სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ატმის კოსმეტიკური ზეთი
ატმის კოსმეტიკური ზეთი
ფლაკონში არის 100 მლ
1 – 21.00 ლარი
2 – 39.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ატმის კოსმეტიკური ზეთი

ატმის კოსმეტიკური ზეთის წარმოება ხდება იტალიაში და აქ ხდება მისი დაფასოვება. ზეთი არის მაღალი ხარისხის პროდუქტი.

ატმის კოსმეტიკური ზეთი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უშლის კანის დაბერებას. იცავს კანს ნაოჭების გაჩენისგან, აღადგენს ელასტიურობას. შედის იმ ეთერზეთებისა და ცხიმოვანი მჟავების რიცხვში რომელიც არეგულირებს კანის ტენიანობას, ახასიათებს მკვებავი და დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი (ცხელი ზეთის ნიღაბი). აახლებს კანს და სძენს ელასტიურობას. აღმოფხვრის ხორკლიანობასა და აქერცვლას. ხელს უშლის კანის დახეთქვას.

ატმის ზეთით გაკეთებული მასაჟი თქვენ კანს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს, გაახალგაზრდავებს და შესძენს ჯანმრთელ ელფერს. გამოიყენება როგორც ცელულიტის პროფილაქტიკისთვის ასევე მის მოსაცილებლად. აგრეთვე გამოიყენება სხეულის მოცულობის შესამცირებლად. ზეთი ასევე წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან (ცხელი ზეთის სხეულზე დატანით). ნუშის ზეთი გამოიყენება როგორც ძირითადი წამყვანი ზეთი არომათერაპიის დროს 2-5 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთის დამატებით.

ატმის ზეთის კოსმეტიკური თვისებები

  1. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.
  2. ხელს უშლის კანის დაბერებას.
  3. იცავს კანს ნაოჭების გაჩენისგან.
  4. აახლებს კანს და სძენს ელასტიურობას.
  5. აღმოფხვრის ხორკლიანობასა და აქერცვლას.
  6. ხელს უშლის კანის დახეთქვას.

ატმის ზეთის გამოყენების რეცეპტები

მასაჟი:
გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი სახით ისე ეთერზეთებთან ერთად. ანტიცელულიტური მასაჟის დროს დაუმატეთ 4-6 წვეთი გრეიფრუტის ან ფორთოხლის ეთერზეთი 20 მლ ატმის ზეთში.

ცხელი ზეთოვანი ნიღაბი:
ცხელი წყლით გაჟღენთილ ქსოვილზე ან (სალფეტკზე) დაიტანეთ 7-10 წვეთი ატმის კოსმეტიკური ზეთი, დაიდეთ სახეზე და კისერზე 20-30 წუთით და დაიფარეთ პირსახოცი. პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია თვეში 1-2 ჯერ.

ტუჩის მოვლა:
ყოველ დილა და საღამოს, წაისვით ზეთი ტუჩებზე და ოდნავ შეიზილეთ.

ცხელი ზეთის სხეულზე დატანა:
50 მლ ატმის ზეთში აურიეთ 3-4 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთი (ფორთოხალი, ლიმონი, ლავანდა, ვარდი, და ა.შ.) მიღებული ნარევი შეათბეთ დახურულ ჭურჭელში ორთქლის აბაზანაზე 38-40 ° C მდე და დაიტანეთ კანზე. ამის შემდეგ დამუშავებული ადგილები შეიხვიეთ ცელოფნით. სითბოს შენარჩუნებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი ტანსაცმელი ან საბანი. პროცედურის ხანგრძლივობა 15-30 წუთი. აღნიშნული პროცედურის ჩატარება არ არის მისაღები მათთვის, ვისაც აქვს ვარიკოზული ვენები ან გულსისხლძარღვთა პრობლემები.

გაფრთხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.