ჰიალურონის მჟავა ჰიალურონის მჟავა, რომელსაც ჩვენს ორგანიზმში, კანში, შემაერთებელ ქსოვილებსა და სახსრებში ვხვდებით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხეულის დატენიანებაში და მოქმედებს, როგორც ბუნებრივი საპოხი აგენტი. ჰიალურონის მჟავა არის ნივთიერება, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს. ის რეაქციაში შედის წყალთან რათა მეტი „სიფუმფულე“ შესძინოს კანს, ამიტომ დღეს-დღეობით ჰიალურონის მჟავა ფართოდ გამოიყენება, როგორც ნაოჭების შემავსებელი. ჰიალურონის მჟავა აგრეთვე, სინოვიალური სითხის საკვანძო კომპონენტია, რომელსაც ვხვდებით შემაერთებელ ქსოვილებსა და სახსრებში, ამიტომ, ჰიალურონის მჟავა ფართოდ გამოიყენება შემაერთებელი ქსოვილებისა და სახსრების მკურნალობის დროს.
გარდა ამისა, ჰიალურონის მჟავას ვხვდებით თვალში, ძვლოვან და კუნთოვან ქსოვილებში სადაც ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ გამართულ ფუნქციონირებაში. ჰიალურონის მჟავა გამოირჩევა მრავალი სასარგებლო თვისებით და ის ადამიანის ორგანიზმში ბევრ ქსოვილს უხდება, მაგრამ ის ყველაზე ფართოდ გამოიყენება სახსრების მკურნალობის დროს. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ჰიალურონის მჟავა ძალიან დიდ შვებას ჰგვრის და უბრუნებს კომფორტს სახსრებში, მათ ვინც მუხლებში ძლიერი ტკივილებს და დისკომფორტს განიცდის. შემაერთებელ ქსოვილებზე ზემოქმედებით და სინოვიალური სითხის ოპტიმიზაციით, ჰიალურონის მჟავა აგვარებს დისკომფორტს სახსრებში და უზრუნველყოფს სახსრის გამართულ, უმტკივნეულო ფუნქციონირებას.
აღსანიშნავია ჰიალურონის მჟავის კიდევ ერთი უნიკალური თვისება, შეუნარჩუნოს ადამიანს ახალგაზრდული კანი. ამიტომ მისი საინექციო სახეობა ფართოდ გამოიყენება დერმატოლოგიაში და პლასტიკურ ქირურგიაში როგორც კოლაგენის ალტერნატივა. გარდა საინექციო სახისა, ჰიალურონის მჟავის მიღება შესაძლებელია კაფსულების სახით, როგორც საკვები დანამატის, რაც თავის მხრივ ეხმარება ორგანიზმს კანის დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ზრდასრული ადამიანებისთვის დღეში 1 ან 2 კაფსულა ჭამის დროს.
არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.