სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ჰიალურონის მჟავის შრატი
ჰიალურონის მჟავის შრატი
ფლაკონში არის - 30მლ
1 – 70.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

ჰიალურონი თქვენი სილამაზისა და ახალგაზრდობისთვის!

ჰიალურონის შრატი ჰიალურონის მჟავა არის კანის ძლიერი დამატენიანებელი, ის კანის უჯრედების ძირითადი საშენი მასალაა რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმში თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად მისი გამომუშავების პროცესი ნელდება. ჰიალურონის მჟავის სიმცირით იწყება ისეთი პრობლემები, როგორიცაა ნაოჭების გაჩენა, კანის გამოშრობა, ელასტიურობის დაკარგვა და სხვა. ამიტომ ასაკის მატებასთან ერთად საჭიროა ჰიალურონის დანაკლისის შევსება, რათა თავიდან ავიცილოთ ნაოჭების წარმოქმნის და ზოგადად კანის ნაადრევი დაბერების პროცესი.

PipingRock-ის ჰიალურონის მჟავის შრატი:Pipingrock-ის ჰიალურონის მჟავის შრატი ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებას, ამკვრივებს და მატებს კანს სიგლუვეს და ბზინვარებას. შედეგად კანი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური, მცირდება მიმიკური ხაზები და ნაოჭები. დაამატეთ Pipingrock-ის ჰიალურონის მჟავის შრატი თქვენს ყოველდღიურ კანის მოვლის რუტინაში დილას და საღამოს კანის წმენდის შემდეგ. ეს უნიკალური ნაზავი დაგეხმარებათ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. კანი გახდება უფრო მკვრივი, გლუვი და დატენიანებული, შენელდება ნაოჭების წარმოქმნის პროცესი.

ძირითადადი შემადგენელი კომპონენტები: დემინერალიზებული წყალი, მცენარეული გლიცერინი, ნატრიუმის ჰიალურონატი (ჰიალურონის მჟავა), ლიმონის მჟავა, პოლისორბატი 20, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი.

ჰიალურონის მჟავის სასარგებლო თვისებები


  1. კანს უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს და ელასიტურობას.
  2. მოქმედებს, როგორც ძლიერი დამატენიანებელი.
  3. ხელს უწყობს სინოვიალური სითხის ოპტიმიზაციას.
  4. შემაერთებელ ქსოვილებს უნარჩუნებს ელასტიურობას.
  5. ხელს უწყობს სახსრების გამართულ, უმტკივნეულო ფუნქციონირებას, როგორც ბუნებრივი საპოხი..

ჰიალურონის მჟავის შრატის მიღების წესი

გამოიყენება მოზრდილებში. ყოველ დილით და საღამოს, კანის დასატენიანებლად, დაიტანეთ შრატი სუფთა კანზე დამატენიანებელი/მკვებაი კრემის ქვეშ. შრატის გამოყენება შესაძლებელია როგორც დამატენიანებელ/მკვებავ კრემთან ერათად ასევე მის გარეშეც.

გაფრთხილება

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. თუ რაიმე გვერდითი რეაქცია მოხდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. არ გადაყლაპოთ. მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. არ წაისვათ დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე ან გამონაყარით დაზიანებულ უბნებზე. თუ გამოვლინდა კანის მგრძნობელობა, შეწყვიტეთ გამოყენება. მოერიდეთ ამ პროდუქტს, თუ ხართ ალერგიული ან მგრძნობიარე ამ პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. არ გამოიყენოთ ბავშვებზე ან ცხოველებზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.