სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ვიტამინი D3 2000 IU, ქოლეკალცეფეროლი
ვიტამინი D3 - ქოლეკალცეფეროლი
250 კაფსულა / 1 კაფსულა არის 2 000 IU
60   – 28.00 ლარი
120 – 49.00 ლარი
1 – 75.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

60 ან 120 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ვიტამინი D3 ქოლეკალცეფეროლი

ვიტამინი D3 ქოლეკალცეფეროლი დამზადებულია ამერიკული კომპანიის მიერ. ვიტამინი მოთავსებულია კაფსულებში. D ვიტამინის ძირითადი წარმომადგენელია ერგოკალციფეროლი და D3 ვიტამინი ქოლეკალციფეროლი. ისინი შედიან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემადგენლობაში. დ ვიტამინი ორგანიზმში არა მარტო საკვებიდან ხვდება არამედ წარმოიქმნება ადამიანის კანში მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში კლებულობს მისი სინთეზი, ასევე ძნელდება D ვიტამინის შეწოვა უჯრედებში. ხოლო D3 ვიტამინი გაცილებით ეფექტური ფორმაა ორგანიზმისთვის მისი მარაგის შესავსებად, რადგან გაცილები ადვილად შეიწოვება.

რა იწვევს D ვიტამინის მოთხოვნილების ზრდას?

  1. ორსულობა და ლაქტაცია.
  2. მენოპაუზა.
  3. მზეზე იშვიათი ყოფნა.
  4. ასაკის მატება.

D ვიტამინის დეფიციტის ნიშნები ბავშვებში.

  1. ძილის დარღვევა.
  2. გაღიზიანება.
  3. ოფლიანობა.
  4. კბილების ამოჭრის დაგვიანება.
  5. დახურული ყიფლიბანდი.
  6. ძვლების დარბილება და დეფორმაცია (ხერხემლის, ნეკნების და ქვედა კიდურების).
  7. კუნთების ტონუსის დაქვევითება.

D ვიტამინის დეფიციტის ნიშნები უფროსებში.

  1. ძვლების დარბილება.
  2. საერთო სისუსტე და დაღლილობა.
  3. წონის დაკარგვა.
  4. გულის რევა და დიარეა.
  5. სპაზმები მუცლის ღრუში.
  6. გულის და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
  7. თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.
  8. თვალების ანთება.
  9. კანის ქავილი.
  10. მომატებული არტერიული წნევა.

ვიტამინი D3 ქოლეკალცეფეროლის დადებითი თვისებები.

D3 ვიტამინი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური ზრდისთვის და განვითარებისთვის. ის უზრუნველყოფს კალციუმის და ფოსფორის ათვისებას. გულის ნორმალური მუშაობისთვის. ხელს უწყობს სისხლის შედედებას. აჩქარებს ორგანიზმიდან ტყვიის და სხვა მძიმე მეტალების გამოდევნას. A და C ვიტამინთან ერთად იცავს ორგანიზმს გაცივებისაგან. D3 ვიტამინი ეფექტურია ფსორიაზის, კონიუნქტივიტის, ეპილეფსიის და ტუბერკულიოზის ზოგიერთი ფორმის მკურნალობის დროს.

  1. ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ათვისებას.
  2. ამაგრებს ძვლოვან, კუნთოვან და ნერვულ ქსოვილებს.
  3. არეგულირებს გულის და თირკმელების ჯანსაღ ფუნქციონირებას.
  4. ეხმარება ორგანიზმს მძიმე მეტალების გამოდევნაში.
  5. აძლიერებს იმუნურ სისტემას.
  6. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებას.
  7. ასევე კარგია მენოპაუზის დროს.

D3 ვიტამინის მიღების წესი

ზრდასრულებისთვის 1 კაფსულა დღეში 1-ხელ ჭამის დროს.

გაფრთხილება

თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

თუ გამოყენების დროს შენიშნეთ რაიმე უკუჩვენება შეწყვიტეთ მისი მიღება.

VITAMINI D3.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.