სახის კრემი არის 100% ნატურალური კოსმეტიკური პროდუქტი. მისი ძირითადი აქტიური ნივთიერებებია კოლაგენი და პლაცენტა (პლაცენტარული უჯრედები). კრემი დამზადებულია სპეციალური ფორმულით და გამოიყენება ძილის წინ წასასმელად.
ღამის კრემი შემუშავებულია სპეციალური ფორმულით რომელიც კანს ეხმარება გაახალგაზრდავებაში იმით, რომ აწვდის საჭირო ნივთიერება კოლაგენს, რომელიც თავის მხრივ არის კანის ახალგაზრდობის "ელექსირი". წლების მატებასთან ერთად ორგანიზმი ვეღარ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის კოლაგენს. შესაბამისად კანი ვეღარ იღებს მისთვის საჭირო რაოდენობის საშენ მასალა ცილას, რის შედეგადაც კანი იწყებს დაბერებას, კარგავს ელსტიურობას და სიმკვრივეს. შედეგად ვითარდება ნაოჭები. მიაწოდეთ თქვენს კანს საჭირო რაოდენობის კოლაგენი და დაეხმარეთ მას აღიდგინოს თავისი ელსტიურობა და ახალგაზრდობა.
კოლაგენი არის განსაკუთრებული ცილა რომელიც შედგება სხეულის ცილისგან 30% და კანის ცილისგან 70%. ის არის წებოვანი ცილა რომელიც შეადგენს ჩვენი ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის ძირითად ნაწილს. კოლაგენი ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი კანისთვის. კოლაგენი და ელასტინი არიან ჩვენი კანის ღრმა ფენებში და წარმოადგენენ მის კარკასს. მათი წყალობით ჩვენი კანი არის მკვრივი და დაჭიმული.
პლაცენტა. დიდი ხანია გამოიყენება როგორც უნიკალური სამკურნალო საშუალება, თუმცა მან დიდი გამოხმაურება ჰპოვა კოსმეტოლოგიაშიც. მისი გამოყენებით კანში აქტიურდება პერიფერიული სისხლის მიწოდება. რაც ხელს უწყობს კანში ნივთიერებათა ცვლის აღდგენას. შესაბამისან კანს მიეწოდება საჭირო ნივთიერებები. ამას ისიც ეხმარება, რომ პლაცენტას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტოქსინების გამოდევნის თვისება. მთლიანობაში მისი ზემოქმედებით კანი უჯრედულ დონეზე იწყებს სუნქვას.
ღამის კრემი კოლაგენით და პლაცენტით დაგეხმარებათ დაუბრუნოთ თქვენ კანს ახალგაზრდობა. მთელი ღამე თქვენ გძინავთ ხოლო კრემი მუშაობს თქვენი კანის გაახალგაზრდავებაზე. ამ კრემის დახმარებით ყოველი დილა მოგიტანთ სიხარულს. რადგან ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, რომ ყველდღე თქვენი კანი ახალგაზრდავდება, უბრუნდება ჯანსაღი იერი, ელასტიურობა, სიმკვრივე და ქრება წვრილი ნაოჭები.
გამოიყენეთ ყოველღამე. მცირე რაოდენობის კრემი დაიტანეთ კანზე და ნაზად შეიზილეთ.
არ გამოიყენოთ გაკაწრულ კანზე წასასმელად. არც გამონაყარით გაღიზიანებულ კანზე. აარითეთ თვალებს. არ გამოიყენოთ ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის.
პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.