ხორბლის ჩანასახების კოსმეტიკური ზეთის წარმოება ხდება იტალიაში და აქ ხდება მისი დაფასოვება. ზეთი არის მაღალი ხარისხის პროდუქტი.
ხორბლის ჩანასახების ზეთი აახალგაზრდავებს, კვებავს და ატონიზირებს ნებისმიერი ტიპის კანს. ფლობს კანის დაბერების საწინააღმდეგო ეფექტს, ხელს უწყობს კუნთების ფუნქციას და ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს. საგრძნობლად აუმჯობესებს სახის ფერს, უნარჩუნებს კანის ელასტიურობას სიბერეშიც კი (ცხელი ზეთის ნიღბები). იგი შეიცავს ბუნებრივ ვიტამინ E-ს, ამიტომ ეფექტურად გამოიყენება კანის მოვლის საშუალებად. თვალის გარშემო: ამცირებს შეშუპებას, სიწითლეს, გამორიცხავს სიმშრალესა და აქერცვლას, აფერხებს ნაადრევ დაბერებას, ხდის ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს. აღმოფხვრის ქავილს, ნახეთქებსა და გაუხეშებულ კანს. ხორბლის ზეთი რეკომენდირებულია აკნეს გამონაყარის დროს (კომპრესები).
ხორბლის ზეთით გაკეთებული მასაჟი თქვენ კანს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს, გაახალგაზრდავებს და შესძენს ჯანმრთელ ელფერს. გამოიყენება როგორც ცელულიტის პროფილაქტიკისთვის ასევე მის მოსაცილებლად. აგრეთვე გამოიყენება სხეულის მოცულობის შესამცირებლად. ზეთი ასევე წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან (ცხელი ზეთის სხეულზე დატანით). ნუშის ზეთი გამოიყენება როგორც ძირითადი წამყვანი ზეთი არომათერაპიის დროს 2-5 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთის დამატებით.
მასაჟი:
გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი სახით ისე ეთერზეთებთან ერთად.
ანტიცელულიტური მასაჟის დროს დაუმატეთ 4-6 წვეთი გრეიფრუტის ან ფორთოხლის ეთერზეთი 20 მლ ხორბლის ჩანასახების ზეთში.
კომპრესი, აბაზანები:
კანის პრობლემურ ადგილას დაიდეთ ხორბლის ზეთით გაჟღენთილი ქსოვილი.
ცხელი ზეთოვანი ნიღაბი:
ცხელი წყლით გაჟგენთილ ქსოვილზე ან (სალფეტკზე) დაიტანეთ 7-10 წვეთი ხორბლის ზეთი, დაიდეთ სახეზე და კისერზე 20-30 წუთით, დაიფარეთ პირსახოცი. პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია თვეში 1-2 ჯერ.
ცხელი ზეთის სხეულზე დატანა:
50 მლ ხორბლის ჩანასახების ზეთში აურიეთ 3-4 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთი (ფორთოხალი, ლიმონი, ლავანდა, ვარდი, და ა.შ.) მიღებული ნარევი შეათბეთ დახურულ ჭურჭელში ორთქლის აბაზანაზე 38-40 ° C მდე და დაიტანეთ კანზე. ამის შემდეგ დამუშავებული ადგილები შეიხვიეთ ცელოფნით. სითბოს შენარჩუნებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი ტანსაცმელი ან საბანი. პროცედურის ხანგრძლივობა 15-30 წუთი. აღნიშნული პროცედურის ჩატარება არ არის მისაღები მათთვის, ვისაც აქვს ვარიკოზული ვენები ან გულსისხლძარღვთა პრობლემები.
ზრუნვა თვალის გარშემო:
რამდენიმე წვეთი ხორბლის ზეთი შეიზილეთ თვალის გარშემო.
პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.