K ვიტამინს სხვანაირად ეწოდება მენადიონი, კოაგულაციის ვიტამინი, ანტიჰემორაგიული ვიტამინი. ვიტამინი K ცხიმში ხსნად ნივთიერებებს აერთიანებს, ჯგუფის ძირითადი შემადგენლებია K1 ვიტამინი (ფილოხინონი) და K2 ვიტამინი (მენახინონი), გამომუშავდება ჯანსაღი ნაწლავის მიკროფლორაში.
K ვიტამინის ძირითადი ფუნქციაა, ორგანიზმში უზრუნველყოს სისხლის ნორმალური შედედება. ჩამოაყალიბოს ძვლოვანი ქსოვილი, უზრუნველყოს თირკმლის ნორმალური მუშაობა და სისხლძარღვების ფუნქციონირება.
K ვიტამინის ათვისება ორგანიზმში. K ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი, ის შეიწოვება ნაწლავების კედლებში ცხიმებთან ერთად.
ის მოქმედებს სისხლის შედედებაზე და სისხლძარღვის კედლის მდგრადობაზე, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკას, კუნთების მოქმედებას და ამაგრებს ძვლებს, მონაწილეობს ენერგეტიკულ პროცესში, წარმოქმნის ძირითად ენერგეტიკულ წყაროებს.
K ვიტამინი აუცილებელია რათა აღკვეთოს კუჭის, შარდის ბუშტის, თირკმლის, სარძევე ჯირკვლის, საკვერცხეების და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარება.
K ვიტამინის მოქმედება სხვა საშუალებებთან: მაგალითად K ვიტამინი ორგანიზმს ეხმარება Ca ( კალცს) ათვისებაში, ამასთანავე აქტიურად მონაწილეობს მასთან ერთად ძვლის ფორმირებაში.
რატომ წარმოიქმნება ორგანიზმში კ ვიტამინის დეფიციტი?
K ვიტამინის ნაკლებობისას ირღვევა მისი ათვისება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მიზეზი შეიზლება იყოს კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ღვიძლის პათოლოგიები ან ქირურგიული ჩარევები.
ზრდასრულებისთვის 1 აბი 1 – ხელ დღეში ჭამის დროს.
თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.