ანტიასაკობრივი კრემი არის 100% ნატურალური. კრემის ძირითად შემადგენლობაში შედის არგანის ზეთი, ალოე ვერა და ჰიალურონის მჟავა. ამ ბუნებრივი კომპონენტების კომბინაცია იძლევა საოცარ შედეგებს.
კრემის შემადგენლობაში შედის მოროკოს არგანის ხის კაკლის ზეთი. რომლის შემდაგენლობაშიც შედის სასარგებლო უჯერი ცხიმები და E ვიტამინი. ეს ბუნებრივი ნივთიერებები არის კანისთვის განუმეორებელი საკვები, დამატენიანებელი და დაბერებისგან დამცავი საშუალებები. სწორედ ამიტომ სილამაზის ინდუსტრიაში არგანის ზეთს უწოდეს "თხევადი ოქრო".
ალოე ვერას აქვს ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელ და გარე ფაქტორებისგან დამცავი თვისებები. ხოლო ჰიალურონის მჟავის გამაახალგაზრდავებელი და მკვებავი თვისებები უკვე ყველასთვის ცნობილია.
ნაოჭების საწინააღმდეგო სახის კრემი კომპანიამ შეიმუშავა სპეციალური ფორმულით, ამიტომ ის ახალგაზრდა კანს იცავს ნაადრევი დაბერებისგან და წვრილი ნაოჭების გაჩენისგან. ატენიანებს და კვებავს კანს. უბრუნებს ჯანსაღ და მოელვარე იერს. გამოიყენეთ ის და აღმოაჩინეთ რამდენად მშვენიერია თქვენი კანი. ისიამოვნეთ ლამაზი, ჯანსაღი და ახალგაზრდა კანით.
გამოიყენეთ ყოველდღე. კანზე დაიტანეთ მცირე რაოდენობის კრემი და წრიული მოძრაობით შეიზილეთ. თუ თქვენი კანი ძალიან მშრალია შეგიძლიათ გამოიყენოთ საჭიროების მიხედვით
მისი გამოყენება ძალიან კომფორტულია სწრაფად შეიწოვება და მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც მაკიაჟის, ასევე მზისგან დამცავი კრემის ქვეშ.
არ გამოიყენოთ გაკაწრულ კანზე წასასმელად. არც გამონაყარით გაღიზიანებულ კანზე. აარითეთ თვალებს. არ გამოიყენოთ ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის.
პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.