სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
კრემ ცვილი ზდოროვი ფსორიაზის მკურნალობისთვის
კრემ ცვილი ზდოროვი ფსორიაზის მკურნალობისთვის
ფლაკონში არის / 30 გრამი
რუსეთი კომპანია ზდოროვი / ООО «ЗДОРОВ»

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ფსორიაზის სამკურნალო კრემ ცვილი ზდოროვი

ფსორიაზის სამკურნალო კრემი ცვილი.
მალამო არის ნატურალური და მრავალფუნქციური საშუალება. მის შემადგენლობაში შედის მეფუტკრეობის და ფიტო პროდუქტები. სამკურნალო კრემი ახდენს კომპლექსურ აღმდგენ მოქმედებას, ქსოვილებს ამარაგებს საკვები ნივთიერებებით და ასევე აღადგენს კანის დაზიანებულ ქსოვილს.

ფსორიაზის კრემი ზდოროვი
კრემი ასევე გამოიყენება როგორც დამატებითი საშუალება ფსორიაზის სიმპტომატიკის მოსაშორებლად. მაგალითად როგორიც არის: გაღიზიანება, აქერცვლა, სიწითლე და ქავილი. აქვს ძლიერად გამოხატული დამატენიანებელი მოქმედება როგორც ძალიან მშრალი, გაუწყლოებული და ნორმალური კანისთვის. კრემი დადებით მოქმედებას ახდენს კანის მიკროფლორაზე. მაზის გამოყენება რეკომენდირებულია ყოველდღე, ჰიგიენური პროცედურების შემდეგ.

კრემ ვოსკი ზდოროვის შემადგენლობა

ფსორიაზის ეფექტური მკურნალობა დამოკიდებულია სწორედ მალამოში შემავალ ბუნებრივ ინგრედიენტებზე. ისინი ორგანიზმს ეხმარება კანის სწრაფ რეგენერაციაში.

ზეითუნის ზეთი
შეიცავს A და E ვიტამინებს, ასევე ფენოლების ჯგუფს რომლებიც კომლექსში უზრუნველყოფენ კანის რბილი ქსოვილების კვებას, რაც უზრუნველყოფს დაზიანებული კანის უჯრედების სწრაფ რეგენერაციას, ქსოვილი ხდება უფრო ელასტიური, ამცირებენ ქავილს და ტკივილს დაზიანებულ ადგილში. ასტიმულირებენ სისხლის მიმოქცევას. ზეთი ასევე შეიცავს ისეთ ნივთიერებებს რომლებიც აფერხებენ ანთებითი პროცესების განვითარებას ქსოვილებში. ამის გამო ზეითუნის ზეთი ძალიან ეფექტური საშუალებაა ფსორიაზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

პროპოლისი (დინდგელი)
არის ძლიერი ანტისეპტიკური საშუალება, ის ებრძვის და ანადგურებს ავადმყოფობის გამომწვევ მიკროფლორას. გარდა ამისა, ის ღრმად აღწევს ქსოვილში რის შედეგადაც ხსნის ქავილის, წვას და ტკივილს. აძლიერებს სისხლის მიწოდებას იმ ადგილში რომელზეც ხდება მალამოს წასმა. ააქტიურებს დაზიანებული კანის ქსოვილების რეგენერაციას. ასევე აქვს შემადედებელი მოქმედება, აჩქარებს ფსორიაზით გაჩენილი ჭრილობების და წყლულების შეხორცებას.

მკვდარი ფუტკრების "პოდმორი" ექსტრაქტი.
აქვს გამოხატული ანტიანთებითი და ბაქტერიოციდული მოქმედება. ასევე აუმჯობესებს კანის ფერს და სტრუქტურას.

ფუტკრის შხამი.
ფუტკრის შხამი უნიკალურია თავისი შემადგენლობით. მასში შედის უამრავი სასარგებლო ნივთიერება რომელიც განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ანთებითი პროცესების შესაჩერებლად. შხამი აფართოვებს სისხლძარღვებს და კაპილარებს, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიწოდება პრობლემურ ადგილებში. შხამი კარგად ხსნის შეშუპებას და აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

ფუტკრის სანთელი "ცვილი"
ახანგრძლივებს კრემ ვოსკის სამკურნალო მოქმედებას. ასევე აქვს დამცავი და აღდგენითი მოქმედება კანზე. ცვილი უზრუნველყოფს კრემის ღრმა შეღწევადობას ქსოვილებში. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული მოქმედება. ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენით პროცესს.

კედრის ხის ფისი "ჟივიცა"
არის ბუნებრივი წარმომავლობის ძლიერი ანტიოქსიდანტი. მას ქსოვილებში ნორმაში მოჰყავს ნივთიერებათა ცვლა. ჟივიცას აქვს იმუნოსტიმულაციის, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და აშკარად გამოხატული რეგენერაციული მოქმედება. ასევე ორგანიზმს ეხმარება დაზიანებული ქსოვილების აღდგენაში.

ცხენისწაბლის ექსტრაქტი
ათხელებს სისხლს და ეწინაარმდეგება სიხლში თრომბების წარმოქმნას. ასტიმულირებს ანტითრომბულ აქტივობას სისხლში, ზრდის ანტითრომბინის გამომუშავებას, აძლიერებს ვენების კედლებს და ხელს უწყობს სისხლის ნაკადის ზრდას კაპილარებში. რის შედეგადაც აღადგენს ფსორიაზით დაზიანებულ კანში სისხლის მიწოდების პროცესს.

ცვილის ჩრჩილის ექსტრაქტი.
აქვს ძლიერი რეგენერაციის და მატონიზირებელი მოქმედება. დაზიანებულ კანში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. აძლიერებს სისხლის მიწოდებას და ამარაგებს ჟანგბადით.

კრემი ცვილი ზდორივის დადებითი თვისებები


  1. ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალება.
  2. სწრაფად ახორცებს დაზიანუბული კანის უბნებს.
  3. არბილებს დაზიანებულ კანს და სძენს ელასტიურობას.
  4. ამშვიდებს და იცავს მგრძნობიარე კანს.
  5. კანს უბრუნებს ბუნებრივ ჯანსაღ იერს.
  6. ხსნის კანის დაჭიმულობის შეგრძებას.
  7. კრემში შემავალი ვიტამინების კომპლექსი და მინერალები კვებავენ კანს. რაც ხელს უწყობს კანის სწრაფ აღდგენას.

ფსორიაზის სამკურნალო კრემ ვოსკის გამოყენების ინსტრუქცია

ფსორიაზის სამკურნალო კრემი ზდოროვი გამოიყენება დღეში 2-3 ჯერ. ის უნდა წაისვათ დაზიანებული კანის ზედაპირზე. ღამე კრემით უნდა გაიკეთოთ აპლიკაცია.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, რომლებიც ზევით არის ჩამოთვლილი. მაგრამ სანამ გამოიყენებთ შეამოწმეთ ხართ თუ არა ალერგიული.

შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის მაზი წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით მაზი არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მაზი დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.

ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ფსორიაზის კრემი არ გამოიყენოთ თუ გაქვთ სიცხე 38 გრადუსი.

კრემის წასმის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არ მიიღოთ ცხელი აბაზანა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.