სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
დაფნის მალამო მაზი
დაფნის ფოთლის მალამო
50 მილილიტრი
1 – 23.00 ლარი
2+1 - 46 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

დაფნის მალამო

დაფნის მალამო დამზადებულია 1) ნარჩევი დაფნის ფოთლისგან, 2) ცივი დაწურვის მეთოდით მიღებული სელის თესლის ზეთისგან, 3) საუკეთესო ხარისხის ფუტკრის სანთლისგან და 4) პროპოლისისგან. მალამო დამზადებულია შერევის საუკეთესო მეთოდით, მას არ გაუვლია თერმული დამუშავება, რის შედეგადაც მას შენარჩუნებული აქვს ყველა სასარგებლო ნივთიერება. დაფნის მალამოში არის სამკურნალო ნივთიერებების დიდი სპექტრი. მალამოს აქვს მომწვანო მოყავისფრო ფერი და სასიამოვნო, დინდგელის, სანთლის და დაფნის სურნელი. არ შეიცავს არანაირ დანამატებს!

დაფნა არის მცენარე რომლსაც მსოფლიოში ყველა იცნობს. მას აქვს სასიამოვნო და ამავე დროს საკმაოდ მძაფრი არომატი. დაფნას აქვს გამოხატული ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. მალამო კარგად მოქმედებს კანის გამონაყარზე, ალერგიაზე, გაღიზიანებაზე. არეგულირებს ფეხის ჭარბ ოფლიანობას, ხსნის კანის ძლიერ წვას, ქავილს და არასასიამოვნი ფეხის სუნს. ასევე აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. აქვს როგორც ჭრილობების ასევე ჩირქოვანი ჭრილობების შეხორცების კარგი თვისება. დადებითად მოქმედებს სახსრების დაავადებებზე და რევმატიზმზე.

დინდგელი (პროპოლისი) არის ანტი მიკრობული უძლიერესი ბუნებრივი ნივთიერება. დინდგელი არის ნივთიერება რომლის გარემოშიც ვერ ვითარდება ვერცერთი მიკრობი და პარაზიტი. ის ორგანიზმს ეხმარება: მოტეხილობების სწრაფ შეხორცებაში, კანის დაზიანებული ქსოვილების აღდგენაში და ჭრილობების შეხორცებაში. არბილებს დამწვარი კანის ნაწიბურებს, ასუფთავებს უჯრედის მემბრანას, მწყობრში მოჰყავს უჯრედის სუნთქვა და ებრძვის პათოლოგიურ უჯრედებს.

ფუტკრის სანთელი (ცვილი) აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. სანთლის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები. სანთელი ქსოვილებს ამარაგებს სამკურნალო და საშენი ნივთიერებებით, რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენითი პროცესები.

სელის ზეთი მდიდარია უჯერი ცხიმებით როგორიც არის ომეგა 3. ომეგა 3 არის ცხიმმჟავა რომელიც ებრძვის ქსოვილებში მიმდინარე ანთებით პროცესებს. ეხმარება უჯრედებს მემბრანის განახლებაში, რადგან მემრანის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება არის ომეგა 3. გარდა ამისა სელის ზეთი ძალიან მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. სწორედ მათი წყალობით ის ამარაგებს დაზიანებულ ქსოვილებს და ეხმარება ქსოვილებს ორგანიზმს სწრაფ რეგენერაციაში.

დაფნის მალამოს დადებითი თვისებები

დაფნის მაზი არის უნიკალური, რადგან მასში შემავალი 4 ვე კომპონენტი არის 100% ნატურალური და მაღალი ხარისხის. ასევე მასში შემავალი კომპონენტები არის იდეალურ თანაფარდობაში რაც აორმაგებს მათ დადებით თვისებებს. საერთოდ მალამო მოქმედებს სინერგიულად და თანაც ლოკალურად, რაც ძალიან ეფექტურია. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ სასარგებლო, ნატურალური და ეფექტური პროდუქტები. მალამოს ეფექტურობას განაპირობებს ნატურალური პროდუქტები და კარგი ხარისხის ნედლეული.


  1. ოსტეოქონდროზი და ოსტეოქონდროზული ტკივილი.
  2. რევმატული ართრიტი და ართროზი.
  3. რევმატული ტკივილები.
  4. სახსრების ქრონიკული ტკივილი.
  5. სახსრებიდან გამოყავს მარილები.
  6. ტკივილი პოდაგრის დროს.
  7. კუნთების ტკივილი, სპაზმი და დაჭიმულობა.
  8. საერთო დამბლა (პარალიჩი).
  9. აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო გამოხატული მოქმედება.
  10. ფეხის და ფრჩხილის სოკო.
  11. ფეხის ჭარბი ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი.
  12. კანის ანთებითი პროცესები.
  13. აჩქარებს კანის მეტაბოლურ და რეგენერაციულ პროცესებს.
  14. აქვს გამოხატული შეხორცების კარგი უნარი.
  15. მწერების ნაკბენი.

გამოყენების წესი

ჰიგიენური პროცედურის შემდეგ მცირე რაოდნობის მალამო შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში. მკურნალობის კურსი 14-21 დღე.

გაფრთხილება

გაითვალისწინეთ, დაფნის ფოთოლი არის ალერგენი. ამიტომ გამოყენებამდე გაივალისწინეთ და სინჯეთ ალერგიულობაზე.

მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია მაშინ ეს პროდუქტი არ გამოიყენოთ. გამოყენებამდე კანზე შეამოწმეთ ალერგიულობა. მცირე დოზით შეიზილეთ მაჯის შიდა მხარეზე და დაელოდეთ 20-40 წუთი, თუ არ აღინიშნა რაიმე ალერგიული გამოვლინება შეგიძლიათ გამოიყენოთ.

თუ გამოყენებისას განვითარდა კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი. მაშინ ასეთ შემთხვევებში დაფნის მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.