ექინაცეა კაფსულებში პროდუქტი დამზადებულია ნარჩევი ნედლეულისგან, ამერიკული კომპანიის მიერ. კაფსულებში მოთავსებულია მცენარის მშრალი ფხვნილი. ასეთი სახით მისი გამოყენება პრაქტიკულია. ამ მცენარეს 400 წელზე მეტია რაც ადამიანები იყენებენ საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
ექინაცეას აქვს საკმაოდ ძლიერი მოქმედება ორგანიზმზე. მცენარე შეიცავს პოლისაქარიდებს, ფლავონოიდებს, გლიკოპროტეინებს, ანტიოქსიდანტებს და ა.შ. ექინაცეა განსაკუთრებით პოპულარულია სეზონური ცვლილებების დროს. ამ დროს ოგანიზმი საჭიროებს იმუნიტეტის გაძლიერებას რომ შესძლოს გამკლავდეს სეზონურ ცვლილებებს ორგანიზმში. მისი როლი იმუნური სისტემის გაძლიერების კუთხით არის შეუფასებელი. მასში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმს ეხმარება თავისუფალი რადიკალების განეიტრალებაში, ასტიმულირებს სისხლის მიკრო ცირკულაციას და აუმჯობესებს გულის საერთო ჯანმრთელობას.
მცენარეს აქვს ანთების საწინააღმდეგო საკმაოდ ძლიერი მოქმედება. რის გამოც გამოიყენება გაციების, შარდის ბუშტის ანთების, ზედა სასუნთქი გზების ანთების, ართრიტის და ნებისმიერი ანთებითი პროცესის დროს. გარდა ამისა, რომ აძლიერებს იმუნიტეტს ის თავადაც კლავს ვირუსებს, ბაქტერიებს და ზოგირთ სოკოვან ბაქტერიასაც კი. პოლისაქარიდები რომელიც არის მცენარის შემადეგნლობაში, ასტიმულირებს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას. რითაც ეხმარება ორგანიზმს ვირუსების და ვირუსით დაზიანებულ უჯრედების გამოდევნას ორგანიზმიდან.
ზრდასრული ადამიანებისთვის დღეში 1 კაფსულა, სასურველია ჭამის დროს.
არ გამოიყენოთ 18 წლის ქვევით.
არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული ყვავილებზე.
არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.