის აღწერა
შავი პილპილი (ლათ. Píper nígrum). ის არის მრავალწლიანი მხვიარა მცენარე. ნაყოფს ისხავს მტევნების სახით. მისი ფოთლები არის კვერცხის ფორმის 80 - 100 მმ. მას აქვს თეთრი ან ყვითელ-ნაცრისფერი წვრილი ყვავილები. მისი ნაყოფი არის მტევნის სახის რომლის სიგრძეც არის 80 - 140 მმ. თითო მტევანზე არის 20 დან 30 მარცვლამდე რომლის დიამეტრიც არის 3 - 5 მმ. წელიწადში ისხავს 2- ჯერ. მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 25 - 30 წელი. მისი დაუმწიფებელი ნაყოფი არის მწვანე, ხოლო დამწიფებული ვარდისფერი. შავ ფერს ის იღებს გაშრობის შედეგად. მისი ნაყოფის გადამუშავებით იღებენ შავ პილპილს, თეთრ პილპილს, მწვანე პილპილს და ვარდისფერ პილპილს. ეს სუნელი არის დედამიწაზე ერთერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული. მისი სამშობლო არის ინდოეთი.
პილპილის ქიმიური შემადგენლობა
100 გრამი კურკუმა შეიცავს 255 კილოკალორიას
ვიტამინები:
A, B1, B2, B6, B9 C, E, K, PP
მაკრო ელემენტები
კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი
მიკრო ელემენტები
რკინა, ცინკი, სპილენძი, მარგანეცი, სელენი, ფტორი
პილპილის ფარმაკოლოგიური თვისებები
- აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
- ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას.
- გულძრმარვა.
- მეტეორიზმი.
- შარდმდენი – ოფლმდენი.
- ანტიბაქტერიული მოქმედება.
- ორგანიზმს ეხმარება ვიტამინების და მინერალების შეთვისებაში.
- ასტიმულირებს ღვიძლის მუშაობას.
- ორგანიზმიდან გამოყავს ტოქსინები.
- ანელებს სისმსივნური უჯრედების ზრდას.
- ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
- სასუნთქი გზების დაავადებება.
ზეგავლენა ორგანიზმზე
უკუჩვენება
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.
მისი ხშირი გამოყენება უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე.
კოლიტით დაავადებულებისთვის არ არის რეკომენდირებული.
თირკმელების და ღვიძლის დაავადებების დროს.
შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი.