პიონი მიეკუთვნება იშვიათი მცენარეების რიცხვს რადგან მისი გავრცელების არეალი არც ისე დიდია. იორდასალამს საკმაოდ დიდი ხანია რაც იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან საკმაოდ ფართო ფარმაკოლოგიური თვისებების მატარებელი მცენარეა. იორდასალამმა თავისი ეფექტურობა დაამტკიცა საუკუნეების განმავლობაში, ამიტომ მის ეფექტურობა დამტკიცებულია პრაქტიკაში გამოყენებით.
პიონი შეიცავს: ორგანული მჟავები, ეთერზეთები, მიკროელემენტები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, საპონინები, ფისები, ფენოლები, ფლავონოიდები და ა. შ
პრეპარატი მიეკუთვნება სედატიური მოქმედების ფარმაკოლოგიური ჯგუფის პრეპარატებს. გარდა დამამშვიდებელი მოქმედებისა ნაყენს აქვს სხვა სამკურნალო თვისებებიც:
ცენტრალური ნერვული სისტემა. პიონის ნაყენის მიღება სასარგებლოა ყველა სახის ნევროზის და ნერვული დარღვევის დროს. პრეპარატი ეფექტურად ხსნის შფოთვას, გაღიზიანებას, ბრაზს და ღელვას. პრეპარატი ორგანიზმს ეხმარება ძილის დარღვევის, ქრონიკული დაღლილობის და ვეგეტატიური დისფუნქციის აღდგენაში. ასევე ნაყენს იყენებენ კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებას ეპილეფსიის დროს, ცერებრალური დამბლის და სხვადასხვა წარმომავლობის სპაზმების დროს.
გინეკოლოგია. იორდასალამის ნაყენი კარგ შედეგებს იძლევა ქალის სასქესო სისტემის დაავადებების მკურნალობის დროს.
საჭმლის მონელების სისტემა. პიონის ნაყენი რეკომენდირებულია: დაბალმჟავიანი გასტრიტიტი, დიარეა, კუჭ-ნაწლავის სპაზმი, მადის დაქვეითება, მოწამვლა და ინტოქსიკაცია.
სასუნთქი გზები. ნაყენის მიღება რეკომენდირებულია: მშრალი ხველება, ბრონქიტი, ტრაქეიტი, ფილტვების ანთება, ტუბერკულოზი, ბრონქიალური ასთმა. ნაყენი ამცირებს გიპოქსიის რისკს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და სისხლს ამდიდრებს ჟანგბადით.
წყლის და მარილის მეტაბოლიზმი. პიონის ნაყენით დიდი ხნის კურს იტარებენ ორგანიზმიდან ჭარბი მარილის გამოსადევნად. ასევე ნაყენი ეხმარება ორგანიზმს პოდაგრის და სახსრების დაავადებების მკურნალობაში რომლებიც გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით.
კანი. იორდასალამის ნაყენი გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ასევე ის ეფექტურია კანის ეროზიების, ნახეთქების, ჩირქოვანი ჭრილობების და წყლულების დასამუშავებლად.
ზრდასრულებმა მიიღეთ 30–40 წვეთი, დღეში 2-3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 25-30 დღე. კურსის გამეორება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
არცერთ შეთხვევაში არ გადააჭარბოთ დოზას. გადაჭარბების ნიშნები: ძლიერი ძილიანობა, რეაქციების შენელება, თავბრუსხვევა ან ღებინება.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
არ გამოიყენოთ დაქვეითებული სისხლის შედედების უნარის დროს.
დაბალი წნევის დროს.
თუ მიღების შემდეგ აღინიშნა რაიმე ალერგიული ან უარყოფითი რეაქცია შეწყვიტეთ მისი მიღება.